ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი და გენ-მდივანი ბექა კვიციანი ციურიხში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრაზე გაემგზავრებიან
3 დეკემბერს ციურიხში მდებარე ფიფას ოფისი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრას უმასპინძლებს. შვეიცარიაში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი და გენერალური მდივანი, ბექა კვიციანი გაემგზავრებიან.

კვიციანის თქმით, ასოციაციის წარმომადგენლებმა ფიფასა და უეფაში შეხვედრები დაგეგმეს. ყველაზე საინტერესო ფიფა-ს ფუტსალის და ქვიშის ფეხბურთის მთავარ მენეჯერთან, ხავიერ იარსასთან მოლაპარაკება იქნება.

"არის კიდევ ერთი საინტერესო ჩანაფიქრი. საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში იყო მსჯელობა, თუ საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა შესარჩევი ეტაპი და ელიტრაუნდში მოხვდა, უეფას ტურნირის მასპინძლობისთვის თბილისის კანდიდატურას შევთავაზებთ.

მცირე ხნის წინ ჩვენს სპორტის სასახლეში უკვე ჩატარდა მაღალი დონის ტურნირი, უეფას თასის ელიტრაუნდის მატჩები. შარშან საკლუბო და სანაკრებო შესარჩევი ციკლის შეხვედრებსაც ვუმასპინძლეთ.

უეფა ორგანიზაციის დონით კმაყოფილი დარჩა, ანუ მსგავსი მასშტაბის შეჯიბრების მისაღებად მზად ვართ.

უკვე გააზრებულია საორგანიზაციო შტაბის ის გუნდი, რომელიც ევრო 2014-ის ელიტრაუნდს თავს წარმატებით გაართმევს. თვის ბოლოს ამ გუნდის ერთობლივი შეკრება გაიმართება", - ამბობს ბექა კვიციანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა