რუსულ ხანტი-მანსიისკის ტურნირში ნინო ხურციძემ პირველი რაუნდის კლასიკური პარტიებით მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა
რუსულ ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი რაუნდის კლასიკური პარტიებით მოიპოვა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ნინო ხურციძემ, რომელმაც ბერძენ ელენა დემბოს 1,5:0,5 სძლია.

დანარჩენ სამ ქართველ დიდოსტატს ტაი-ბრეიკებით უნდა გაეკვალა გზა. ლელა ჯავახიშვილმა ანასტასია ბოდნარუკთან (რუსეთი) პირველი პარტია შავებით დათმო, სამაგიეროდ, მეორე ხელი თეთრებით მოიგო და წონასწორობა აღადგინა.

ორი ოცდახუთწუთიანი პარტიაც (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) ყაიმით დასრულდა. პირველ ათწუთიან პაექრობასაც სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, მეორეში კი ჯავახიშვილმა შავებით იმარჯვა და საბოლოოდ 3,5:2,5 აჯობა მეტოქეს.

ბელა ხოტენაშვილმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყო კუბელ მარიცა რობაინა არიბასთან, მაგრამ მეორე კლასიკური პარტია დათმო.

13 ნოემბერს საქართველოს ნაკრების წევრი პირველსავე 25-წუთიან პაექრობაში თეთრებით დამარცხდა, განმეორებითი შეხვედრა ყაიმით დასრულდა (საბოლოოდ 2,5:1,5) და მედლებისთვის ბრძოლას ოკეანისგაღმელი განაგრძობს.

41 წლის კუბელი დიდოსტატისგან, რომლის რეიტინგი მხოლოდ 2273 პუნქტს აღწევს, ამგვარ წარმატებას, ალბათ, არავინ ელოდა.

უკვე ვწერდით, რომ ჩემპიონატის სტარტზე ქართველთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე სოფიკო ხუხაშვილს ერგო - სომხეთის ქალთა ნაკრების ლიდერი ელინა დანიელიანი. ძირითადი პარტიების შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო.

ტაი-ბრეიკებში პირველი 25-წუთიანი შეხვედრა ხუხაშვილმა მოიგო და მიზანსაც მიუახლოვდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - ზედიზედ სამ პარტიაში ჩვენმა სამხრეთელმა მეზობელმა იმარჯვა (4:2) და ხუხაშვილიც ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ტურნირზე ყველაზე ხანგრძლივი უკრაინელი მარია მუზიჩუკისა და რუმინელი ადელა-ქრისტინა ფოიშორის მინი-მატჩი გამოდგა.

კლასიკურმა, 25 და 10-წუთიანმა პარტიებმა, ასევე, ბლიცებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. არმაგედონში წუთით მეტი დრო და თეთრი ფიგურები ფოიშორს ერგო, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია - პარტია ყაიმით დამთავრდა, რამაც მომდევნო ეტაპისკენ გზა უკრაინელს გაუკაფა.

13 ნოემბერს, ტაი-ბრეიკების შემდეგ, დანარჩენი ოთხი ორთაბრძოლა ასე დამთავრდა: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - ათუშა პურკაშიანი (ირანი) 4:2, ნატალია პოგონინა (რუსეთი) - სვეტლანა მატვეევა (რუსეთი) 3:1, ირინა კრუში (აშშ) - ლი რუფეი (სინგაპური) 4,5:3,5, ალისა გალიამოვა (რუსეთი) - ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) 3:1.

14 ნოემბერს მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჰოუ იფანი (ჩინეთი) - მონიკა სოჩკო (პოლონეთი), ჰამფი კონერუ (ინდოეთი) - ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - ანა უშენინა (უკრაინა), ჟაო სიუ (ჩინეთი) - ნინო ხურციძე (საქართველო), კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ლელა ჯავახიშვილი (საქართველო), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) - ჰუან ძიანი (ჩინეთი), მარი სებაგი (საფრანგეთი) - ოლგა გირია (რუსეთი), ვალენტინა გუნინა (რუსეთი) - ალისა გალიამოვა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი) - ირინა კრუში (აშშ), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - ელინა დანიელიანი (სომხეთი), მარიცა არიბასი (კუბა) - მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - ნატალია პოგონინა (რუსეთი), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - ანა ზატონსკიხი (აშშ), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - ჟუ ჩენი (ყატარი).

რუბიკონთან მწირი საპრიზო შანსებით

8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც სლოვენიური მარიბორი მასპინძლობს, ასპარეზობის მონაწილეებმა რუბიკონი გადალახეს: თერთმეტტურიანი მარათონიდან ნახევარზე მეტი მიილია.

რა მდგომარეობაა ასაკების მიხედვით და ჩვენს გოგო-ბიჭებს საპრიზო ადგილებისთვის რა შანსი შერჩათ? 8-წლიან გოგონებში დიანა ლომაიამ, რომლისგანაც აშკარად უკეთეს თამაშს მოველოდით, მე-6 ტურში შავი ფიგურებით ბოლივიელ არიანა ანტეზანას სძლია და 4 ქულა მოაგროვა, თუმცა ერთპიროვნულ ლიდერს - ირანელ მოთაჰა ასადის 1,5 ქულით ჩამორჩება.

ამავე ასაკის ბიჭებში ნიკოლოზ კაჭარავას, რომელმაც ხასბილეგ ცოგბაატარის (მონღოლეთი) ძლევით 4 ქულას მოუყარა თავი, ნადირბეკ აბდუსატოროვი (უზბეკეთი) ორი ქულით უსწრებს.

10-წლიანებში, როგორც გაუწყეთ, გოგონები არ გვყავს, ბიჭებმა კი ბოლო ტურში ასე ითამაშეს: ლუკა ობოლაძე - ანტონი ჟანი (ინგლისი) 1:0, დავით კამკია - არტიომ ტრუბჩანინოვი (რუსეთი) 0:1, ლიამ რიჩმონდი (სლოვენია) - ნიკოლოზ პეტრიაშვილი 0:1. ობოლაძეს 4, კამკიას და პეტრიაშვილს 3-3 ქულა აქვთ, ჰოი ან ნგუენი (ვიეტნამი) 6 ქულით მეწინავეობს.

12-წლიან გოგონებში კვლავ დამარცხდა ლელა ქორიძე, ამჯერად - სივანესან ნიდიალაკშმისთან (მალაიზია) და 3 ქულა აქვს. გათამაშების ცხრილის სათავეში კი 5,5-5,5 ქულით რუთონ ჩუ (ჩინეთი) და ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) მოექცნენ.

ბიჭებშიც ამდენივე ქულით ორი ლიდერია - სამუელ სევიანი და ჯეფრი სიონგი (ორივე - აშშ). ქართველი მოჭადრაკე ირაკლი ახვლედიანი, რომელსაც 4 ქულა აქვს, 44-ე ადგილზე იმყოფება.

14-წლიანებში ნინო ხომერიკმა შავი ფიგურებით ლია ჩეკმარევას (რუსეთი) მოუგო, ნინო დახუნდარიძე ევა არაზანსკას (პოლონეთი) დაუზავდა, მაია მუმლაძემ კი ჟანა ჰარაზინსკას (რუსეთი) დაამარცხა.

ხომერიკს - 4,5, დახუნდარიძეს - 4, მუმლაძეს კი 3 ქულა აქვთ, მონიშას (ინდოეთი) და აგატა ბიკოვცევს (აშშ) 5,5-5,5 ქულა. ბიჭებში გიორგი სიბაშვილი კანადელ რიჩარდ ვანგს დაუზავდა და 5 ქულით მეორე-მეცხრე ადგილებს იყოფს, სლოვაკ ლიდერს - ქრისტოფერ რეპკას ნახევარი ქულით ჩამორჩება. ნოე თუთისანი 3,5 ქულით 54-ეა.

16-წლიანებში ნატო იმნაძემ ალისე ჰუანი სიაოს (ჩინეთი) დამარცხებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. თუმცა 5,5-ქულიან იი სიაოს (ჩინეთი) 1,5 ქულით ჩამორჩება. ანა შამათავამ მხოლოდ 3 ქულის მოგროვება შეძლო.

ვაჟებში ირაკლი ბერაძე მაქსი ჩიგაევს (რუსეთი) ყაიმზე შეუთანხმდა. 5 ქულით იგი მეორე-მექვსე ადგილებს ინაწილებს. 5,5 ქულით წინ არის იური ელისეევი. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი - 4, გიგლა ბენიძე - 3 ქულა.

18-წლიანებში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს - სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მერი არაბიძე, რომელმაც მე-6 ტურში მარია გევორქიანი (სომხეთი) დაამარცხა და 4 ქულა აქვს. 5-5 ქულით ერთბაშად 5 მოჭადრაკე მეწინავეობს.

14 ნოემბერს მე-7 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato kodua
გასაკვირია სტატიის ავტორისგან დიანა ლომაისგან უკეთესი შედეგის მოლოდინი და ამის აღნიშვნა წერილში, მაშინ როდესაც არაფერს წერთ თქვენს მოლოდინებთან დაკავშირებით სხვა უფრო ტიტულოვანი მოჭადრაკეების მიმართ. თქვენ ალბათ არ ხართ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ხობელი მოჭადრაკე დიანა ლომაია ჯერ კიდევ 7 წლისაა და უფროს მოჭადრაკეებთან უწევს ბრძოლა, ეს ხობელი მოჭადრაკე მომავალ წელსაც ამავე ასაკში ასპარეზობს. ვფიქრობ ამ სტატიაში საყვედურის ტონით თქვენი მოლოდინების აღნიშვნა უადგილო იყო. ან არაკომპენტეტურობას აქვს ადგილი ან კიდევ თქვენთვის ინფორმაციის მომწოდებლის არაობიექტურობას (ალბათ უფრო მეორე). კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუბარია 7 წლის ბავშვზე!
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა