"სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს
დღის ცენტრალური მატჩის გამოცნობა რთული არ ყოფილა - "სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, ამჟამად კი კალიფორნიელთა თამაში საყოველთაო განხილვის საგანია, რადგან ამ გუნდში უკვე მოესწრო სამწვრთნელო შეცვლა - მაიკ ბრაუნის ნაცვლად "ლეიკერსში" მაიკ დ’ენტონი მოვიდა, თუმცა 14 ნოემბრის მატჩში მასპინძლებს კვლავაც ბერნი ბიკერსტაფი ხელმძღვანელობდა.

"ლეიკერსს" აკლდა პირველი და მეორე გამთამაშებელი (სტივ ნეში და სტივ ბლეიკი), ამიტომაც მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელს ძირითადში 21 წლის დარიუს მორისის დაყენება მოუწია.

სიახლე იყო გრეგ პოპოვიჩისგან ტიაგო სპლიტერის სასტარტოში დაყენება.

თავდაპირველად საქმეები კარგად წაუვიდათ სტუმრებს: სპლიტერმა, გრინმა და ლეონარდმა ტექსასელებს 10:2 ლიდერობა მოუტანეს.

"სტეიპლს ცენტრის" ტრიბუნები არასასიამოვნოდ ახმაურდნენ. პირველმა ამაზე რეაგირება მეტა უორლდ პისმა მოახდინა - მის მიერ დაგროვილმა ზედიზედ ხუთმა ქულამ სათავე დაუდო "ლეიკერსის" 14:0 გაქცევას. ამის შემდეგ თითქმის სულ ქულა ქულაში თამაში მიდიოდა.

თანდათან თამაშის სადავეები ხელთ იგდეს გუნდების ლიდერებმა - სტუმრების ქულათა დიდ ნაწილს ტონი პარკერი და ტიმ დანკანი აგროვებდნენ, კობი ბრაიანტი კი ფენომენალურ სიზუსტეს აჩვენებდა და თან არც თანაგუნდელების პასებით მომარაგებას ივიწყებდა (8 შედეგიანი პასი). სწორედ თავისი მთავარი ვარსკვლავის მონდომებით "ლეიკერსმა" ნერვული ფინალი მოუწყო მეტოქეს.

ამ დაძაბული დასასრულისთვის კალიფორნიელებს ძალები ეყოთ, მაგრამ არა იღბალი. დროულად გამოფხიზლდა გასოლი, რომელმაც ბოლო წუთნახევარში უმნიშვნელოვანესი ოთხი ქულა ჩააგდო.

მაგრამ ესპანელი ვერ გახდა მატჩის გმირი. ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე უორლდ პისმა სამქულიანი ააცილა, "სან ანტონიომ" კი ტაიმ-აუტის შემდეგ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა - სტუმრებმა შორეულ ტყორცნაზე გაიყვანეს დენი გრინი და მან არ ააცილა - 84:82 "სან ანტონიოს" სასარგებლოდ.

საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე გასოლმა მოასწრო მოუმზადებელი სროლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

"სან ანტონიო" ერთადერთი წაგებით დასავლეთის ლიდერია, აღმოსავლეთში კი კვლავაც დაუმარცხებელია "ნიუ იორკი".

"ნიქსმა" თავისი შთამბეჭდავი სერია "ორლანდოსთან" მატჩში გააგრძელა და მისი მოგება გასაკვირი არ ყოფილა - "მეჯიქი" აღნიშნულ შეხვედრას სასტარტო ხუთეულის სამი წევრის გარეშე შეხვდა.

მართალია, "ნიუ იორკსაც" აკლია იმან შუმპერტი და ამარე სტაუდმაიერი, მაგრამ ამ უკანასკნელის გარეშე გუნდი აშკარად უკეთ გამოიყურება.

"ეს მატჩი დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მოვიგეთ", - განაცხადა კარმელო ენტონიმ. მართლაც, ნიუიორკელებმა სამხრეთელებს 20 შეცდომა დააშვებინეს და ამ შეცდომების წყალობით 24 ქულა აიღეს.

"ნიუ იორკს" სტარტზე ზედიზედ ხუთი მოგება აგერ, უკვე 19 წელია, არ ჰქონია - 1993/94 წლებში გუნდმა სეზონი ზედიზედ შვიდი გამარჯვებით დაიწყო. იმ წელს "ნიქსმა" NBA-ს ფინალამდე მიაღწია.

ორლანდო-ნიუ იორკი 89:99

23:27, 30:22, 23:28, 13:22

ო: რედიკი (18+7 პასი), აფლალო (13+5 პასი), ვუჩევიჩი (12+10 მოხსნა), მური (12+8 პასი), ნიკოლსონი (11), ჰარკლესი (10+7 მოხსნა+4 დაფარება), დევისი (10+6 მოხსნა).

ნ-ი: ენტონი (25+8 მოხსნა), ფელტონი (21+5 პასი), სმიტი (21), ჩენდლერი (12+6 მოხსნა).

ლეიკერსი-სან ანტონიო 82:84

24:18, 19:20, 16:22, 23:24

ლ: ბრაიანტი (28+8 პასი), ჰოვარდი (13+15 მოხსნა+3 დაფარება), უორლდ პისი (12), გასოლი (10+10 მოხსნა+5 პასი).

ს-ა: პარკერი (19+7 პასი), დანკანი (18+9 მოხსნა+4 დაფარება), გრინი (11+5 მოხსნა), სპლიტერი (9+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა