როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის "O2-არენაზე" დაუვიწყარი სპექტაკლი შემოგვთავაზეს
ბრწყინვალე დასასრული ჰქონდა 2012 წლის სეზონს მამაკაცთა პროფესიულ ტურში. როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის "O2-არენაზე" დაუვიწყარი სპექტაკლი შემოგვთავაზეს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ფედერერმა და ჯოკოვიჩმა 28-ჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და აქედან 24 შეხვედრა ნახევარფინალი ან ფინალი იყო.

ორი წამყვანი ჩოგბურთელის დაპირისპირებაში ხშირად დიდი ყურადღება ენიჭება პირველი სეტის შედეგს.

განსაკუთრებით აქტუალურია ეს ფაქტორი ნოვაკისა და როჯერის შემთხვევაში - მან, ვინც პირველი სეტი მოიგო, საბოლოოდ 24 შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.

დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი მატჩის ბედის შემოტრიალებას ნოვაკი ახერხებდა. ასე რომ, ფედერერისთვის პირველ პარტიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ფედერერმა ზედიზედ რვა მოგებული ქულით დაიწყო. შვეიცარიელმა ნულზე აიღო თავისი მოწოდება და შემდეგ, არანაკლებ დამაჯერებლად მოიგო გეიმი მიღებაზე. მხოლოდ მესამე გეიმში შეძლო ჯოკოვიჩმა პირველი ქულების აღება, მაგრამ მაინც წააგო - 0:3.

წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, სერბმა მოახერხა დაკარგული მოწოდების დაბრუნება და მეხუთე გეიმში გამოიყენა პირველივე ბრეიკ-პოინტი.

4:4-ზე ჯოკოვიჩი ხანგრძლივი გეიმის გამარჯვებული გახდა, რომლის დროსაც, ფედერერის მოწოდებაზე ოთხჯერ იყო "თანაბარი" და სამჯერ "ნაკლები".

ნოვაკი სეტზე აწვდიდა: იგებდა 30:0-ს და 40:30-ს, მაგრამ სეტბოლი ვერ გამოიყენა - ზედიზედ სამი გათამაშება წააგო. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა თითო-თითო გეიმი აიღეს საკუთარ მოწოდებაზე და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა.

მე-13 გეიმში ჯოკოვიჩი ორჯერ გავიდა წინ მინი-ბრეიკით - 2:0 და 5:4, მაგრამ სეტში წარმატება მას მესამე მინი-ბრეიკმა მოუტანა. 6:6-ზე მეტოქეს შეცდომა დააშვებინა, შემდეგ კი თავისი მოწოდება "ვინერსით" დაასრულა და სეტი მოიგო - 7:6(8:6). პირველი პარტია ერთი საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

პირველი პარტიის დაძაბულ ბრძოლაში მოგების შემდეგ, ჯოკოვიჩმა მეორე სეტი დაკარგული მოწოდებით დაიწყო. გეიმი ათ წუთზე მეტხანს გაგრძელდა და ფედერერმა მხოლოდ მეოთხე ბრეიკ-პოინტიდან შეძლო გეიმის თავის სასარგებლოდ დასრულება. ამ უპირატესობას შვეიცარიელი 5:4-მდე ინარჩუნებდა და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

როჯერი გეიმში 30:0 დაწინაურდა, შემდეგ ანგარიში გახდა - 40:15, მაგრამ ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 5:5. საკუთარი გეიმის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, ჯოკოვიჩი პარტიაში პირველად გავიდა წინ.

ფედერერის გეიმში სერბმა შეძლო ბრძოლა მოეხვია თავს მეტოქისთვის. 30:15-ზე როჯერის სასარგებლოდ, ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი ქულა მოიგო და გამოიყენა პირველი და ერთადერთი მატჩბოლი.

ამ ჩოგბურთელთა პირადი შეხვედრების ანგარიში გახდა - 16:13 ფედერერის სასარგებლოდ. ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 34-ე ტიტული მოიპოვა და მეორედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი - გაიმეორა 2008 წლის შედეგი. ამ მოგებამ სერბს 1 760 000 დოლარი მოუტანა. ფედერერმა მიიღო 875 ათასი.

ჯოკოვიჩმა, ისევე როგორც ოთხი წინ, ავსტრალიის ღია პირველობა და წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. მან ვერ გაიმეორა 2011 წლის სეზონის შედეგი, როცა სამი "სლემი" მოიგო, მაგრამ სერბმა მაინც დაასრულა სეზონი პირველი ჩოგანის რანგში.

სეზონი პრაქტიკულად დასრულდა - წინ არის მხოლოდ დევისის თასის ფინალი ჩეხეთსა და ესპანეთს შორის. კარგი განწყობით ხვდებიან ამ მატჩს ესპანელები - მარსელ გრანოლერსი და მარკ ლოპესი, რომლებმაც ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგეს წყვილებს შორის. მათ 7:5, 3:6, 10:3 დაამარცხეს ინდური დუეტი როჰან ბოპანასა და მაეშ ბჰუპატის შემადგენლობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად