ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც ნოკაუტსისტემით ტარდება, ოთხი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობს
ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც ნოკაუტსისტემით ტარდება, ოთხი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობს.

ჩვენებურებს მსგავს ტურნირებში ასპარეზობის გამოცდილება აქვთ, მით უმეტეს, რომ ნინო ხურციძემ (2428) წინა შეჯიბრებებში ორჯერ მეოთხედფინალს უწია (შეგახსენებთ, რომ პირველ ხუთ რაუნდში მოჭადრაკეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ უძლიერესს რაპიდი და ბლიცი გამოავლენს).

ეტყობა, ნინო უწინდელი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ქართველთაგან მან პირველმა დაძლია სასტარტო ბარიერი: ბერძენ დიდოსტატ ელენა დემბოსთან (2454) პირველი პარტია შავებით ყაიმით დაასრულა, 12 ნოემბერს კი 45-ე სვლაზე დაამარცხა მეტოქე, მინი-მატჩი 1,5:0,5 მოიგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ნატალია ხოდგარიანის (კანადა) მძლეველ (2:0) ჩინელ ჟაო სიუს (2565) შეხვდება.

პირველი ეტაპის სტარტზე ბელა ხოტენაშვილმა (2504) კუბელი მარიცა რობაინა არიბასი (2273) დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ 12 ნოემბერს 58-ე სვლაზე დანებდა მეტოქეს და მათ შორის საუკეთესოს დღეს ტაიბრეიკები დაასახელებს.

მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა კიდევ ორი ჩვენებური: როგორც გაუწყეთ, საქართველოს ნაკრების წევრი ლელა ჯავახიშვილი (2455) რუს ანასტასია ბოდნარუკთან (2415) დამარცხდა, 12 ნოემბერს კი 71-ე სვლაზე მიაღწია წარმატებას და წონასწორობა აღადგინა.

პირველ წრეში ქართველთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე სოფიკო ხუხაშვილს (2383) ჰყავს - სომხეთის მოჭადრაკე ქალთა ლიდერი ელინა დანიელიანი (2476). სოფიკომაც 12 ნოემბერს შესანიშნავად ითამაშა - უნაკლოდ გამოიყენა მეტოქის შეცდომები, 43-ე სვლაზე წინა დღის მარცხისთვის რევანში აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

13 ნოემბერს მეტოქეები ჯერ სწრაფ ჭადრაკში მოსინჯავენ ძალებს, თუ საჭირო გახდა, ელვისებური პარტიებიც დაინიშნება. ასე რომ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს სამივე ჩვენებური ინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა