სიტყვებით ძნელია გადმოსცე ის, თუ როგორ შეასრულა ეს 11-მეტრიანი 20 წლის ფეხბურთელმა
ბრაზილიის და კოლუმბიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ნიუ ჯერსიში დაუპირისპირდნენ და მაყურებლებს საკმაოდ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს, თუმცა ერთი გარემოების გამო მატჩი მაინცდამაინც მაღალი დონის არ გამოვიდა.

საქმე იმაშია, რომ "მეტლაიფ სთედიუმის" მინდორი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მოთამაშეებს, გარდა იმისა, რომ შეცდომა ხშირად მოსდიოდათ, ეპიზოდებში გადაადგილებაც უჭირდათ.

ამ შეხვედრას ორივე გუნდი მოგებათა სერიით შეხვდა - კოლუმბიას ზედიზედ 4, ხოლო ბრაზილიას 6 მატჩი ჰქონდა მოგებული, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი სერიოზული მეტოქე ამ გუნდებს ბოლო პერიოდში არ ჰყოლიათ.

პირველმა ტაიმმა კოლუმბიის უპირატესობით ჩაიარა და ხოსე ნესტორ პეკერმანის შეგირდებმა დამსახურებული გოლი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე გაიტანეს.

"პორტუს" უნიჭიერესმა შემტევმა ჯეიმს როდრიგესმა (რომელიც საკუთარ თავს ხამეს როდრიგესს უწოდებს) საგოლე პასით ხუან კუადრადო მოამარაგა და "ფიორენტინას" ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი, რა თქმა უნდა, ბრაზილიელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა მოედნის ცუდი მდგომარეობა "პენტაკამპეონებს" ხელს აშკარად უშლიდა და ნორმალური შეტევის ორგანიზება მანო მენეზეშის შეგირდებს არაფრით გამოსდიოდათ.

ასეთ სიტუაციაში თამაში საკუთარ თავზე ნეიმარმა აიღო და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე ნიჭიერი და უდიდესი მომავლის მქონე ფეხბურთელია.

"სანტოსის" შემტევმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ორ მეტოქეს მარტივად გაუსწორდა და საკმაოდ რთული მდგომარეობიდან უზუსტესი დარტყმის განხორციელება მოახერხა.

ამ ლამაზი გოლის მიუხედავად, ეს მატჩი ქომაგებს, პირველ რიგში, სულ სხვა ეპიზოდის გამო დაამახსოვრდებათ და ნეიმარისთვის სამწუხაროდ, იმ ეპიზოდის ანტიგმირი სწორედ ის იყო.

შეხვედრის მე-80 წუთზე, კოლუმბიელთა საჯარიმოში შეტევაში ჩართული დანი ალვეში წაიქცა და არბიტრმა პენალტი დანიშნა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას კოლუმბიელთა მწვავე პროტესტი მოჰყვა და გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ პაბლო არმერომ ბურთზე ითამაშა და 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.

საბოლოოდ სამართლიანობამ იზეიმა და ნეიმარმა ბურთი კარს ააცილა, თუმცა "კარს ააცილა" საკმაოდ რბილი ნათქვამია (იხილეთ ვიდეო).

სიტყვებით ძნელია გადმოსცე ის, თუ როგორ შეასრულა ეს 11-მეტრიანი 20 წლის ფეხბურთელმა - ეჭვი გვეპარება, როდისმე რომელიმე ფეხბურთელს ასეთი დონის გუნდების მატჩში პენალტი კარისთვის ამხელა მანძილით აეცილებინოს.

სერხიო რამოსის ცნობილი 11-მეტრიანი (ბაიერნთან) და დევიდ ბექჰემის დარტყმაც (თურქეთთან, როდესაც ფეხი დაუცდა), ამ პენალტთან ახლოსაც ვერ მივა.

თავად "სანტოსის" ფეხბურთელმა უიღბლობა მოედნის საფარს დააბრალა. "მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო. ამას მხოლოდ პენალტის გამო არ ვამბობ, საფარმა მთლიანად თამაშზეც იმოქმედა" - განაცხადა მატჩის შემდეგ ნეიმარმა, რომელსაც თანაგუნდელი კაკა და მეტოქის მეკარე დავიდ ოსპინაც დაეთანხმნენ.

კაკა: "მოედანი მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო და ეს 11-მეტრიანის დროსაც გამოჩნდა. იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება და მით უმეტეს ამის გამო თავის მართლება არ მსურს".

დავიდ ოსპინა: "ბურთი განსხვავებულად ხტოდა და ბალახზე გადაადგილებაც ჭირდა. მან (ნეიმარმა) ბურთი ძალიან მაღლა დაარტყა და ჩემი აზრით, ამაში ნაწილობრივ დამნაშავე მინდორი იყო, მაგრამ მოედნის საფარი ორივე გუნდისთვის ცუდი იყო და ამის გამო ორივე გუნდი დაზარალდა".

ბრაზილიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, არგენტინაში გამართავს, სადაც მხოლოდ ეროვნულ პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელები იასპარეზებენ. 2013 წელს კი "სელესაოს" ჯერ მხოლოდ ერთი თამაში აქვს დაგეგმილი - 6 თებერვალს ბრაზილიელები სტუმრად ინგლისს გაეჯიბრებიან.

ბრაზილია-კოლუმბია 1:1

ბრაზილია (4-5-1): დიეგო ალვეში - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ლეანდრო კასტანი (ფაბიო სანტოსი 80) - რამირესი, პაულინიო, კაკა, ტიაგო ნევეში (ლუკას მოურა 73), ოსკარი (ჟულიანო 88) - ნეიმარი.

კოლუმბია (4-3-3): ოსპინა - კუადრადო, იეპესი, მოსკერა, არმერო - მ. ტორესი (ა. რამირესი 85), ე. ვალენსია, კ. სანჩესი - ჯ. როდრიგესი, ჯ. მარტინესი (ტ. გუტიერესი 85), ფალკაო.

გოლები: 0:1 კუადრადო (44), 1:1 ნეიმარი (64).

გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (81).

გაფრთხილება: ლეანდრო კასტანი, რამირესი - იეპესი, არმერო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა