საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს
საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს.

შესაბამისი ასაკის საუკეთესო კალათბურთელები გუნდებში მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან გადანაწილებულნი და პირველობასაც სანახაობრიობა არ აკლია.

ჩემპიონატის ლიდერებმა ბოლო ტურშიც დამაჯერებლად იასპარეზეს. "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა, ხოლო "შსს აკადემიამ" - "რუსთავი". ოლიმპელებს გაუძღვნენ ნუგზარ აბულაძე და საბა ლობჟანიძე. პირველმა 15 ქულა და 5 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ 16 ქულა და 9 მოხსნა.

შსს-ელთა რიგებში და საერთოდ, ტურში გამოირჩა მერაბ მირზიაშვილი, რომელმაც მეტად ეფექტური სამმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა, 11 დაფარება, 13 მოხსნა. დუბლებს ვერ შესწვდა, მაგრამ არანაკლებ ღირებული იყო რეზო როგავა, რომელმაც 15 ქულას 9 პასი და 8 მოხსნა წაუმატა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი რეზოს უმაღლესი ლიგის გუნდშიც რეგულარულად ათამაშებს.

"ჰიუნდაისთვის" "დინამოსთან" სტუმრად გამარჯვება სეზონის პირველი მოგება იყო. მატჩის ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე, რომელმაც 23 ქულას 8 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა წაუმატა. იგი პირველობის სნაიპერთა შორის მეორეა (საშუალოდ 18 ქულა), პირველობას კი არავის უთმობს სოხუმელი ოთარ ბულიავა - 18.8.

6.8 შედეგიანი გადაცემით მეპასეთა რიგებს ლიდერობს რეზო როგავა, ხოლო მოხსნებში საუკეთესო "სოხუმის" კალათბურთელი ლერი კვანტალიანია - საშუალოდ 15.5.

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი

ოლიმპი-სოხუმი 65:53

9:11, 16:19, 24:12, 16:11

ოლიმპი: გ. ბაქრაძე (2ქ), ნადირაძე (2ქ), ბრაგვაძე, იაშვილი (8ქ, 3ჩ), გოგოძე (4ქ), იაკობიძე, ცირეკიძე (10ქ, 7მ), აბულაძე (15ქ, 5პ, 5მ, 4ჩ), ნ. ბაქრაძე, ფხაკაძე (8ქ, 5მ, 3დ), ბიჭაშვილი, ლობჟანიძე (16ქ, 9მ).

სოხუმი: მეგენეიშვილი (5ქ, 3პ), გაფრინდაშვილი (7პ, 6მ), ძიძიგური (13ქ, 2დ), ტყაბლაძე, გოლეთიანი (3ქ), კვანტალიანი (17ქ, 14მ, 2დ), ბულიავა (15ქ, 14მ, 3პ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი.

დინამო-ჰიუნდაი 88:95

16:21, 20:20, 28:25, 24:29

დინამო: ამირხანაშვილი, ლილუაშვილი (8ქ, 6ჩ, 7პ), ჩოჩია (23ქ), მესხი (9ქ, 8მ, 4პ), ორმოცაძე (11ქ, 4პ, 4ჩ), დოლიძე (7ქ, 6მ, 2დ), გელაზონია (18ქ, 15მ), ღუდუშაური (12ქ, 5მ, 3პ, 3ჩ).

ჰიუნდაი: სანაძე (15ქ, 7პ), ტომარაძე (18ქ, 4პ), ლომიძე, ზაქრაძე (23ქ, 7მ, 8პ, 6ჩ), გიორგაძე (20ქ, 9მ, 4პ, 3ჩ), ბუთხუზი (12ქ, 11მ), მაჭავარიანი (7ქ, 6მ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

შსს აკადემია-რუსთავი 69:64

24:15, 11:13, 14:18, 20:18

შსს აკადემია: მეგრელიძე, რ. როგავა (15ქ, 8მ, 9პ, 2დ), გორდულაძე (11ქ), ჟორჟოლიანი (9ქ, 8მ), ლოლიშვილი (13ქ, 9მ), ხეთაგური, რ. როგავა (8ქ, 9მ, 3პ), მირზაშვილი (11ქ, 13მ, 11დ), კენჭიაშვილი, არუთინოვი (2ქ).

რუსთავი: ლორთქიფანიძე (15ქ), ქიტოშვილი (23ქ, 4პ), არაბული (6ქ, 13მ, 3პ), დვალი (5ქ), ნარჩომაშვილი (6ქ, 11მ), გაგნიძე (9ქ, 9მ), ჯაჯანიძე.

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ოლიმპი 4 4 0 295/206 8

2. შსს აკადემია 4 3 1 266/243 7

3. სოხუმი 4 2 2 282/306 6

4. ჰიუნდაი 4 1 3 305/353 5

5. რუსთავი 3 1 2 247/250 4

6. დინამო 3 0 3 211/248 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა