ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არქივი დაიტბორა სარდაფში წყლის მილის მწყობრიდან გამოსვლის გამო
ცუდი ამბავია ოლიმპიურ მოძრაობაში. კვირას ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არქივი დაიტბორა სარდაფში წყლის მილის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი" ოლიმპიური კომიტეტის გენერალური დირექტორის - კრისტოფ დე კეპერის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ზოგიერთ ოთახში წყლის დონე ორ მეტრს აღწევდა. დაზიანდა თანამედროვე დოკუმენტების დაახლოებით 20-30 პროცენტი. ამასთან, დე კეპერის ინფორმაციით, არ დაზარალებულა ისტორიული არქივი, რადგან ის სხვა შენობაში - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმშია განთავსებული.

ასევე, დაიტბორა სერვერების ოთახები, რის გამოც შტაბ-ბინაში გამოირთო ინტერნეტი და სატელეფონო ხაზი. 12 ნოემბერს დაახლოებით 150 თანამშრომელი ოლიმპიური კომიტეტის სხვა შენობაში გადაიყვანეს.

მილის მწყობრიდან გამოსვლამ მეზობლად მდებარე რესტორნები, კემპინგი და ტრასა დატბორა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. მოულოდნელი სტიქიური უბედურების აღმოსაფხვრელად დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობდა.

ჯერჯერობით შეფასებული არ არის ზარალი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიადგა.

ამასობაში რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სიდნი ლევი დაინიშნა.

ლევიმ შეცვალა ლეონარდო გრინერი, რომელიც მთავარი საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. მსგავსი ცვლილება გამოწვეულია 2012 წლის ოლიმპიადაზე მომხდარი სკადალის გამო. ლონდონში ბრაზილიური დელეგაციის ათი წევრი კომპიუტერებიდან არალეგალურად იღებდა ინფორმაციას. ფაილების გაქრობა ოლიმპიადის დახურვის დღეს გამოაშკარავდა. შიდა გამოძიებამ გამოავლინა დამნაშავეები, რომლებიც მოგვიანებით გააძევეს საორგანიზაციო კომიტეტიდან.

ცვლილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ხელმძღვანელობის სურვილი - ჩაეტარებინა კომიტეტის რესტრუქტურიზაცია მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად. ოფიციალურად, სიდნი ლევი თანამდებობას 2013 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა