კომპანიის პრეზიდენტი რიჩარდ სალერი და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები ლევან ყიფიანს შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ
სურათზე: ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან ყიფიანი, გოჩა თამაზაშვილი, რიჩარდ სალერი

არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოში მსოფლიოში ცნობილი სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანიის, "სალერის" პრეზიდენტი რიჩარდ სალერი გვესტუმრა.

ცნობისთვის: "სალერი" ამზადებს ბურთებს, ფორმებს, სპორტულ ფეხსაცმელს და სხვადასხვა ატრიბუტიკას; რამდენიმე საფეხბურთო გუნდისა და ნაკრების გენერალური სპონსორია და მათი ეკიპირებით უზრუნველყოფაზეც ზრუნავს. აქვს წარმომადგენლობები ამერიკაში, რუსეთსა და უკრაინაში, გერმანიაში ფლობს საფეხბურთო მაღაზიების ერთ-ერთ უდიდეს ქსელს.

მესამე წელიწადია, რაც სალერის კომპანია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორია, ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, გოჩა თამაზაშვილთან კი მეგობრობს.

სწორედ გერმანული ბრენდის სახელს უკავშირდება ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი, რომლის გენერალური სპონსორიც სამი წლის განმავლობაში იყო. 2009-2010 წლებში. მის მიერ დაფინანსებული ფინალური ეტაპის მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები არც გვახსენდება - ტურნირში დაახლოებით 700-მდე მოზარდი და 52 გუნდი მონაწილეობდა.

მაშინ რიჩარდ სალერი ქართველი ბავშვებით მოიხიბლა და გადაწყვიტა, რომ მათი ზრდისთვის მცირედით მაინც შეეწყო ხელი.

წლეულს "სალერმა" საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გახსნა, სპორტული კომპლექსისა და სპორტული სამოსის ცენტრის აშენებაში 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. აგვისტოში კი საქართველოში კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა ხელშეკრულება.

კონტრაქტის მიხედვით, ცნობილი გერმანული ბრენდი პირველი ლიგის გენერალური სპონსორი გახდა და ლიგის ყველა, 24-ივე გუნდს სრულ ეკიპირებას გადასცემს - სავარჯიშო და სათამაშო ფორმებს, კეპით დაწყებული, სპორტული ფეხსაცმლით დამთავრებული. ამავე დროს, კომპანიამ ვალდებულება აიღო, საფირმო მაღაზიაში ყველა პირველლიგელი გუნდის ფორმა გაყიდოს, გულშემატკივარმა საყვარელი კლუბის მაისურის შეძენა რომ შეძლოს.

"სალერის" მეპატრონე თავიდან თანამშრომლობას საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" გეგმავდა, მაგრამ მასშტაბის გაზრდა და პირველი ლიგის გუნდების დახმარება მერე გადაწყდა.

ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გერმანული კომპანიის წარმომადგენლობამ საჩუქარი "შავფორმიანებსაც" გაუკეთა და 100 სამსაჯო კომპლექტი გადასცა. გარდა ამისა, 5-5 ათასი ლარით დააჯილდოვებს პირველი ლიგის ორივე ზონის პირველ-მეორეადგილოსნებს, დამატებით კი სპორტული ეკიპირების თითო-თითო კომპლექტს გადასცემს.

მაშინ ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ სხვა სახეობების თანადგომაზეც ფიქრობდნენ. ვიზიტი ნოემბერში შედგა - რიჩარდ სალერი და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი და მეგობრული ხასიათის იყო და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ ლაპარაკი შეეხებოდა სერიოზულ პროექტებს:

"მინისტრთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვან თემებზე ვილაპარაკეთ. სალერი ყიფიანის კვალიფიციური მიდგომით კმაყოფილი დარჩა. ერთი მიმართულება იქნება "საბურთალო", მეორე კი ზოგადად, ქართული ფეხბურთი და სპორტი.

ალბათ, საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია შემოვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც ჩვენი მწვრთნელების კვალიფიკაციას და ქართული სპორტის საერთო დონის ზრდას წაადგება.

ამას გარდა, ვილაპარაკეთ აღდგენითი, სამედიცინო ცენტრების გახსნაზე, საგანმანათლებლო ინსტიტუტების განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე.

თანამშრომლობის სურვილი არის და მალე შეიტყობთ, გერმანული კომპანია სამინისტროსთან ერთად რაზე შეთანხმდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა