შესაძლოა, მსოფლიო რაგბის ლეგენდა თავის თანამემამულე მილტონ ჰეიგს საქართველოს ნაკრების 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადებაშიც დაეხმაროს
მსოფლიო რაგბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ახალზელანდიელი ტანა უმაგა შესაძლოა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განუცხადა.

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტანა უმაგა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, თბილისში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის მოწვევით იმყოფება.

ის ქართველ უკანახაზელებს 17 და 24 ნოემბერს, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან დაგეგმილი ტესტ-მატჩებისთვის მომზადებაში ეხმარება.

ტანა უმაგა 13 ნოემბერს შევარდენის ბაზაზე მთავარი მწვრთნელის მიერ გამართულ პრესკონფერენციასაც დაესწრო და აღნიშნა, რომ საქართველოში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამასთან, მისი თქმით, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ყველანაირად გვერდში დაუდგეს მის თანამემამულე მილტონ ჰეიგს და საქართველოს ნაკრების წინსვლისთვის ძალა და გამოცდილება არ დაზოგოს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის განცხადებით, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ტანა უმაგას საქართველოს ნაკრებთან მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მოქმედი კონტრაქტები არ მისცემს, თუმცა სამომავლოდ ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტანა უმაგა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყოს", – აღნიშნა გია ნიჟარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნების" მიზანი იაპონიასა და ფიჯისთან მხოლოდ გამარჯვება იქნება

ნოემბრის ტესტები: იაპონიამ საქართველოს რეიტინგში გაასწრო

მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ტანა უმაგა საქართველოთი აღფრთოვანდება

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე