რას ფიქრობს კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე საქართველოს ნაკრებზე
რას ფიქრობს კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე საქართველოს ნაკრებზე, როგორ აფასებს ეგვიპტესთან შეხვედრას, რატომ უჭირს გუნდს შეტევების ორგანიზება და კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება?

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ეგვიპტესთან მატჩზე რას გვეტყვი?

- ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგი იყო. პირველ ტაიმში საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და მატჩის შედეგი სწორედ ამან განაპირობა. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეგვიპტეს ძლიერი ნაკრები ჰყავს და მოგება ადვილი არ იყო.

- ეგვიპტელებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ...

- მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენც რამდენჯერმე გადავრჩით. ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენც გვაკლდა.

- საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევების განვითარება და კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება, რაც ქართული ფეხბურთის სახე იყო. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- წამყვანი მოთამაშეების ნაწილი არ გვყავდა და ეს ბუნებრივიც იყო. ასე გუნდის ათამაშება ლევან ყენიასა და ჯანო ანანიძეს შეუძლიათ. მათი არყოფნა კი ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისი იყო და ბუნებრივია, ისე ვერ ვითამაშეთ, მაყურებელი რომ ითხოვდა.

- ფინეთში მოგება შეგეძლოთ, მაგრამ 10-კაციანმა მეტოქემ ანგარიში გაგვითანაბრა.

- გეთანხმებით, ფინეთში უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს.

- ბელორუსში რა მოგივიდათ?

- სწრაფმა გოლმა გაგვტეხა და თამაშის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ. ესეც ასაკის ბრალია. ასეთ დროს თამაშის შემოტრიალება გამოცდილ მოთამაშეებს ეხერხებათ.

- შენი აზრით, საქართველოს მე-3 ადგილის დაკავების პოტენციალი გააჩნია?

- ამ მიზნის შესრულება სავსებით რეალური იქნება, ფინეთს სახლში თუ მოვუგებთ.

- ბელორუსთან თუ ფინეთთან უკვე ვითამაშეთ. შენი აზრით, რომელი გუნდია მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი კონკურენტი?

- ორი აზრი არ არის, ბელორუსი ბევრად უფრო ძლიერი გუნდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი

თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..

დავით კვირკველია: საქართველოს ნაკრებში მცირე, მაგრამ პროგრესი იგრძნობა

messi001
ძალიან ცუდი თამაში იყო.. ძალიან უსახურად გამოვიყურებოდით.. ამ კაშიას რას ერჩის ქეძბაია ვერ გავიგე კაცი ცენტრალური მცველია და რას დააპროწიალებს.. ხიზანას მაგივრად ამისულას შეუწყვილე რა შე დალოცვილო.. ნუ დატანჯე კაშია ჩვენ და შენი თავიც .. რა უბედურება ესეთი სიჯიუტე
bubi
ყენიას 10 წუთი ათამაშებს,და ვერ ათამაშა მაგ შეხვედრაში..
vava vava vava
"ეგვიპტესთან მატჩში ყენია-ანანიძის არყოფნა დაგვეტყო" ყენიასი რა მოგახსენო სანდრო, მაგრამ ანანიძის არყოფნა კი მაგრად დაგეტყოთ და არა მარტო მისი.
ILIA
ლორიამ გვიხსნა წაგებისგან.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა