თემურ ქეცბაიამ ქართულ მასმედიას გაჰკრა კბილი, ნაკრების ბოლო ორ თამაშზე არც ერთი ქართველი ჟურნალისტი არ იყო ჩამოსულიო
12 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ ქართულ მასმედიას გაჰკრა კბილი, ნაკრების ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაზე არც ერთი ქართველი ჟურნალისტი არ იყო ჩამოსულიო.

ქეცბაიას შენიშვნა მართებულია, მან ფაქტით დაასაბუთა საკუთარი პოზიცია. არგუმენტი მართლაც რკინისებრია - საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ჟურნალისტები კი სად არიან ამ დროს?!

ბოლო ორი თამაში საქართველოს ნაკრებს ფინეთსა და ბელორუსში ჰქონდა. ტელევიზიით ორივე თამაშის რეპორტაჟი ვიხილეთ, მაგრამ სანაკრებო პერიპეტიების მიმოხილვისთვის ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მეტიც, ძალიან უხერხულია, როცა ტელევიზორში ნანახი თამაშის მიხედვით წერ სამატჩო რეცენზიას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არაპროფესიონალურიც კი არის.

ქეცბაიას ესეც შეუძლია თქვას: ამდენს რომ მაკრიტიკებთ და საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებთ, იმის შესაძლებლობა აღარ გაქვთ, რომ ნაკრების საგარეო თამაშებზე იაროთ? თუ ეს არ შეგიძლიათ, აბა, რა ჟურნალისტები ხართ?

ქეცბაიას მხრიდან ეს ჩამჭრელი კითხვები იქნებოდა, ოღონდაც კითხვებს უფრო ჟურნალისტი სვამს, ვიდრე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ქეცბაიამ პრესკონფერენციის ბოლოს აქეთ მკითხა, ფილოსოფიურ სტატიებს რომ წერ, პრესკონფერენციაზე კითხვას რატომ არ სვამო.

აბა, რა გითხრათ. ამდენი წელია, ამ საქმეში ვარ და აქამდე საქართველოს ნაკრების არც ერთი მწვრთნელისგან არ გამეგო, რომ ასეთი კითხვა დაესვას რომელიმე ჟურნალისტისთვის. ქეცბაია მართლაც ყველასგან განსხვავებული მწვრთნელია.

როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ჟურნალისტების ურთიერთობაზე ჩამოვარდება სიტყვა, ძალაუნებურად 1996 წელი მახსენდება, როცა საქართველოს ნაკრებმა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ინგლისი ისტუმრა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, ქართველი და ინგლისელი ჟურნალისტების კითხვებს ალექსანდრე ჩივაძემ და გლენ ჰოდლმა უპასუხეს.

პრესკონფერენცია დასრულდა, მაგრამ ჰოდლს არ დაუსრულებია მუშაობა ჟურნალისტებთან. ინგლისის ნაკრების თავკაცმა თანამემამულე ჟურნალისტები მეორე ოთახში იხმო, მაგიდასთან მოისვა ისინი და დაიწყეს დაბალ ხმაზე საუბარი. ანუ ეს აღარ იყო პრესკონფერენცია, აღარავის ჰქონდა მომარჯვებული არც ბლოკნოტი და არც დიქტოფონი; ეს უკვე არაფორმალური საუბარი იყო ნაკრების მწვრთნელსა და ჟურნალისტებს შორის.

ყველა გონიერმა მწვრთნელმა იცის, რომ რაღაც დონეზე ჟურნალისტებთან არაფორმალური ურთიერთობა საჭიროა, რადგან მასმედია ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ქართულ ჟურნალისტიკაში დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის პარტნიორობას ასე თუ ისე, მაინც ახერხებს. შესაბამისად, ის კარგ საქმეს აკეთებს. ნაკრების მწვრთნელსაც თუ ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან, რა თქმა უნდა, ეს მას აქტივში ეთვლება. ამ ურთიერთობასაც ცოდნა უნდა.

შეცდომა ჟურნალისტებსაც მოგვდის, ამისგან დაზღვეული არავინაა. რაც შეეხება ჟურნალისტურ ეთიკას, ამის დარღვევა უკვე შეცდომა აღარ არის. ამიტომაც ერთხელაც ვიტყვი, რომ "ლელო" ყოველთვის მზადაა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან პარტნიორობისთვის, მასთან ინტერვიუსთვის თუ მისი რედაქციაში მოწვევისთვის.

დაძაბული ფონი კი სასურველი არავისთვის უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ქეცბაიას ფეხბურთი ინგლისშიც უთამაშია და წარმოუდგენელია, რომ მასმედიასთან ურთიერთობას თავი ვერ მოაბას.

რაც შეეხება ფილოსოფიას, ამ მეცნიერებაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ხოლო თუ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო ფილოსოფიაზე ვრცლად ისაუბრებს, დიდი ყურადღებით მოვუსმენთ. ქართველი მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო ფილოსოფიაზე საინტერესო, კომპეტენტურ საუბრებს ნამდვილად მოკლებულნი ვართ.

ჟურნალისტიკა და მისტიკა მხოლოდ რითმაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში ჟურნალისტობა გვარიანად რთული პროფესიაა. უკეთესობა ალბათ აქაც იქნება, მანამდე კი სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]

ილია
ეს სტატია არის თავის მართლება და მეტი არაფერი,ქეცბაია ნაწყენია იმ ჭორებზე რაც ვრცელდება ხოლმე პრესის საშვალებით და თუ ჟურნალისტი პრესკომფერენციას არ დაესწრო როგორ უნდა მიიღოს პასუხი იმ კითხვაზე რაც ხალხს აინტერესებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.მაგ: ოქრიაშვილი რომ შეცვალა ბელარუსიაში აქ ათასი ვერსია დაიწერა,რომ ყოფილიყო ქართველი ჯურნალისტი პრესკომფერენციაზე ხომ კითხავდა და გიიღებდა თავის დროზე სწორ პასუხს.ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ გაბრაზდით სიმართლე რომ გითხრა ქეცბაიამ და კონტრშეტევაზე გადახვედით ამ სტატიით,ბევრი მწვრთნელია რომელსაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უვარგა მარა რა?
katlego
ნაღდად სიმართლე თქვა ქეცბამ, თუმცა ჟურნალისტიკა უფრო მეტადაა განვითარებული საქართველოში ვიდრე ფეხბურთი. ჰოდლი რა მოსატანი იყო მაინც ვერ ვხვდები, შედეგებით გამოირჩეოდა თუ განსაკუთრებული საფეხბურთო ფილოსოფიით? უამრავია ისეთი მწვრთნელი მედიას საერთოდ რომ არ ეკონტაქტება და ფეხბურთელებსაც უკრძალავს კომენტარს, თან გაცილებით ძლიერი და ტიტულოვანი ვიდრე ჰოდლი...
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო