საქართველო-ეგვიპტის ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი წარსდგა

14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საქართველო-ეგვიპტის ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წარსდგა.

- ვფიქრობ, ეს წელი ცუდად არ დავამთავრეთ. ეგვიპტის ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, საინტერესო თამაში გამოვიდა.

ერთი კარგი პასი, ერთი კარგი დარტყმა და უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.

იმედია, საქართველოს ნაკრებისთვის მომავალი წელი კარგი იქნება, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.

- საქართველოს ნაკრების ასეთ უსახურ თამაშზე პასუხი ვინ უნდა აგოს, ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელმა?

- უსახურ თამაშში რას გულისხმობთ? რამდენჯერ მინახიხართ სტადიონზე და ასეთი ფილოსოფიური კითხვა არ დაგისვამთ...

- უსახურ თამაშში ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა უჭირთ...

- ბურთი ხელში უნდა დაიჭირონ?.. დასამალი არ არის, რომ პრობლემები გვაქვს, უნდა ვიმუშავოთ. ფეხბურთელებს არ უნდა დავუკარგოთ, რომ ბოლომდე იბრძვიან.

მოვა ის დროც, როცა სულ სხვა მიზნები ექნება საქართველოს ნაკრებს. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც თუ სწორად გააგრძელებენ მუშაობას, ცოტა ხანში უმაღლეს დონეზე ითამაშებენ.

- შესარჩევში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩამდე კიდევ მოესწრება ამხანაგური მატჩის გამართვა?

- ვნახოთ, წელს ლუქსემბურგს სტუმრად ვეთამაშეთ და თებერვალში აქ თუ მოხერხდება მათთან შეხვედრა, ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არ არის.

- კაშია საყრდენ ნახევარმცველად ათამაშეთ...

- ცენტრალური მცველი ამ პოზიციაზე თუ ითამაშებს, პრობლემა არ არის.

- ჯაბა დვალის თამაშზე რას იტყოდით?

- მისი თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. თავდამსხმელი უნდა გაიქცეს, მოატყუოს, გოლი გაიტანოს... გვაქვს პრობლემები. დვალს დღეს არავისზე ნაკლებად არ უთამაშია.

- ზურაბ ხიზანიშვილს მომავალშიც არ გამოიძახებთ?

- ვნახოთ...

- შესარჩევის დარჩენილ მატჩებში რამდენი ქულის აღებას ვარაუდობთ?

- ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს, მაგრამ ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ. თუ ჯგუფში მესამე ადგილს შევინარჩუნებთ, ეს არ იქნება ადვილი.

კი მინდა, რომ ბოლო მატჩებში 12 ქულა ავიღოთ, თუმცა 4 ქულა რომ მოვიპოვოთ, ცუდი არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი

danielle
ცოტა იაზროვნეთ ბლინ რა!!!! კაცს შემქმნელი არავინ ყავდა, ამ გუნდში ფაქტია რო შეტევაში არავინ აზრზე არაა და ვინც აზრზეა ახალგაზრდები: ჯანო, ყენია, ოქრიაშვილი, მჭედლიძე, კანკავა... ისინი არ ყოფილან. მაქსიმუმი იყო ამთამაშის არ წაგება, ეგვიპტე სერიოზული გუნდია. საერთოდ ზოგადად რო ვიმსჯელოთ ქეცბაიას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ის მაინც ვიცით რო დაცვა გამოასწორა და 6-2 ებს და 5-0 ებს აღარ აგებს ნაკრები... გაიხსენეთ რა ნაკრები ჩაიბარა. ესეთი უმადურობა არ მესმის. დაუნახავი ადამიანებით არის გატენილი ქართული სპორტი და არაპროფესიონალებით... მომინდომეს თოხებით შემტევი ფეხბურთის თამაში!! @@@
lasha
არაა ეგ კაცი ნაკრების მწვრთYნელი რა კლუბისთვის ხო მარა ნაკრებისთვის არ ვარგა
zaza
მე მგონი თავს ვიტყუებთ 90 წუთის განმავლობაში კარში ერთხელ ვერ დაარტყეს რაზე უნდა ისაუბრო ქეცბაია შენიშვნას სართოდ ვერ იტანს თავი სულ მართალი ჰგონია და ძალიან გული მწყდება რომ წინსვლას ნაკრებისას მე პირადად ვერ ვხედავ.
giorgi
ქეცბაია კარგი ფეხბურთელი და ალბათ მწვრთნელიც კარგია,მაგრამ რა ქნას თვითონ ხო არ გამოვა მოედანზე,ბოლო ბოლო ვეღარ უნდა ვთქვათ რო ამ ბიჭებს(ფეხბურთელებს) მოედანზე სირბილი ეზარებათ? შუა თამაშში მუხლებში ძალა აღარა აქვთ,სწორ ადგილზე თავისით იქცევიან,ოდნავ მონდომება არ უნდა ეტყობოდეთ,ტელევიზორში მაინც არ უყურებენ ფეხბურთს,ხალხი 90წუთი ისე დარბიან ამოსუნთქვას ვერ ასწრებენ.გუშინ აზერაიჯანის თამაშს ვუყურე ირლანდიასთან ბურთი არ გაუჩერებიათ მთელი თამაში,ასევე სომხებს,მრცხვენია ამათ რო ვუყურებ. ყველა წინ მიდის ჩვენ კი უკან უკან.
levani
დათო არც ესტონელი ფეხბურთელები წყვეტენ ციდან ვარსვლავებს მაგრამ ფლეიოფში ითამაშეს არც სომხეთსი თამაშობს იბრაგიმოვიჩი და ინიესტა მაგრამ უდიდესი წინსვლა აქვს მათ ნაკრებს აზერებს კი სადაც არ ეზარებათ საკლუბო დონეზე იქ გვიგებენ ამიტომ აქ იმდენად ფეხბურთელებში კი არა ფედერაციასა და ტრენერებშია პრობლემა გუნდს რომ დაავალებ 90წუთიდან 88 ათი კაცით თავი დაიცავიო და ბურთის აუტზე მოგერიებას წარმატებად თვლი მე მგონი დიდი მიხვედრა არ უნდა რომ მთლად დიდი გაქანების ტრენერი არ ხარ ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი რომ შუშაკს შუშანიკიდან ვერ არჩევს რა წინსვლაზე უნდა ვილაპარაკოთ
DAtO
რომელმა ჯურნალისტმა დაუსვა ეს ირონიული შეკითხვა . ფეხბურტელი არ გყვას და ქეცბაიამ რა უნდა ქნას მართლა .. 5 მეტრში რო პას ვერ აძლევ ქეცბაიაა არის შუაში ? კარგით რა მართლა ჯურნალისტები ხართ ყველა პროვოკატორები და ვიტომ ჯურნალისტები............
GIA
უსახური თამაში ნამდვილად იყო. რადგან ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები. ამ ნაკრებით ქეცბაია სასწაულს ვერ მოახდენს და ვერც ერთი მწვრთნელი მსოფლიოში. მთლიანად საფეხბურთო ინდუსტრიაა შესაცვლელი. რასაც წლები სჭირდება.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა