საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა. ბუნებრივია, კლუბები მომზადებას აგრძელებენ - ზოგან სამუშაო განწყობაა, ზოგან კი სერიოზული პრობლემებია, რაზეც ადრეც არაერთხელ გაუწყეთ...

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა. ბუნებრივია, კლუბები მომზადებას აგრძელებენ - ზოგან სამუშაო განწყობაა, ზოგან კი სერიოზული პრობლემებია, რაზეც ადრეც არაერთხელ გაუწყეთ.

სამტრედიაში საქმეს ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა, გუნდი სამშვიდობოს გავიდა. როგორც "ლელოს" აცნობეს, ზუგდიდის "ბაიასთან" (3:1) დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელობამ გუნდის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და გადაწყვეტილებაც მიღებულია - კლუბის ანგარიშზე 50 ათასი ლარი დაირიცხება. ამ თანხით ფეხბურთელებს ხელფასებისა და პრემიების დავალიანებას გაუსტუმრებენ. გადაწყვეტილების ინციატორი სამტრედიის გამგებელი კობა კანდელაკი და მისი მოადგილე ავთო თადუმაძე არიან, რომლებმაც არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივართა, არამედ, რაიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობა გაითვალისწინეს - სამტრედიელებს ფეხბურთი უყვართ და კლუბის დაშლას არ დაუშვებდნენ. ამ გადაწყვეტილებით გულშემატკივრები კმაყოფილი არიან და იმედოვნებენ, რომ მალე "სამტრედიის" ფინანსურ პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება. გაჭირვებით უკმაყოფილო ფეხბურთელები მოედანს დაუბრუნდნენ და ვარჯიშიც განაახლეს.

"სამტრედია" 16 ოქტომბერს საშინაო არენაზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. თუმცა გუშინ საღამოს ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ შეხვედრის ჩაშლის საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს.

საქმე ისაა, ფოთის "კოლხეთშიც" არანაკლები ფინანსური პრობლემები შეიქმნა, ვიდრე მცირე ხნის წინ "სამტრედიაში". "ლელოს" აცნობეს კიდეც, რომ ფოთელი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს თამაშს არ აპირებენ. გუშინ ფოთელთა პრეზიდენტ თემურ ბარქაიას დავუკავშირდით და არსებულ ვითარებაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- ბატონო თემურ, "კოლხეთის" ფინანსური პრობლემები არ მოგვარებულა?

- სამწუხაროდ, არ მოგვარებულა და კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.

- როგორც შევიტყვეთ, გუნდი "სამტრედიასთან" სათამაშოდ გასვლას არ აპირებს.

- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფული რომ არაა და ამით კმაყოფილი არავინ იქნება, ცხადია.

- ...და ფეხბურთელებიც აღარ ვარჯიშობენ?

- მართალს ბრძანებთ, აღარ ვარჯიშობენ. თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ სანაკრებო შეხვედრა ჩაივლის და "კოლხეთის" გაჭირვებას მოევლება.

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია სამეგრელოს რეგიონის მეორე გუნდი ზუგდიდის "ბაიაც", რაზეც ჩვენს დღევანდელ ნომერში უფრო ვრცლად იხილავთ. ასე რომ, ჯერ 17 ოქტომბერს ბოლნისში "სიონი"-"ბაიას" მატჩის ჩატარებაც საეჭვოა.

ისიც დადასტურდა, რომ "ბაიაში" რამდენიმე დღე სავარჯიშო პროცესი ჩაიშალა. რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ეს ფეხბურთელთა თხოვნით მოხდა, მაინც გაუგებარია - ჩემპიონატის მსვლელობის დროს, სამ-ოთხ დღიან პაუზას არავინ აკეთებს და თუ აკეთებს, ეს უკვე ცუდის ნიშანია. ფეხბურთელების თხოვნით ვარჯიშების ჩაშლა რაღაც სიახლეა. თუმცა გუნდის დაშლის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ასეა თუ ისე, 14 ან 15 ოქტომბერს გაირკვევა, შეძლებს თუ არა "ბაია" დავალიანების გასტუმრებას.

სამეგრელოს კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატს ლაზათი, მაყურებელი და სენსაციური შედეგები შემატეს. ამიტომაც საწყენია, რომ დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში არიან.

შეპირებული სპონსორები არსად ჩანან და გვექმნება შთაბეჭდილება, რომ მათი საკითხი არც გადაწყვეტილა. "ბაია", "კოლხეთი" და "სამტრედია" ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, თუმცა სამინისტროსგან ამ კლუბების "მიმღები" არ ჩანს და არ გვინდა ვიფიქროთ, რომ არც გამოჩნდება.

არც ის გვინდა ვიფიქროთ, რომ ამ კლუბების თავს ისეთივე პრობლემები იქმნება, რამაც წლების წინ ზუგდიდისა და ფოთის კლუბები მათთვის უცნობ რეგიონალლიგაში გადაისროლა. ეს ქალაქები და მათი საფეხბურთო ტრადიციები ასეთ "პერსპექტივას" არ იმსახურებენ. ასე რომ, ჯერ კიდევ უცნობია, 16 და 17 ოქტომბერს დაგეგმილი ტური სრულად ჩატარება თუ "სეკვესტრირებულ" ვარიანტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს