ჰოლანდიის ნაკრებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ გერმანიასთან შიშნარევი ფეხბურთი ითამაშა
პრინციპულ მეტოქესთან ზედიზედ ორი მარცხის (0:3, 1:2) შემდეგ ჰოლანდიელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი გუნდი გერმანიასთან ამჯერად მაინც ითამაშებდა ისეთ ფეხბურთს, როგორსაც "ნარინჯისფერებისგან" მთელი საფეხბურთო ჰოლანდია ითხოვს.

თანაც, მატჩის წინ ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმა ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ მის ხელში გუნდი ისევ შემტევ, ტიპურ ჰოლანდიურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ოთხშაბათს ასეთი ვერაფერი ვნახეთ და თანაც, "ამსტერდამ არენამ" ლუისს და მის გუნდს უსტვინა და გარდა ამისა, ვან გაალს კიდევ ერთი პრობლემა გამოუჩნდა.

ჩვენმა გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ გერმანიასთან შიშნარევი ფეხბურთი ითამაშაო - ასე შეაფასა ჰოლანდიურმა პრესამ ბუნდესგუნდთან 0:0.

"ამსტერდამ არენას" პუბლიკაც იმედგაცრუებული იყო - მატჩის მიწურულს ვან გაალისა და მისი გუნდის მისამართით სტვენა ისმოდა და თავად ლუისიც ნირწამხდარი ჩანდა.

ეს ლოგიკურიცაა, რადგან მატჩის წინ ვან გაალმა ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, "ბაიერნს" შემტევი ფეხბურთი მე ვასწავლე, მაგრამ კლუბის ბოსებმა ეს არ დამიფასესო და ცხადია, ძალიან უნდოდა, ამ შეხვედრაში გაეცა პასუხი რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესისთვის, რომელსაც "ბაიერნიდან" წამოსვლის შემდეგაც არაერთხელ დაუპირისპირდა.

ჰუნტელაარი გაბრაზებულია

შეხვედრის წინ ვან გაალმა ლიოვისკენაც გაისროლა - იოახიმი დიდი მწვრთნელი არ არის, რადგან ჯერ არცერთი ტიტული არ მოუგიაო. სიტყვას საქმე კი ვერ მოაყოლა: ძირითად შემადგენლობაში გამწესებული ფეხბურთელების გვარებით თუ ვიმსჯელებთ, ჰოლანდიას შემტევი და თვალსასეირო ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ "ნარინჯისფერებს" არაფერი გამოუვიდათ - ბუნდესგუნდის კართან მომენტების შექმნა ვერ მოახერხეს.

ვან გაალის ბიჭებს ბურთი იშვიათად ჰქონდათ და როცა ჰქონდათ, თითქოს არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.

"მაყურებლების სტვენა მისაღებია, რადგან ვერაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მათ არ მოეწყინათ," - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ არიენ რობენმა.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ჰოლანდიის ნაკრების 61 წლის დამრიგებელს ოთხშაბათის შემდეგ ახალი პრობლემა აქვს: რობინ ვან პერსი გერმანიასთან მატჩს ტრავმის გამო დააკლდა და მიუხედავად ამისა, ლუისმა კლაას-იან ჰუნტელაარი მაინც არ ათამაშა.

სასტარტოში ცენტრფორვარდად დირკ კუიტი გაამწესა, ჰუნტელაარი კი ბოლომდე სკამზე დატოვა, რამაც შალკელის გაბრაზება გამოიწვია - მან მოედანიც და სტადიონიც უსიტყვოდ დატოვა. ვან გაალმა თქვა, ჰუნტელაარი იმიტომ არ ვათამაშე, რომ ფორმაში არააო და ფაქტია, რომ კლაას-იანს არც ეს განცხადება მოეწონებოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...