"ქასიმფაშას" თავკაცი თავის გუნდზე, ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებსა და დეტალების გახმაურებაზე საუბრობს
შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგაში ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "გალათასარაის" ხუთი ქულით ჩამორჩება.

ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენებურის გუნდს აქვს შანსი ოთხეულში მოხვდეს და ევროპალიგაზე თამაშის საგზური მოიპოვოს.

შოთა არველაძე ისეთი რესპონდენტია, ვისაც ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე აზრის დაფიქსირება შეუძლია, არ ერიდება არაფერზე ლაპარაკს, რაც ქართულ ფეხბურთთან არის დაკავშირებული.

შოთას თურქეთში რომ დავურეკეთ, იქაური ამბების გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზეც ვკითხეთ.

მოკლედ, "ლელოს" კითხვებს ტყუპისცალი არველაძე პასუხობს....

- რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი გუნდის თამაშით ბოლო შეხვედრებში? ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეთ...

- საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდი ორგანიზებულად გამოიყურება. შეტევაში უკეთესადაც შეგვიძლია ვითამაშოთ და ამას თუ მოვახერხებთ, შედეგიც უკეთესი გვექნება. არის იმის საფუძველი, რომ ამის იმედი მქონდეს.

- როგორ შეადარებდი "ქასიმფაშას" შენს ყოფილ გუნდ "ქაისერისფორთან", რომელსაც ახლა უკვე რობერტ პროსინეჩკი წვრთნის?

- დაახლოებით ერთნაირი ტიპის გუნდები არიან, უბრალოდ, "ქასიმფაშამ" სეზონი უკეთესად დაიწყო, რაც მოტივაციას მმატებს და შესაბამისად, ეს შედეგზეც აისახება. ორივე გუნდს საკმარისად ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ თურქეთის ჩემპიონატში კარგი შედეგი აჩვენოს.

როგორც კლუბი, "ქაისერისფორი" უფრო კარგად არის მზად წარმატებებისთვის - ბაზა და სტადიონი მაღალ დონეზე აქვს მოწყობილი. "ქასიმფაშამ" კი ახლა დაიწყო ბაზის მშენებლობა, რასაც ალბათ ერთ წელიწადში დაასრულებს.

- თურქეთში ფეხბურთი თავისებურად, განსაკუთრებულად უყვართ - როგორ მიგიღეს "ქასიმფაშას" გულშემატკივრებმა?

- საკმაოდ თბილად მიმიღეს. რაც ყველაზე მთავარია, გულშემატკივრებისგან "ქასიმფაშას" დიდი მხარდაჭერა აქვს. მრავალრიცხოვანი ქომაგი არ გვყავს, რადგან სტამბულში სამი დიდი, ტრადიციული საფეხბურთო კლუბია და ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მათი გულშემატკივარია, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებების შემთხვევაში იმის იმედად ვიქნებით, რომ "ქასიმფაშას" ქომაგთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

- ზურაბ ხიზანიშვილმა როგორ ითამაშა ბოლო შეხვედრები თურქეთის სუპერლიგაში? ალბათ, შეძლებისდაგვარად თვალს ადევნებ ყოფილი გუნდის და ხიზანიშვილის თამაშს... არის იმის შესაძლებლობა, რომ ხიზანიშვილი "ქაისერისფორიდან" "ქასიმფაშაში" გადმოიყვანო?

- თურქეთში ბოლო ორი თამაში ხიზანიშვილმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მისი "ქასიმფაშაში" გადმოსვლაზე კი ლაპარაკი არ ყოფილა.

- სხვა თემაზე გადავერთოთ. საქართველოში რაც ხდება, ალბათ იცი - აქტუალური გახდა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თემა - როგორ ფიქრობ, ასეთი არჩევნები უპრიანი იქნებოდა?

- რამდენადაც ვიცი, ოცდახუთმა დელეგატმა დაუჭირა მხარი ზვიად სიჭინავას კანდიდატურას და ერთმა თავი შეიკავა. ამ დელეგატებიდან ყველას, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ, მაგრამ იმის იმედი კი მაქვს, რომ ღირსეული ადამიანები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლიათ.

ჰოდა, გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს გადაწყვეტილება მათი არჩევანი იყო ან ეს მათ ვინმემ დაავალა, დაშინებით მიაღებინა გადაწყვეტილება - ამის შემდეგ ხომ ყველაფერი ნათელი გახდება.

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ზვიად სიჭინავას დაპირისპირების ამბავსაც გაიგებდი...

- ჩემი ინფორმაციით, ყიფიანისა და სიჭინავას შეხვედრამ საკმაოდ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა, ყოფილა უხერხული თემები და კითხვები, თუმცა საბოლოო ჯამში მინისტრი და ფედერაციის პრეზიდენტი შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმებულან.

ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბატონ სიჭინავას მიერ ამ შეხვედრის დეტალების გახმაურება ზედმეტად მიმაჩნია.

- ქართულ ფეხბურთში აქტიურად დაბრუნებას როგორ აპირებ? გიფიქრია ამაზე?

- ქართულ ფეხბურთს არასდროს დავშორებულვარ. სანამ ფეხბურთელი ვიყავი, ნაკრებში ვთამაშობდი და შეძლებისდაგვარად ვაკეთებდი იმას, რაც შემეძლო. ფეხბურთელობის შემდეგ დავაფუძნეთ "ფონდი არველაძე", რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ლარს ხარჯავს და რომელმაც არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გაუკვალა გზა.

რაც მწვრთნელი გავხდი, ვცდილობ ქართველი ფეხბურთელების თურქეთში ჩამოყვანას. თუ საქართველოში მომიწევს დაბრუნება, მერე ვეცდები იმის გარკვევას, თუ როგორ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა.

- ამ ეტაპზე "ქასიმფაშაში" რომელიმე ქართველი ფეხბურთელის მიწვევაზე ხომ არ ფიქრობ?

- ვფიქრობ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tornike
ნუგზარ, ცირკის დირექტორია თუ ავტობაზის, ფედერაციის მილიონობით დაგროვილი ვალები თითქმის სულ გაისტუმრა ამ 3 წელიწადში. მე არ ვამბობ რომ იდეალური შედეგი აქვს თქო - მაგალითად, სპონსორების მოზიდვაში მოიკოჭლებს. თუმცა ეგ საქმე საქართველოში ისედაც ძალიან ძნელია. ამის გამო, ჩემი აზრით, არ ღირს რიგგარეშე არჩევნების მოწყობა.
ნუგზარი
Tornike ვინ რა იცოდა ცირკის დირექტორის (ღმერთმა სიკეთე მისცეს ამ კაცს ყველა კარგ საქმეში) შესახებ ფედერაციის პრეზიდენტად რომ აირჩიეს. თუ ერთი ნახვით "შეუყვარდათ".
Tornike
დავით, მე არ მითქვამს რომ აქამდე ყველაფერი იდეალურად იყო. მე სხვა რაღაცაზე ვამბობდი და თქვენ ეს თემა განაზოგადეთ :)
daviti
Tornike აბა,რა ცუდი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით,აქამდე ქართულ ფეხბურთში ყველაფერი ზნეობის,სიმართლის ,წესიერების და პროფესიონალიზმის ზე მაღალი სტანდარტით ვითადრდებოდა და მივაღწიეთ კიდეც გასაოცარ პროგრესს.მაგალითად ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონობას 2გუნდი ზეიმობს და საბოლოოდ ნამდვილ ჩემპიონს აღმასკომი ადგენს .ახლა კი წინ პირადი ინტერესები და გამორჩენა დადგება,რაც წინა რეალობაში არ იყო ხო?
asdasd
მართალი ხარ თორნიკე, ძალიან გაუჭორვილეს მეოცნებეებმა... სიმართლე და რეალობა ერთია და შეგნებულად ვინჯც დაამახინჯებს მეოცნებე იქნება ეს თუ სხვა ყველა ერთნაერად ტენდენციური იქნება!
Tornike
ეხ, ჩემო შოთი, თუ დღევანდელ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, რომც არ ყოფილიყო ამ დელეგატებზე ზეწოლა, ზოგმა შეიძლება მაინც თქვას, იყოო... რომ რამეს გამოკრან ხელი "ახალი პოლიტიკური რეალობის" პირობებში. მე შენ გეტყვი სინდისი დაუშლით თუ ნამუსი!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს