15 ნოემბერს "კანტუ" ევროლიგაზე ლუბლიანაში "ოლიმპიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 79:81 დამარცხდა
ევროლიგაში 15 ნოემბერს გამართულ ტურში სამივე ქართველის გუნდმა ითამაშა. საინტერესო დამთხვევაა, რომ სამივე შეხვედრაში ანგარიშში 2-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" წარმატებამდე სულ მცირედი დააკლდა. კანტუელები ლუბლიანაში "ოლიმპიას" შეხვდნენ და 79:81 წააგეს.

ქართველი უკანახაზელი კანტუელთაგან მეორე ბომბარდირი გახდა. 20 ქულით საუკეთესო პიეტრო არადორი გახდა, ხოლო მანუჩარმა 15 დააგროვა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ტრადიციულად "კანტუს" ხუთეულში იყო და მოედანზე 29,26 წუთი იმყოფებოდა. მარკოიშვილმა 5-დან 3 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 5 ორიანიდან კი მხოლოდ 1 მიითვალა. 15 ქულასთან ერთად ქართველ კალათბურთელს 2 მოხსნა ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ბოლო ათწუთეულის წინ ლუბლიანელები 3 ქულით აგებდნენ, თუმცა ბოლო წუთები უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ლუბლიანელებს დიდად დაეხმარა სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი, რომელმაც 30 ქულა დააგროვა.

ეს ოლიმპიელთა მეორე გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში და ამ შედეგით სლოვენიური გუნდი ცხრილში "კანტუს" დაეწია. მომდევნო ტურში, 23 ნოემბერს, მარკოიშვილის გუნდი "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა