ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა პანამასთან, გახარებულია, რომ ვისენტე დელ ბოსკემ გუნდში დააბრუნა
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ხუან მატა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა პანამასთან, გახარებულია, რომ ვისენტე დელ ბოსკემ ის ეროვნულ გუნდში დააბრუნა.

ჰავბეკი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელორუსისა და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებში "წითელი ფურიას" რიგებს მიღმა დარჩა, თუმცა პანამის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრისთვის, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა, ვისენტე დელ ბოსკემ ის კვლავ ნაკრებში გამოიძახა.

"ბოლო დროს ნაკრების გარეთ დარჩენის გამო დამწუხრებული ვიყავი, მაგრამ ამჯერად კვლავ ბიჭების გვერდით აღმოვჩნდი, - თქვა მატამ. - გამარჯვება იოლად არ მოგვიპოვებია. პანამელები ბოლო დროს კარგად თამაშობენ და აქვთ შანსი, მუნდიალზე მოხვდნენ".

24 წლის ფეხბურთელის აზრით, მოთამაშეთა მდგომარეობაზე პანამურმა სიცხემ ძალიან იმოქმედა - მატჩის დროს ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებდა.

"ფიზიკური კონდიციები არ იყო ოპტიმალური, თუმცა კარგი თამაშის ჩვენება მაინც მოვახერხეთ. დავდგით საფეხბურთო სპექტაკლი და ახლა ესპანეთში ბრწყინვალე განწყობით ვბრუნდებით", - უთხრა მატამ Goal.com-ს.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა