"მილანის" ბრაზილიელი ფორვარდი გულშემატკვირებს მანქანაში დაემალა
"მილანი" უმძიმეს მდგომარეობაშია, თამაშს თამაშზე აგებს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი უკავია.

აქამდე, გუნდის გულშემატკივრები ასე თუ ისე ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს, 13 ნოემბერს კი აგრესიის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. თუმცა, რაღა ნიშნები - "მილანელოზე" მისულ ალეშანდრე პატოს ოცამდე ტიფოზი დახვდა, რომლებმაც ბრაზილიელ ფორვარდზე იერიში მიიტანეს.

23 წლის თავდამსხმელი უშვერი სიტყვებით გალანძღეს და მისი მანქანა გვარიანად დააზიანეს.

გულშემატკივართა ასეთი საქციელი გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაგმო:

"ტოფოზების აღშფოთება სრულიად გასაგებია, მაგრამ პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა ვერავითარ ჩარჩოებში ვერ ჯდება. მადლობა ღმერთს, ალეშანდრემ მანქანის ჩაკეტვა დროულად მოასწრო, თორემ შეიძლება უარესი მომხდარიყო.

რატომ მაინც და მაინც პატო? - ალბათ იმიტომ, რომ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივართა ასეთი საქციელი დასაგმობია".

მოკლედ, "მილანის" ფეხბურთელებს უკვე გულშემატკივრები უტევენ და ეს ლოგიკურიცაა იმ შედეგის ფონზე, რომელიც მასიმილიანო ალეგრის გუნდს აქვს.

ამასობაში, "მილანთან’"დაკავშირებით სატრანსფერო ცნობები ვრცელდება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქმე ისევ წამსვლელ ფეხბურთელებს ეხება.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანს" ორი ფეხბურთელი დატოვებს: რობინიო და ბაკაი ტრაორე. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ბრაზილიელი "სანტოსში" გააგრძელებს კარიერას, ტრაორეს მომავალი კი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა