”სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, ლიტვაში ჩემი თამაში მსგავს რეზონანსს თუ გამოიწვევდა”
ლიტვის ჩემპიონატი დასრულდა. A ლიგაში გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა "ბანგამ", რომელსაც ყურადღება ქართველი ფეხბურთელების სიმრავლის გამო მივაქციეთ - გუნდში 4 ქართველი ირიცხება.

36 შეხვედრაში "ბანგამ" 43 გოლი გაიტანა, საიდანაც ლამის ნახევარი, 18 გოლი ქართველების ანგარიშზეა: 26 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა მგელაძემ 36 მატჩიდან 31 ითამაშა, ყველა ძირითადში და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. მან მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. მცველია 19 წლის გია გიორგაძეც, რომელიც ლიტვურ კლუბში სეზონის მიწურულს ბოლოს ჩაირიცხა და ერთხელაც არ უთამაშია.

21 წლის თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ 24 მატჩი ჩაატარა, 11 ძირითადში, 13 შეცვლაზე და 5-ჯერ გაიტანა.

შთამბეჭდავია გიორგი ალავერდაშვილის სტატისტიკური მაჩვენებელი: 24 წლის თავდამსხმელი "ბანგას" განაცხადში 31 აგვისტოს შეიყვანეს და 1 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე გამართულ 15 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ 0,73 გოლი მატჩში, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ბომბარდირი კი "შიაულიაის" თავდამსხმელი არტურას რიმკივიჩუსი გასაოცარი შედეგით გახდა - 29 შეხვედრაში 35 გოლი!

ალავერდაშვილმა ბოლო ტურში ჩემპიონატის ბომბარდირის გუნდთან, "შიაულიაისთანაც" (2:1) გამოიჩინა თავი: 87-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, როდესაც გიორგიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

"სეზონი გუშინ მორჩა, რომელიც ჩემთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და სიახლეებს ველოდები. წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და წესით, საკითხი 2 კვირაში უნდა გადაწყდეს.

თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, საშუალო დონის რომელიმე ევროპულ ლიგაში გადავალ. ვარიანტები არის პოლონეთში, გერმანიაში, უკრაინაში, საბერძნეთში, რუმინეთში და ა.შ. - ყველგან საკმაოდ საინტერესო გუნდებზეა ლაპარაკი.

მთავარია, რომ კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი ვარ, რაც ტრანსფერს გამიადვილებს.

სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, ლიტვაში ჩემი თამაში მსგავს რეზონანსს თუ გამოიწვევდა. ცხადია, ისეთი დონე არ არის, როგორც საშუალო ევროპულ ჩემპიონატებში, მაგრამ შეხვედრებს ევროპული კლუბების წარმომადგენლები და სელექციონერები ესწრებიან, გვაკვირდებიან და ინტერესდებიან.

სამწუხაროდ, მხოლოდ ნახევარი სეზონი ვითამაშე და თამაშების სიმცირის გამო ბომბარდირთა სამეულშიც ვერ მოვხვდი, მაგრამ ლიტვაში ვიგრძენი, რომ მომატება და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შემიძლია.

იმედია, ახლა ყველაფერი კარგად ამეწყობა. ფაქტია, დაინტერესება არის და შანსი უნდა გამოვიყენო. არ გამოვრიცხავ, ლიტვის რომელიმე წამყვან გუნდში გადავიდე ან "ბანგაში" კიდევ ერთი სეზონი დავრჩე, რადგან შემდეგ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას იმედოვნებენ.

ახლა სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდები და ყველაფერი გაირკვევა", - გვითხრა ალავერდაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო

ქართული ფეხბურთი
თუ ასეთი ფეხბურთელი გვყავს და ამ დონის რატომ ვერ ვიყენებთ. თურაშაულულის პატრონი გარეთ ეძებდა პანტასაო, ჩვენზე არის ნათქამი.როდემდე უნდა ვფანტოთ და მერე ვიტიროთ რა ვქნათ არა გვყავს და რავქნათ. აგერ ნახავთ თუ ვინმე გამოეხმაურება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა