ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნაოპერაციებმა ოთარ მარცვალაძემ ვარჯიში განაახლა

ნაოპერაციებმა ოთარ მარცვალაძემ ვარჯიში განაახლა

"კრასნოდარის" ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და ახალ კლუბში ახალი წლის შემდეგ თუ ჩაირიცხება

ოთარ მარცვალაძემ ვარჯიში განაახლა და ნელ-ნელა დატვირთვებს ზრდის. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ნახევარი წელი გაუცდა, რადგან საზარდული აწუხებდა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდართან" კონტრაქტი ივნისში გაწყვიტა, რაც დიდი სიურპრიზი იყო - რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო მოთამაშემ კლუბი მთავარ მწვრთნელთან, სლავოლიუბ მუსლინთან კონფლიქტის გამო დატოვა.

მაშინ იყო ინფორმაცია, რომ მარცვალაძეს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" დაბრუნებას სთავაზობდნენ. უკლუბოდ დარჩენილი თავისუფალი აგენტით დაინტერესება "ვოლგას" მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაადასტურა, მაგრამ ნიჟნელთა თავკაცები შარშან გაშვებულ ქართველ ფეხბურთელებს (ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა) კუთვნილ ხელფასებს დღემდე არ უხდიან და დაბრუნება მარცვალაძემ თავად არ ისურვა.

მერე რუსული პრესა ამტკიცებდა, რომ ქართველ ლეგიონერს რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ სარანსკის "მორდოვიაში" გადასვლას და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაზე" 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ.

არასწორი გამოდგა რუსული მედიის ის ვარაუდიც, რომ ოთარს მოსკოვის ოლქის "ხიმკის" მთავარ მწვრთნელად დანიშნული ომარ თეთრაძე მიიწვევდა - ახალგაზრდა მწვრთნელს მუშაობა არ აცალეს და მალე გაათავისუფლეს.

სამწუხაროდ, ოთარ მარცვალაძე ახალ წლამდე ვერ ითამაშებს. "კრასნოდარი" საკმაოდ უტაქტოდ მოექცა, რადგან კონტრაქტი იმ დროს გაუწყვიტა, როდესაც 27 წლის თავდამსხმელს საზარდული აწუხებდა.

ოთარმა ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და ახალ კლუბში ახალი წლის შემდეგ თუ ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტის დაწესებას აპირებენ. 1 დეკემბერს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის სხდომაზე ინგლისურ მოდელს განიხილავენ, რომლის თანახმადაც, კლუბს განაცხადში მაქსიმუმ 7 ლეგიონერის შეყვანის უფლება ექნება.

საამისოდ კი, უცხოელმა წინა სეზონში კლუბის შემადგენლობაში შეხვედრათა 70 პროცენტი უნდა ჩაატაროს, ხოლო ეროვნულ ნაკრებში - შესარჩევ ციკლში მატჩების 70 პროცენტი. თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკამყოფილებს, გუნდი ვალდებულია, რუსეთის საფეხბურთო კავშირს 2 მილიონი რუბლი (დაახლოებით 63 700 დოლარი) გადაუხადოს. ოთარს კი პროცენტები არც კლუბში უგროვდება და არც ნაკრებში.

თუმცა, საეჭვოა, მარცვალაძეს პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა გაუჭირდეს, რადგან რუსეთში საკმაოდ კარგი სახელი აქვს და ვეჭვობთ, დაინტერესებულ კლუბს განაცხადში ოთარის შესაყვანად 63 700 დოლარის გადახდა დაენანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოთარ მარცვალაძე: უარესიც ხდება, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება...

უგუნდოდ მყოფ ოთარ მარცვალაძეს ტომსკის "ტომი" ეპატიჟება

გაჯი გაჯიევი: მინდა, ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა!

ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"

ლეგიონის უქმეები: სანდრო კობახიძისა და ოთარ მარცვალაძის გოლები [+VIDEO]

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...