სამწუხაროდ, ქართველ კალათბურთელს ბოსტონელთა წინააღმდეგ მატჩში არ უთამაშია
"ბრუკლინ ნეთსის" მორიგი გამარჯვება. თორნიკე შენგელიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი "ბოსტონი" დაძაბულ ბრძოლაში - 102:97 დაამარცხა.

ბოლო მეოთხედის წინ ბრუკლინელები 5 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების გასახარად, გადამწყვეტი პერიოდი 28:18 მოიგეს და სეზონში მე-6 გამარჯვება მიითვალეს.

სამწუხაროდ, არ უთამაშია თორნიკე შენგელიას. პირველად მოხდა, რომ ქართველი ფორვარდი ბრუკლინელთა განაცხადში არააქტიური იყო.

შენგელია სათადარიგოთა სკამზე კი იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა. ასეთი უფლება ჰქონდათ ბრუკლინელთა ახალბედებს - მირზა ტელეტოვიჩსა და ტაიშონ ტეილორს, რომლებსაც თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბრუკლინელთა შორის საუკეთესო ბრუკ ლოპესი იყო, რომელმაც 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება მოინაგრა. 24 ქულა ჰქონდა დერონ უილიამსსაც.

ამ გამარჯვებით "ნეთსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში "მილუოკისთან" ერთად მეორე ადგილზე განთავსდა. ორივე გუნდს 5 მოგება და 2 მარცხი აქვს. პირველზე 6 მატჩში დაუმარცხებელი "ნიუ იორკია".

მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" საკრამენტოში 18 ნოემბერს გამართავს. სწორედ საკრამენტოში ითამაშებს 17 ნოემბერს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "ატლანტა".

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად