წლის უკანასკნელი ბაშოს მესამედი მიილია და ქართველ სუმოისტებს ჯამში 3 გამარჯვება აქვთ
წლის უკანასკნელი ბაშოს მესამედი მიილია და ქართველ სუმოისტებს სავალალო შედეგი აქვთ - ორივემ ერთად ჯამში 3 გამარჯვება იზეიმა.

განსაკუთრებით ცუდად წაუვიდა საქმე მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე), რომელმაც სტარტზე მოიგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა დათმო.

15 ნოემბერს მისი მეტოქე ოძეკი კოტოშოგიკუ იყო, რომელმაც ქართველს მავაშში ხელის ჩაჭიდების საშუალება არ მისცა.

ტოჩინოშინს წინ კიდევ უფრო დიდი გამოცდა ელის - 16 ნოემბერს მის წინააღმდეგ დოჰიოზე ახალგამომცხვარი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დადგება.

წააგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი). მან შეუტია ტოიოჰიბიკის, მაგრამ "გაშმაგებულმა ხარმა" (იაპონელის მეტსახელია) მეტოქე გვერდიდან დაიქნია. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს და 16 ნოემბერს მე-10 მაეგაშირა იკიოის ხვდება.

ბაშოს 5-5 მოგებით ოთხი რიკიში უდგას სათავეში, მათ შორის, იოკოძუნა ჰაკუჰო.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰომაშო (კოტენაგე), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატედაშინაგე), კაკურიუ-ოკინოუმი (იორიკირი), შოჰოზანი-კისენოსატო (ჰიკიოტოში), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოოშუ-ამინიშიკი (იორიკირი), ტოჩიოძანი-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), გოეიდო-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), ტაკაიასუ-მასუნოიამა (კუბინაგე), ტოიოჰიბიკი-გაგამარუ (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), გოეიდო (სეკივაკე), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6), ჩიოტაირიუ (მ 15)….. 2-3: გაგამარუ (მ 7).. 1-4: ტოჩინოშინი (მ 3).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, ჰაკუჰო-შოჰოზანი, კისენოსატო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, კოტოოშუ-კაკურიუ, მიოგირიუ-ოკინოუმი, ჰომაშო-კაისეი, ტოჩიოძანი-ტაკაიასუ, ტაკეკაძე-ტოიოჰიბიკი, გაგამარუ-იკიოი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა