ტაილანდში რიგით მეშვიდე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ფუტსალში, სადაც უკვე 1/4-ფინალების ჯერი დადგა
ტაილანდში რიგით მეშვიდე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ფუტსალში, სადაც უკვე 1/4-ფინალების ჯერი დადგა.

ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა, რის შემდეგაც გაირკვა იმ 16 გუნდის ვინაობა, ვინც ასპარეზობას პლეი-ოფის ეტაპიდან გააგრძელებდა.

1/8-ფინალი

პარაგვაი-პორტუგალია 1:4

უკრაინა-იაპონია 6:3

ესპანეთი-ტაილანდი 7:1

ირანი-კოლუმბია 1:2

იტალია-ეგვიპტე 5:1

ბრაზილია-პანამა 16:0

რუსეთი-ჩეხეთი 3:0

სერბეთი-არგენტინა 1:2

ფუტსალში, დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით, სენსაციები იშვიათად ხდება. მერვედფინალშიც მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა და ყველა ფავორიტმა განაგრძო ტიტულისთვის ბრძოლა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ორ ნაკრებს აქვს მოპოვებული: ბრაზილია 4-გზის ჩემპიონია, ესპანეთი 2-გზის.

წინა მუნდიალზე, რომელიც 2008 წელს ბრაზილიაში გაიმართა, ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ თამაში 2:2 დასრულდა, ბრაზილიამ კი მე-4 ტიტული პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, ხოლო მერვედფინალში პანამა 16:0 გაანადგურა.

ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა 2004 და 2008 წლების მუნდიალების საუკეთესო ფეხბურთელმა, ფუტსალის ლეგენდა ფალკაომ, რომელიც 2004 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ყველა დროის ბომბარდირებში მხოლოდ ასევე ლეგენდარულ, მანუელ ტობიაშს ჩამორჩება.

შედარებით გაუჭირდათ არგენტინას და კოლუმბიას, თუმცა მათ მეტოქეებიც საკმაოდ ძლიერები ჰყავდათ. 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა პორტუგალიამაც, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მეხუთე ადგილზეა და მუნდიალის წინ ამხანაგურად საქართველოს ნაკრებს გაეჯიბრა.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს პირველი თამაში 4:2 მოუგო, თუმცა მეორე შეხვედრაში პორტუგალიელებმა ჩვენი ბიჭები 8:0 გაანადგურეს.

1/4-ფინალი

პორტუგალია-იტალია 3:4 დ.დ.

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 რიკარდინიო (1, 10, 11), 3:1 ასისი (21-პენ), 3:2 ლიმა (37), 3:3 ფორტინო (39), 3:4 ონორიო (42).

კოლუმბია-უკრაინა 3:1

გოლები: 1:0 რეიესი (22), 2:0 კარო (39), 2:1 ოვსიანიკოვი (40), 3:1 აბრილი (40).

არგენტინა-ბრაზილია 2:3 დ.დ.

გოლები: 1:0 რესკია (16), 2:0 ბორუტი (17), 2:1 ნეტო (32), 2:2 ფალკაო (34), 2:3 ფალკაო (45).

ესპანეთი-რუსეთი 3:2

გოლები: 0:1 სირილო (2), 1:1 ორტისი (4), 2:1 ფერნანდაო (14), 3:1 ლოსანო (19), 3:2 ალემაო (34-საკ. კარში).

მეოთხედფინალის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, სამხრეთამერიკული სუპერკლასიკო, არგენტინა-ბრაზილია იყო.

"ალბისელესტე" სენსაციასთან საკმაოდ ახლოს იყო და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, თუმცა "სელესაომ" თამაშში დაბრუნება მოახერხა და 32-ე წუთზე ნეტომ სხვაობა შეამცირა; შემდეგ კი ფალკაოს ჯერ დადგა, რომელმაც 34-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში, 45-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა და ბრაზილია 1/2-ფინალში გაიყვანა. 35 წლის ფალკაოს მუნდიალებზე 37 გოლი აქვს გატანილი და ტობიაშს 6-ით ჩამორჩება.

ასევე დამატებითი დრო დაინიშნა პორტუგალია-იტალიის შეხვედრაში. პორტუგალიელები რიკარდინიოს ჰეთ თრიქის წყალობით სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ "მოახერხეს" და მეორე ტაიმში იტალიას ანგარიში გაათანაბრებინეს, დამატებით დროში კი მეოთხე ბურთიც გაუშვეს.

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიამ სწორედ იტალიასთან წააგო და რევანშის შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მუნდიალის 1/2-ფინალის საგზური აპენინელებს დაუთმო.

ოთხეულში, ასევე, კოლუმბიაც მოხვდა, რომელმაც უკრაინის ნაკრებს მოუგო. კოლუმბიელები 16 ნოემბერს ბრაზილიას შეხვდებიან და დიდი ალბათობით, წააგებენ კიდევაც.

ძალიან დაძაბული იყო ესპანეთის და რუსეთის მატჩი, რომელიც საბოლოოდ ვიცე-ჩემპიონთა გამარჯვებით დასრულდა. 1/2-ფინალში ესპანეთის ნაკრები იტალიას შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"