"ქართველი სულ უფრო უკეთ ახერხებს მოერგოს მისთვის უჩვეულო პოზიციას დაცვის ცენტრში, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება"
უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემამ "ფუტბოლ.უა"-მ პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტურის რჩეულ ფეხბურთელთა შორის უჩა ლობჟანიძე მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და კრივოი როგის "კრივბასის" მცველმა შეუცვლელად ითამაშა ლუცკის "ვოლინის" წინააღმდეგ.

70-ე წუთიდან მისი წინააღმდეგობის დაძლევას საქართველოს პასპორტის მქონე ნიგერიელი თავდამსხმელი, "გაგრადან" განათხოვრებული აბაიომი სეუნი ოვონიკოკო ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და კრივოიროგელებმა 1:0 მოიგეს.

"ლუცკელების წინააღმდეგ, ლობჟანიძის ანგარიშზე ბევრი წარმატებული მოქმედება და შეტევის ჩაშლაა.

საინტერესო ფაქტია: ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემების (გადაცემა, ორთაბრძოლა, ბურთის ართმევა, შეტევის ჩაშლა, თავით თამაში - რედ.) შეჯამების შედეგად გაირკვა, რომ 24 წლის ქართველი მცველი 62 მოქმედებაში მხოლოდ 5-ჯერ შეცდა", - წერს "ფუტბოლ.უა".

და ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე საინტერესო ფაქტი - ლობჟანიძეს პოზიცია შეუცვალეს:

"ქართველი სულ უფრო და უფრო უკეთ ახერხებს მოერგოს მისთვის უჩვეულო პოზიციას: მარჯვენა მცველი დაცვის ცენტრში გადასწიეს, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება", - წერს ინტერნეტ-გამოცემა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია