ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დაკისრებულ ფუნქციას ბოლომდე კარგად ართმევდა თავს
ატლანტელი "ქორები" ამერიკის დასავლეთში მოგზაურობენ. ლოს ანჯელესიდან მათ პორტლენდს მიაშურეს და 13 ნოემბერს, დილას (თბილისის დროით) "ტრეილ ბლეიზერსთან" ითამაშეს.

სტუმრები პირველივე წუთებზე 11:2 დაწინაურდნენ და მეოთხე პერიოდამდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ.

სასტარტოებს კარგად შეენაცვლნენ სათადარიგოები და მეორე პერიოდში თანაგუნდელთა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდეს (41:26).

ზაზა ფაჩულია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დაკისრებულ ფუნქციას ბოლომდე კარგად ართმევდა თავს. მართალია, მას ხუთი ტყორცნა გაუცუდდა, მაგრამ რაც მთავარია, სამწამიანი ზონისკენ პორტლენდელებს გზას კარგად უღობავდა და თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა.

ერთ ეპიზოდში მან დაკარგული ბურთისთვის "ჭიდაობაში" თავი არ დაზოგა და "ატლანტას" ლეგენდა დომინიკ უილკინსისგან (მატჩის რეპორტაჟი მიჰყავდა) კომპლიმენტიც დაიმსახურა - ფაჩულია ფანტასტიკურიაო. ზაზამ 9 მოხსნა მიითვალა.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჯორჯიელებს "იარაღი დაუბლაგვდათ" და ბურთიც უწინდებურად ვერ ჭრიდა "პორტლენდის" კალათის ბადეს.

სამაგიეროდ, ყველაფერი გამოსდიოდა მასპინძელთა ლიდერ ოლდრიჯს და "ბლეიზერსმა" ანგარიში გაათანაბრა და ბოლო ორ წუთში ატლანტელებს საქმის ახლიდან დაწყება მოუწიათ.

ამჯერადაც ისევე კარგად გამოუვიდათ, როგორც შეხვედრის სტარტზე - ორწუთიან მონაკვეთში სმიტისა და ჰორფორდის შემწეობით "ქორები" 8:0 გაიქცნენ და 95:87 იმარჯვეს.

პორტლენდი-ატლანტა 87:95

ზაზა ფაჩულია: 23 წუთი, 2 ქულა (6-დან 1 ორქულიანი), 9 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...