საქართველოს ჩემპიონატის I ლიგაში არათუ ტურის, მთლიანად წრის ცენტრალური მატჩი "ევგრაფი შევარდნაძეზე" გაიმართა
მართლაც კერკეტ კაკლად იქცა "გაგრა" გურულებისთვის - ამ წელიწადში ეს გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და "გურიამ" ერთხელაც ვერ მოიგო.

არადა, ამის შანსი ნამდვილად ჰქონდა - გასული სეზონის პლეი-აუტის ლანჩხუთურ მატჩში გაგრელებმა ორბურთიანი ფორა ამოუქაჩეს, ხოლო თბილისურ შეხვედრაში თითქმის შანსებდაკარგულებმა ბოლოსკენ გაუქვითეს, რითაც, როგორც შემდეგ გაირკვა, გურულთა პირველ ლიგაში ჩატოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს: იმ მატჩის მოგების შემთხვევაში "გურია" უმაღლესი ლიგის საგზურს აუცილებლად მოიპოვებდა.

ამჯერად პირველი ლიგის ერთ ზონაში მოხვედრილები ელიტლიგაში გადასვლის მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ინაღდებს საგზურს და ამის გათვალისწინებით, "ევგრაფი შევარდნაძეზე" არათუ ტურის, მთლიანად წრის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

დამატებით ინტრიგას კი შეხვედრას ისიც მატებდა, რომ პირველ მატჩში "გაგრამ" ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოუგო თავის კონკურენტს.

ამჯერადაც შეეძლოთ გაგრელებს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოგება, მაგრამ შეცვლაზე შესულმა უმარი მაგაჯიმ იმ დროს ააცილა თითქმის ცარიელ კარს, როცა გურული მცველები კონტრშეტევას ვერ გაუმკლავდნენ და სტუმართა ლეგიონერს ჩინებული შანსი დაუტოვეს.

ამის შემდეგაც მიეცათ გურულებს მოგების შანსი, როცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში მეტად სახიფათო ფლანგურ ჩაწოდებას ალექსანდრე ადამიას ბაქანში გურულთაგან არავინ გამოეხმაურა.

თუმცა, ეს არაფერი იყო იმ გაცუდებულ ეპიზოდებთან, რომლებიც "გაგრას" საჯარიმოში მასპინძლებმა მანამდე შექმნეს: მათგან საუკეთესო შანსები გუნდის მთავარ მეგოლეებს, გიგა კვერენჩხილაძესა და გია თოდუას, ასევე შეცვლაზე შესულ ზვიად კვარაცხელიას მიეცათ - ერთხელ "გაგრა" ძელმა გადაარჩინა, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ფორვარდებმა ისეთი საგოლე მომენტები გააცუდეს, 100%-იანი რომ ჰქვია.

ამას გარდა, იგივე კვერენჩხილაძეს პირველ ტაიმში ოთხი შანსი მიეცა - პირველად ადამიამ მახვილი კუთხიდან აუღო; მალევე მეკარეც უძლური იქნებოდა, მაგრამ ჩინებული თავური გასროლა კარს გადასცდა; მესამედ გიგა პირისპირ გადიოდა, როცა ლაინსმენმა, მასპინძელთა შეფასებით, საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა; ხოლო ბოლოს უკვე თოდუას პასის დროს მცველებმა ზუსტად დარტყმის შანსი ბოლო წამს ჩაუშალეს.

მართალია, სახიფათო მომენტებს უმეტესად ლანჩხუთელები ქმნიდნენ, მაგრამ სტუმრებიც მწვავედ იჩხვლიტებოდნენ და უკვე ნახსენები ეპიზოდის გარდა, 84-ე წუთზე, ნუგზარ ხოჯაშვილის ჩაწოდებულზე გუგა ფალავანდიშვილმა მაგაჯიზე არანაკლები ეპიზოდი გაანიავა, ხოლო მატჩის დაწყებისთანავე, გურულთა დაცვას მთელი მატჩის მანძილზე მეტად აქტიური ჯონ ჯერემია გაეპარა - გიორგი ძაძამიამ გადაარჩინა გურულები, ხოლო მეკარის გამოგდებულ ბურთზე დავით ვოლკოვმა იჩქარა და კარს ააცილა.

მანვე ერთხელ კარისკენ რიკოშეტით წასული და წინდავარდნილი ბურთიც მოიგერია, თუმცა უფრო მეტი საქმე, მიხვდებოდით, ადამიას ჰქონდა - ჭაბუკთა ნაკრების მეკარემაც, გამოცდილი კოლეგის მსგავსად, უშეცდომოდ ჩაატარა შეხვედრა.

თითოჯერ გუნდები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. სტუმრები მიიჩნევდნენ, რომ დავით მაისაშვილმა დაარღვია წესები, ხოლო გურულები ხელით თამაშზე აპელირებდნენ, თუმცა გიორგი დოგრაშვილმა ყური არც ერთის პროტესტს არ უგდო.

საბოლოოდ ფრე 0:0 და როგორც გურულები იტყვიან, ჯერემ (აქამდე) ვერ მოუგო "გურიამ" "გაგრას", მაგრამ მთავარ კონკურენტთან ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა

13.11.2012. ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე (სათადარიგო მოედანი). 700 მაყურებელი

გურია-გაგრა 0:0

გურია გაგრა

4-4-1-1 4-1-3-1-1

ძაძამია ადამია

მაჩაიძე ხურციძე

ვართაგავა პაჭკორია

მაისაშვილი ნადირაძე

ჩუენსუ ჯგერენაია

ა. შენგელია რადინა

ჭეიშვილი ჯიშკარიანი

გოგობერიშვილი ფალავანდიშვილი

ტ. კუკულაძე ივანიშვილი

თოდუა ჯერემია

კვერენჩხილაძე ვოლკოვი

მწვრთნელები:

თ. ლორია თ. სიჭინავა

გურია

59. შენგელია - ზ. კვარაცხელია

80. ჭეიშვილი - იაშვილი

89. თოდუა - რაფავა

სათადარიგოები: იმერლიშვილი, ლაღაძე, შეწირული, გოგიბერიძე

გაგრა

46. რადინა - ხოჯაშვილი

57. ჯიშკარიანი - ერისთავი

75. ჯერემია - მაგაჯი

სათადარიგოები: სანიკიძე, ალავიძე, ლ. სეთურიძე, ჩიფჩიური

გაფრთხილება: ვოლკოვი (44), ხოჯაშვილი (73), პაჭკორია (82)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

პირველი ლიგა, A ჯგუფი

XIII ტური

რაჭა-სულორი 4:0

დინამო 2-იმერეთი 2:2

ბეთლემი-ჭიათურა 2:0

სქური-სტუ 4:3

სასკო-მეშახტე 7:2

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გურია 13 10 2 1 33-10 32

2. სასკო 13 10 0 3 43-16 30

3. გაგრა 13 9 1 3 26-9 28

4. დინამო 2 13 8 3 2 51-20 27

5. ბეთლემი 13 6 1 6 18-26 19

6. სტუ 13 6 0 7 29-36 18

7. იმერეთი 13 5 2 6 14-18 17

8. სქური 13 4 4 5 14-20 16

9. ჭიათურა 13 4 2 7 14-23 14

10. მეშახტე 13 3 2 8 13-40 11

11. სულორი 13 2 1 10 10-31 7

12. რაჭა 13 1 2 10 14-30 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ!" - აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს