"დეილი მირორი" "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
"დეილი მირორი" "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ქალაქელები" 21 წლის მარიო ბალოტელის რომელიმე იტალიურ კლუბს მიჰყიდიან, მის ნაცვლად კი "ეტიჰადზე" "ლივერპულის" 25 წლის ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესს გადაიბირებენ.

"სიტიში" მზად არიან, მერსისაიდელებთან ვაჭრობა 40 მილიონი ფუნტით დაიწყონ. სუარესმა ენფილდელებთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება ზაფხულზე გააფორმა, რომლის თანახმად, ის კვირაში 120 ათას ფუნტს იღებს.

ტაბლოიდს გამოეხმაურა "წითლების" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, ვინც აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.

"სუარესი ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, ვის გაყიდვაზეც შეიძლება ვფიქრობდეთ. ის ბრწყინვალე თავდამსხმელია, ვინც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს შრომობს.

ჩვენ პირიქით, გუნდის გაძლიერებას ვგეგმავთ და ლუისის გასხვისება ამ მხრივ გამოსავალი ნამდვილად არ იქნება.

"ლივერპულში" ის თავისი კარიერის განვითარების ახალ ეტაპზეა. სუარესს რეგულარულად გააქვს გოლები და მისით ყველა კმაყოფილია. წინადადება ვისგანაც არ უნდა მივიღოთ, მას არც კი განვიხილავთ," - აცხადებს როჯერსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა