ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი

ცოდვა-მადლით სავსე ქართულ ფეხბურთში რა არ მომხდარა, თუმცა ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან უცნაური ამბები ტრიალებს ჩვენს თავს
ცოდვა-მადლით სავსე ქართულ ფეხბურთში რა არ მომხდარა, თუმცა ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან უცნაური ამბები ტრიალებს ჩვენს თავს.

14 ნოემბერს გამართული მატჩის შემდეგ სტადიონის ერთ-ერთი სექტორის მცველი ხალხს ტრიბუნიდან არ უშვებდა. მერე, როგორც იქნა, რაციით დაუკავშირდა უფროსობას და კარიც გააღო.

უცნაურობები ამით როდი დასრულდა. საპრესკონფერენციო დარბაზში, როცა უკვე ეგვიპტის ნაკრების თავკაცი ბობ ბრედლი საუბრობდა, მათხოვარმა მხარზე მომითათუნა და მითხრა: "ბიძია, მშია!"

არ ვიცი, როგორ მოხვდნენ მათხოვრები საპრესკონფერენციო დარბაზში, მაგრამ ეს რაღაც ცუდის ნიშანი უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელი თემურ ქეცბაია კი ბოლო პრესკონფერენციებზე სიტყვა "ფილოსოფიას" მოურიდებლად ახსენებს. ასე იყო ახლაც.

შიმშილით დავიწყოთ. საქართველო საფეხბურთო ქვეყანა არის თუ არა, ძალიან საკამათო საკითხია. ეროვნული ნაკრები თამაშობდა და ორი ათასი მაყურებელი თუ მოვიდა სტადიონზე. საბუქმეიქერო კანტორებში კი იცოცხლეთ, ათჯერ ორი ათასი კაცი გაქანდებოდა ფსონის დასადებად.

ნამდვილი ფეხბურთის შიმშილია საქართველოში. თითქოს რაღაც კეთდება, მაგრამ საფეხბურთო ავან-ჩავანი ჯერაც ვერ არის მორგებული ქართულ ფეხბურთზე.

მოგვშივდა ისიც, რაც ვიცოდით - ლაღი თამაში, როცა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეტოქეს ატყუებს.

და ვის რა უნდა ვემათხოვროთ? ფული გინდოდათ, კი ბატონო, სახელმწიფომ მილიონები გაიღო ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ ამით რა? არადა, გვშია, ნაღდი ფეხბურთი ისე გვენატრება, როგორც მათხოვარს ცხელი შოკოლადი და კრუასანი.

თამაში დაიწყო თუ არა, გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრების იერიშების ორგანიზებას ყველაზე უფრო დავით თარგამაძე ცდილობდა. ქეცბაიამ ის მარცხენა ფლანგზე გაამწესა, მარჯვნივ კი - ცაცია სანდრო კობახიძე.

ჩანაფიქრი ალბათ ასეთი იყო - ორივე ფლანგელი ეფექტურად შეიწეოდა შუისკენ და უკეთესი ფეხით გაამწვავებდა თამაშს.

თარგამაძესაც და კობახიძესაც რამდენჯერმე გამოუვიდათ ეს. სამაგიეროდ, არ იყო აგრესია ფლანგებზე. ამხანაგური მატჩიც იმისთვისაა, რომ მწვრთნელმა ნაირგვარი ვარიანტი მოსინჯოს.

ქეცბაიამ დაცვიდან საყრდენ ნახევარმცველად გადასწია გურამ კაშია. არნემის "ვიტესის" კაპიტანი მონდომებული კი იყო, მაგრამ საქმეს მხოლოდ მონდომება ვერ უშველის - კაშიასთვის თითქოს უხერხული იყო ეს ამპლუა.

დაცვის ცენტრში კაშიას ადგილი გია გრიგალავამ დაიკავა, მისი მეწყვილე კაპიტნად არჩეული ალექსანდრე ამისულაშვილი გახლდათ, განაპირა მცველებად კი უჩა ლობჟანიძე და დავით კვირკველია ირჯებოდნენ.

განლაგება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ვერ გეტყვით, რა ტაქტიკური ცვლილებები მოახდინა წინა მატჩებთან შედარებით ბობ ბრედლიმ, მაგრამ კარგი გუნდი კი ჰყავს. შეტევის ორგანიზება, მრავალსვლიანი კომბინაციები, ტექნიკური ილეთები - ეგვიპტელები ამ კომპონენტებში ჯობნიდნენ ჩვენს ნაკრებს.

ეგვიპტეც სამხრეთულ ფეხბურთს თამაშობს. ამბობენ, რომ სამხრეთელების სახსრები უფრო მოქნილია და ამიტომაცაა, სხვებზე უფრო ტექნიკურად რომ აგორებენ ბურთს. ადრე სამხრეთელებში ჩვენც შევდიოდით, ახლა კი უყურებ საქართველოს ნაკრებს და ვერ გაიგებ, რა ფეხბურთს თამაშობენ ქართველები.

რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ნაკრების მწვრთნელის პრობლემა, გაუგებრობები თითქოს ცხოვრებამ მოგვიტანა.

პირველი წუთების შემდეგ გამოიკვეთა, თუ რას წარმოადგენდა ბრედლის გუნდი. ჩვენი ნაკრების დამცავ ეშელონებს გაუჭირდა სტუმართა ტექნიკურ შემტევებთან გამკლავება.

საქართველოს ნაკრები თითქოს არითმიულად ირჯებოდა, რამდენჯერმე აფეთქდა და გოლის გამოდნობაც შეიძლებოდა. თარგამაძემ ჯაბა დვალს კარგად გაუჭრა პასი, დინამოელმა ფორვარდმა კარში დარტყმას ბურთის კარის გასწვრივ გაგზავნა ამჯობინა და სახიფათო მომენტიც გაიფლანგა.

თარგამაძემ მარცხენა ფლანგიდანაც სახიფათოდ ჩააწოდა დვალის მისამართით, მაგრამ ჩვენი თავდამსხმელი ვარდნაში ვერ შესწვდა ბურთს.

მაჰმუდ შიკაბალა, აჰმედ თემშახი, მოჰამედ სალაჰი, მოჰამედ აბდელშაფი - მათი სახელები ვინძლო არაფერს გვეუბნება, მაგრამ თბილისში ჩინებულად ირჯებოდნენ. ეგვიპტელთა ცენტრალური მცველი აჰმედ ჰეგაზი კი ისე ირჯებოდა, თვალს მოგჭრიდათ.

მოჰამედ სალაჰმა ორჯერ ვერ გამოიყენა კარგი შესაძლებლობა, აჰმედ თემშახმა სოლორეიდს მიაყოლა არაზუსტი დარტყმა. ჰეგაზის დაწყებული კონტრშეტევა შიკაბალამ დაასრულა, გიორგი ლორიასთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, თუმცა ოდენ კუთხურს გამორჩა.

იყო ეპიზოდი, როცა დვალმა და კობახიძემ ისე ლამაზად, ტექნიკურად გაითამაშეს ბურთი, რომ მცირერიცხოვან ტრიბუნას ოვაცია მოსწყვიტეს.

ჩვენი ნაკრები მეორე ტაიმშიც მონდომებული იყო. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ გუნდს კონცენტრაცია ერთი წამითაც არ დაუკარგავს.

დვალის პასით შოთა გრიგალაშვილი გაიჭრა სახიფათო პოზიციაზე, მაგრამ აქედან მხოლოდ კუთხური გამოვიმუშავეთ.

დავით კვირკველიას ფლანგურ ჯარიმას ალექსანდრე ამისულაშვილმა მიაყოლა არაზუსტი თავური.

საქართველოს ნაკრები მეტოქეს ხანდახან მისივე ნახევარზეც კი უწყობდა პრესინგს, მაგრამ ფეხბურთი ისეთია, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი.

ხოსნი აბდრაბოს ეფექტური დარტყმა ჩვენი კარის ხარიხამ აისხლიტა, ამრ ზაკის ხვეული დარტყმა კი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

ეგვიპტელებმა შორიდანაც სცადეს ხეირის ნახვა.

82-ე წუთზე ზაკი მეკარესთან პირისპირ დარჩა - საქართველო ლორიამ იხსნა.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე ირაკლი ქობალია, მარჯვნიდან სანდრო გურული, მარცხნიდან ლადო დვალიშვილი - შეცვლების შემდეგ ასეთი იყო ჩვენი შემტევი ტრიო.

მონდომება მათაც არ დაეწუნებოდათ, რამდენჯერმა თამაშის გამწვავებაც მოახერხეს, მაგრამ არ იყოს ის, რაც გოლს მოგვიტანდა.

ერთხელ კაშიამ მოათვინიერა ბურთი კარგად და ჩინებულად გაუჭრა პასი დვალიშვილს, თუმცა ვერც აქედან გამოვადნეთ რამე ღირებული.

შეხვედრის მიწურულს კარიდან გამოსულმა ლორიამ ითამაშა რისკიანად, მაგრამ გადავრჩით. შემდეგ შეტევაში ჩართული ჰეგაზი ურტყამდა ახლო, ოღონდ რთული პოზიციიდან და სიზუსტემ უმტყუნა.

ამხანაგური მატჩი

14.11.2012. მიხეილ მესხი. 2000 მაყურებელი

საქართველო-ეგვიპტე 0:0

საქართველო ეგვიპტე

4-2-3-1 4-3-3

ლორია ელშენავი

ლობჟანიძე ოკა

ამისულაშვილი ჰეგაზი

გრიგალავა ელმოჰამადი

კვირკველია აბდელშაფი

ძარია აბდრაბო

კაშია ელნენი

კობახიძე სალაჰი

გრიგალაშვილი შიკაბალა

თარგამაძე თემშახი

დვალი სალაჰი

მწვრთნელები:

თ. ქეცბაია ბ. ბრედლი

საქართველო

46. დვალი - დვალიშვილი

46. თარგამაძე - ძალამიძე

55. კობახიძე - ს. გურული

66.გრიგალაშვილი - ქობალია

75. ძარია - გორგიაშვილი

სათადარიგოები: რევიშვილი, მიგინეიშვილი, ი. მაისურაძე, ხუბუტია, ფოფხაძე, თომაშვილი

ეგვიპტე

46. ელნენი - გომა

46. თემშახი - ზაკი

65. შიკაბალა - აშრაფი

სათადარიგოები: ელჰადარი, ლოფტი, გაბერი, რამადანი, ნასეფი, იბრაჰიმი, მეკი

გაფრთხილება: ამისულაშვილი (58), სალაჰი (75)

მსაჯი: ა. ტრიემანისი (ლატვია)

ბიძია, მშია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..

ბობ ბრედლი: საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის კარგი ტესტი იყო

ამხანაგური მატჩები: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისის ნაკრებს პოკერი შეუსრულა

• Jigaro

shalva შენ და შენისთანებს უკოცნოს ფეხები ქეცბაიამ და მადლობა უთხრას დღესაც რომ მწვრთნელობს. ფეხბურთელები ბევრზე უკეთესი გვყავს ხალხნო... ეს წურბელა მოგვცილდეს და ნახავთ ნრმალური მწვრთნელის ხელში რა ბიჭებიც გვყავს. ქეცბაია წადი თავი დაგვანებე!

• shalva

კი ბატონო სერიოზული შიმშილია ფეხბურთში არ გვყავს ფეხბურთელები, რა ფეხბურთი უნდა ათამაშო ამათ, ესენი ფეხბურთელები არ არიან, წერეთ ეხლა სამხრეთული ფეხბურთი უნდა ითამაშონ თუ ტოტალური, არ გვყავს ფეხბურთელები არაააააა! რა საფრანგეთი რის ესპანეთი, 0-3 ზე მეტი თუ არ წავაგეთ სამივე მატჩი ფეხები უნდა ვუკოცნოთ ქეცბაიას

• gizog

მადლობა ღმერთს, რომ დიდი ანგარიშით არ წავაგეთ. შემდეგ თამაშამდე დიდი დროა შეიძლება დასკვნების გამოტანა და არსებული რესურსებიდან უკეთესის გაკეტება. წინ ხომ ფრანგებთან 2 და ესპანელებთან გასვლაზე მატჩები საკმარისზე მეტი მოტივაცია იქნება, როგორც ფეხბურთელებისთვის ისე მწვრთნელისთვის.

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა