"საფეხბურთო ტრანსფერების სააგენტო" სულ რაღაც ორი წლის დაარსებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა ერთი საინტერესო გარიგებება განახორციელა...

"საფეხბურთო ტრანსფერების სააგენტო" სულ რაღაც ორი წლის დაარსებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა ერთი საინტერესო გარიგებება განახორციელა. სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა გახოკიძე (მისი პარტნიორთაგანია გიორგი ქინქლაძე) ქართველ მოთამაშეთა განხორციელებულ თუ შესაძლო ტრანსფერებზე გველაპარაკება. შეგახსენეთ, რომ სააგენტოს სამსახურით სარგებლობენ ვლადიმერ დვალიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გურამ კაშია, გიორგი სეთურიძე, დავით ოდიკაძე, თორნიკე თარხნიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია, შოთა კაშია და ლაშა თოთაძე.

- ბოლო დროს, დასავლეთ ევროპაში ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ გამოცდილ ფეხბურთელებს სულ უფრო ნაკლებად იწვევენ...

- ძალიან ძნელია ვინმეს დაინტერესება, რადგან კარგად არც გვიცნობენ, იურიდიული პრობლემებიც ხელს გვიშლის და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ მიკვირს, ქართველები უცხოეთში ასეთი სიხშირით რომ მიემგზავრებიან. ამიტომაც მინდა, მადლობა ვუთხრა მერაბ ჟორდანიას ნდობისთვის - გურამ კაშიას თავად არც იცნობდა, მხოლოდ სხვების დახასიათებით ჰქონდა წარმოდგენა და ამის მიუხედავად, მე და გიორგი ქინქლაძეს სიტყვაზე გვენდო. მერწმუნეთ, ამას მხოლოდ ფინანსური მოგებისთვის არ ვაკეთებდით, კაშია ძალიან კარგი მონაცემების მქონე ფეხბურთელია და მისი თანადგომა ჩვენს ვალად ჩავთვალეთ. ჟორდანია თვალდახუჭული გვენდო, რაც ასე ადვილია არა!

- ისე, საკვირველია თქვენ და ჟორდანია რომ თანამშრომლობთ...

- ...და რატომ არის საკვირველი?

- რატომ და, გავხსოვს წლების წინ ალბანეთში მომხდარი ინციდენტი, როცა ჟორდანია დროებით ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და შეცვლით უკმაყოფილოს მასთან კონფლიქტი მოგივიდათ...

- თავად თქვით, რომ ეს იყო წლების წინ და უკვე დავივიწყეთ. სანამ მერაბი "ვიტესს" შეიძენდა, მანამდეც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა... კონფლიქტი ყველგან ხდება, მაგრამ მეგობრების დიდი ნაწილი ჩხუბის შემდეგ შევიძინე.

- კაშია "ვიტესში" მარჯვენა მცველად თამაშობს, არადა, მას პერსპექტიულ ცენტრალურ მცველად მიიჩნევენ. პოზიციის შეცვლა მისთვის საზიანო ხომ არ იქნება?

- სანამ მერაბი "ვიტესშია", გამორიცხულია, იქ ქართველი დაიჩაგროს ან ნიჭის წარმოჩენის საშუალება არ მიეცეს. მიმაჩნია, რომ სამომავლოდ გურამი ცენტრალური მცველის პოზიციას ეროვნულ ნაკრებშიც დაიკავებს - ის ერთადერთია, ვინც ამ პოზიციაზე უკონკურენტო მგონია. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიდში თავის სიტყვას იტყვის "ვიტესშიც" და, თუ საშუალება მიეცემა, ეროვნულ ნაკრებშიც. თან დარწმუნებული ვარ, იანვრიდან თავის ადგილს დაიკავებს - კაშია მარჯვენა მცველი არ არის.

- "დიორი ეტოს" ქართველებზე რას გვეტყვით?

- ძალიან კარგი ბიჭია თემურ შარაშენიძე, ხშირად ჩავდივარ და ვიცი, რომ მისი პროგრესით უნგრელები კმაყოფილნი არიან. ბავშვი დღითიდღე უმატებს და მჯერა, ძალიან კარგ ფეხბურთს ითამაშებს. შარაშენიძეს "დიორი ეტო" ადვილად ვერ შეელევა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებული გუნდი კარგად გადაიხდის. საერთოდ, "დიორი ეტოში" ხუთი ქართველია და ძალიან არასასიამოვნოა, ზოგიერთი მათგანი შემადგენლობაში რომ ვერ ხვდება. როგორი ამბავია, ამდენი ლეგიონერი სკამზე რომ ზის?

- ლაშა თოთაძეს რატომ არ ათამაშებენ?

- მიჭირს ამის თქმა, თუმცა უკვე ვფიქრობთ, რომ ლაშას ახალი გუნდი მოვუძებნო.

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის მუშაობას უკვე დაიწყებდით და საინტერესოა, ვინ სად შეიძლება გადავიდეს?

- ამ სფეროში ვერაფერს დაგეგმავ, ყოველდღე რაღაც იცვლება და წინასწარ ლაპარაკი არ ღირს. სააგენტოში ვთქვით კიდეც, სანამ საკითხი არ გადაწყდება, ლაპარაკს მოვერიდებით. რამდენი შესაძლო ტრანსფერიც წინასწარ გავამხილეთ, ყველა ჩაიშალა. ისე გეტყვით, რომ ფეხბურთელების საქართველოდან წაყვანაზეც ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ უცხოელ მოთამაშეებთანაც. არის ერთი ძალზე სერიოზული ფეხბურთელი, რომელიც, შესაძლოა, მალე რუსეთში გადავიყვანოთ.

- ევროპაში ქართველები აინტერესებთ?

- 18-წლამდელის ჩაყვანა ისე გართულდა, თითქმის შეუძლებელია. დამატებითი პრობლემები შეგვექმნა: 18-წლამდელი არაევროკავშირელის არათუ კლუბში ჩარიცხვა, გასინჯვაზე ჩაყვანაც კანონდარღვევად ითვლება. ეს სერიოზული ბარიერია. მაგალითად, ეს პრობლემა შეექმნა ჭანტურიას. სრულწლოვანებამდე ის ჰოლანდიაში ვერ ითამაშებს.

- ანუ, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ევროპული ბაზარი დაიხურა?

- ფაქტია, რომ საქმე ძალიან გართულდა. ჰოლანდიაში არსებობს მინიმალური ზღვარი იმისი, თუ რა წლიური გასამრჯელო უნდა მიიღოს ლეგიონერმა. ყველა არაევროპელზე ერთი და იგივე ტარიფი ვრცელდება. ჰოლანდიაში თამაში ისედაც ბევრს სურს, კლუბებს კი გაუჭირდათ. სხვადასხვა ნაკრების ცნობილი ფეხბურთელები კლუბიდან კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადიან და ასეთ არჩევანში ქართველს სხვებთან კონკურენცია უჭირს. ამიტომაც ვამბობ, რომ კაშიას გადასვლა "ვიტესში" საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერი იყო. თუ გურამი გაამართლებს, და მჯერა, რომ ასეც იქნება, გზას სხვა ქართველებსაც გაუხსნის. ასე რომ, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში "ვიტესში" ქართველების გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. არნემში კაშია და ჭანტურია არიან და ამ ეტაპზე ესეც საკმარისია.

- აზერბაიჯანში არ მიგყავთ ფეხბურთელები?

- ამის სურვილი არ გვაქვს. ვცდილობთ, ფეხბურთელები ინგლისში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, უნგრეთში, ისრაელსა და რუსეთ-უკრაინაში გავუშვათ, რადგან იქ კარგი კავშირები გვაქვს.

- კი, მაგრამ აზერბაიჯანში ხომ თქვენი სააგენტოს ფეხბურთელი გიორგი სეთურიძე წავიდა?

- ამ ტრანსფერთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს. ფეხბურთელს კონტრაქტს რომ ვუფორმებთ, მონობას კი არ ვთხოვთ. თუ ვინმე მისაღებ წინადადებს შესათავაზებს, ხელს არავის ვუშლით.

- ერთი წლის წინ ლადო დვალიშვილზე დიდი მოთხოვნა იყო. ახლა ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა?

- ინტერესი ისევ არის, მაგრამ პრობლემას ჰაიფას "მაქაბი" ქმნის - ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ. არადა, ზაფხულში ლადო ბელგიაში იმყოფებოდა, მე პირადად "ანდერლეხტის" პრეზიდენტ როჯერ ვანდენ სტოკსაც ველაპარაკე, მაგრამ ებრაელებმა ძალიან ძვირად დააფასეს. ბელგიელებს კი ისე არ ულხინთ, ტრანსფერებში დიდი თანხები გადაიხადონ. შეიძლება, "მაქაბიმ" ფასი ახლა ოდნავ დაწია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის.

- "ტვენტეში" ნიჭიერი ხარლამოვი ვარჯიშობდა. გულის პრობლემები ვარჯიშის გაგრძელების საშუალებას მისცემს?

- ვფიქრობ, მოედანს მალე დაუბრუნდება. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მომწონს მისი თამაში და იმედია, ქართულ ფეხბურთს გამოადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"