ამერიკელებმა ყველაზე ცუდი სპორტული პროფესიების რეიტინგი გამოაქვეყნეს
ცნობილმა ამერიკულმა ინტერნეტ-გამოცემამ Bleacher Report-მა შეადგინა ყველაზე უარესი სპორტული პროფესიების რეიტინგი.

კლასიფიკაციაში მოხვდა 20 პროფესია. მათგან ყველაზე ცუდი ყოფილა ამერიკული ფეხბურთის იუნიორთა ლიგაში არბიტრის სამუშაო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იუნიორთა ტურნირში მსაჯის არასწორი გადაწყვეტილება შესაძლოა, არბიტრის ცემით დასრულდეს.

Bleacher Report-მა მეორე ადგილზე დააყენა ნიუ იორკში Yankee-ს სტადიონზე დამლაგებლად მუშაობა.

მესამეა - ჟოკეის სამუშაო. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჟოკეები დიდი რისკის ქვეშ არიან ცხენებთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, მუდმივად ფიზიკური ვარჯიშები უწევთ, დადიან საუნაში და იღებენ დამასუსტებელ საშუალებებს წონის დასაგდებად.

მეშვიდე ადგილი დაიკავა საფეხბურთო არბიტრის სამუშაომ, მერვეზეა დოპინგ-სინჯისთვის შარდის შემგროვებლის პროფესია, მე-14 ადგილი უკავია "შარლოტ ბობკეტსის" კალათბურთელის სამუშაოს (ამ კლუბმა შარშან NBA-ს ისტორიაში ყველაზე უარესი გუნდის სტატუსი მოიპოვა).

ბოლო პოზიციაზეა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეთა ფორმის მრეცხავის პროფესია.

ასევე, სიაში ვხედავთ ასეთ პროფესიებს: წყალსაცავებსა და ტბორებში დაკარგული გოლფის ბურთების შემგროვებელი მყვინთავი, მთებზე დაღუპული ალპინისტების მწმენდავი და ა. შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე