ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დავავიწყდით? პლატინიმ ევრო 2020-ის მასპინძლებში თბილისი არ ახსენა

დავავიწყდით? პლატინიმ ევრო 2020-ის მასპინძლებში თბილისი არ ახსენა

უეფას პრეზიდენტს ჩემპიონატის გამართვა სტამბულში, ბერლინში, მადრიდში, ლისაბონში, რომში, ლონდონში, ამსტერდამში, მოსკოვში, ზაგრებში, ათენში, პარიზსა და ბრიუსელში სურს
2020 წელს ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან 60 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით, მიშელ პლატინიმ თურქეთში გამართულ უეფას კონგრესზე რევოლუციური იდეა გაამხილა, რომ ევროპის ჩემპიონატს არა ერთმა ან ორმა ქვეყანამ, არამედ ევროპის 12-მა ან 13-მა ქალაქმა უმასპინძლოს.

ცნობილი იყო, რომ პლატინის ინიციატივასთან დაკავშირებული დეტალები წლის ბოლოს გამჟღავნდებოდა და აგერ, ინებეთ: გერმანულმა ჟურნალმა "ბილდმა" დაადგინა, რომ უეფას პრეზიდენტი 27-28 ნოემბერს ბრიუსელში უეფას რამდენიმე წევრი ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდება და პროექტს წარუდგენს, რომელსაც 7 დეკემბერს უეფას აღმასკომი განიხილავს, ევროპის ჩემპიონატის ახალი მოდელის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას კი 2013 წლის იანვარში იმედოვნებს.

"ბილდის" ინფორმაციით, პროექტს მხარს უჭერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნოიერბახი, რომელიც ვარაუდობს, რომ ბერლინი სამ შეხვედრას უმასპინძლებს.

"პლატინიმ საკუთარი გეგმები გამანდო, რომელიც აღმასკომს დღემდე არ დაუმტკიცებია. მას სურს, ჩემპიონატს ევროპის 13 ქვეყნის დედაქალაქმა უმასპინძლოს - სტამბულმა, ბერლინმა, მადრიდმა, ლისაბონმა, რომმა, ლონდონმა, ამსტერდამმა, მოსკოვმა, ზაგრებმა, ათენმა, პარიზმა და ბრიუსელმა.

გამონაკლისი შვეიცარია არის, სადაც კანდიდატად არა ბერნი, არამედ, ბაზელი განიხილება. ნახევარფინალსა და ფინალს კი სტამბული უმასპინძლებს, რადგან თურქეთის ქალაქი ფავორიტია.

"აღმასკომის თანხმობის შემთხვევაში, რვა წლის შემდეგ განახლებულ ევროპის ჩემპიონატს მივიღებთ", - განუცხადა გამოცემას ნოიერბახმა.

შეგახსენებთ, რომ პლატინიმ ამ იდეის განხორციელების აუცილებლობა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შედეგებით ახსნა, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ნებისმიერ ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვება, რამდენიმე შეხვედრის მასპინძლობას კი ყველა მოახერხებსო.

ასეთ ფორმატში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენზია საქართველოსაც ჰქონდა. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პლატინის შესთავაზა, ტურნირი პირველი ევროპის ჩემპიონის, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში ჩატარებულიყო და რადგან საბჭოთა ნაკრებში მესხი და მეტრეველი ბრწყინავდნენ, მასპინძლობის უფლება საქართველოსაც ეკუთვნის, მით უმეტეს, რომ მთავრობის მხარდაჭერაც გვაქვს და უეფას მოთხოვნების ნაწილს ვაკმაყოფილებთო.

იდეა მშვენიერია და პლატინის წამოწყებას კარგად ერგებოდა, მაგრამ არარეალურია, რაც ნოიერბახის კომენტარიდანაც დასტურდება - მასთან საუბარში პლატინის ევრო 2020-ის შესაძლო მასპინძელ ქალაქებში თბილისი არ უხსენებია. არადა, მაშინ სფფ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევრო 2020 პლატინის ამ იდეით თუ ჩატარდა, 90 პროცენტით ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოს დედაქალაქიც იქნებაო.

ჩვენ არც იმის შანსი გვაქვს, ბალკანელების მსგავსად, უახლოეს წლებში რეგიონული ტურნირი ჩავატაროთ და მწირი საფეხბურთო ცხოვრება გავიხალისოთ. შეგახსენებთ, რომ რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობის აღსადგენად, სექტემბერში უეფა ბალკანეთის ლიგის დაარსებას დათანხმდა, სადაც ყოფილ იუგოსლავიაში შემავალი ქვეყნების კლუბები ითამაშებენ - სერბეთის, ჩერნოგორიის, ბოსნიის, მაკედონიის, ხორვატიის, სლოვენიის, პლუს უნგრეთ-ბულგარეთის.

ჩვენ ვინღა დაგვწყევლა? უდავოდ კარგი ამბავია, 2015 წელს ევროპის სუპერთასის მატჩს თბილისის "მიხეილ მესხზე" რომ ვუმასპინძლებთ. მაგრამ რეგიონული ტურნირების ხელისშემშლელი პრობლემების მოგვარების გზები არ ჩანს: ჩრდილოეთისკენ გახედვა არ გვინდა; აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან და კავკასიური ლიგის დაარსება გამორიცხულია; თურქული ფეხბურთი ისე განვითარდა, ჩვენთან რეგიონული ტურნირი არ ხიბლავთ, ევროპის ჩემპიონატზე ოცნებაც ზედმეტია და საკუთარ წვენში ვიხარშებით.

უეფა და ფიფა გვეხმარებიან, მაგრამ ამაშიც სხვები გვჯობნიან: ახლახან ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი დავორ შუკერი პლატინისთან "ცარიელი" შევიდა და მომავალი წლისთვის ნაკრების ახალი ბაზისა და ოთხი რეგიონული საფეხბურთო ცენტრის დაფინანსებაზე დაითანხმა.

ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ გრანტს ოთხ წელიწადში ერთხელ მოგვიგდებენ ხოლმე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უეფას მოთხოვნები: რა აქვს შესასრულებელი საქართველოს?

უეფა 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობას ჯერ ბაქოს "ეხვეწებოდა"?!

ზვიად სიჭინავა: უეფას სუპერთასი თბილისში - ეს მხოლოდ დასაწყისია!

რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს

• sulo

იმიტომ აღარ გავახსენდით,რომ აქ პოლიტიკური სიტუაცია ისე მიდის(ივანიშვილის გამო)მაგ დროისათვის ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ვარაუდობენ რომ აქ რუსეთი "გაიჯეჯილებს"და სწორედ ამის გამო ამოგვიღეს ნუსხიდან.

• warning!

ალბათ ანკარა და სტამბოლი ერთი და იგივე გონია )) უბრალოდ ანკარა ძველად ერქვა ეხლა კი სტამბოლი ქვიაო )))

• lasha

თურქეთის დედაქალაქი სტამბული???????? ან შენ არ ხარ ავტორ გეოგრაფიაში გარტყმაშიც კი, ან პლატინი :D :D

• lasha

თურქეთის დედაქალაქი სტამბული???????? ან შენ არ ხარ ავტორ გეოგრაფიაში გარტყმაშიც კი, ან პლატინი :D :D

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ