გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებების თავკაცებმა ამხანაგური ურთიერთშეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან ფრედ დასრულებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უპირველესად, მისი გუნდის დაცვაში კარგმა თამაშმა მოხიბლა.

"ჩემთვის ეს პოზიტიური მატჩი იყო. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შვედეთთან შეხვედრის შემდეგ.

ამ მატჩს ძირითადის ბევრი მოთამაშე აკლდა, თუმცა ჩვენ დისციპლინირებულად გავისარჯეთ", - თქვა ლიოვმა.

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ლუი ვან გაალმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი შეგირდები მეორე ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე პირველში.

"მეტოქეს ძალზე დიდ სივრცეებს ვუთმობდით, თუმცა ჩვენი კარის აღების შანსი არცთუ ხშირად ჰქონიათ.

შესვენების შემდეგ მოვუმატეთ, დავეუფლეთ ბურთს და ვაიძულეთ მეტოქე, გახსნილიყო, რამაც ჩვენს შეტევებს განვითარების საშუალება მისცა", - თქვა "ნარინჯისფერთა" დამრიგებელმა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრებს ეს ნაკრებები 6 თებერვალს გამართავენ. ჰოლანდია - იტალიას, გერმანია კი საფრანგეთს გაეჯიბრება.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა