კაპიტან გეორგიოს კარაგუნისის მიერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმა საბერძნეთის ნაკრებს საშუალება მისცა, საქართველო უკან ჩამოეტოვებინა და ამასთან, ნოემბრამდე ჯგუფის ლიდერობა დაებევებინა...

კაპიტან გეორგიოს კარაგუნისის მიერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმა საბერძნეთის ნაკრებს საშუალება მისცა, საქართველო უკან ჩამოეტოვებინა და ამასთან, ნოემბრამდე ჯგუფის ლიდერობა დაებევებინა.

მატჩი უდავოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა. ყველამ მშვენივრად იცის, თუ რაოდენ დიდი ძალაა ისრაელის ნაკრებისთვის იოსი ბენაიუნი. მისმა მძიმე ტრავმამ გუნდს დაღი დაასვა და ებრაელთა შემტევი პოტენციალი გაანახევრა. ლუის ფერნანდესის გუნდს თავიდანვე ეტყობოდა, რომ საბერძნეთში ფრისთვის იყო ჩასული და ამისთვის ცდაც არ დაუკლია, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

შეხვედრის დებიუტში ბერძნებს სოტირის ნინისი დაუშავდათ, მაგრამ ამ უსიამოვნო ამბავმა მათ განწყობაზე უარყოფითად ვერ იმოქმედა. ფერნანდო სანტუშის ხელმძღვანელობით საბერძნეთის ნაკრები დაცვითიდან შემტევი სტილის გუნდად თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა და გუშინდელი მატჩის უდიდესი ნაწილიც ბურთის ფლობასა და მეტოქის ნახევარზე აქტიურობაში გაატარა.

მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელში გახსნეს და უპირატესობა არც ამის შემდეგ დაუთმიათ. შესვენების შემდეგ პუბლიკამ კიდევ უფრო შინაარსიანი ფეხბურთი იხილა. თითქოს ბერძნებს საქმე მშვიდად უნდა მიეყვანათ სასურველ დასარულამდე, მაგრამ სპიროპულოსის ავტოგოლმა მათი გეგმები არია. სანტუშის შეგირდები გონს მომენტალურად მოეგნენ და პირველი გოლის ავტორ სალპინგიდისის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კარაგუნისმა გოლად აქცია. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, სასტარტო ტურში საქართველოსთან ქულების დაკარგვის შემდეგ, საბერძნეთმა მაინც მოახერხა ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსის დამტკიცება.

საბერძნეთი-ისრაელი 2:1

საბერძნეთი: სიფაკისი – პაპადოპულოსი, ვინტრა, პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი – კარაგუნისი, კაფესი, კაცურანისი, ნინისი (15. ფეტფაციდისი) – სალპინგიდისი (87. მანიატისი), სამარასი (81. მიტროღლუ).

ისრაელი: ავათი – ქეინანი, ბონდარი, გერშონი – თ. კოენი (70. არლოეი კოენი), რაფაელოვი, ნათხო (63. ვერმოთი), გოლასა, ალმოქ კოენი – კოლაუტი (76. ბარდა), შეხტერი.

გოლები: 1:0 სალპინგიდისი (22), 1:1 სპიროპულოსი (59. ს.კ.), 2:0 კარაგუნისი (63. პენ.)

1. საბერძნეთი 4 2 2 0 4-2 8

2. ხორვატია 3 2 1 0 5-1 7

3. საქართველო 4 1 3 0 2-1 6

4. ისრაელი 4 1 1 2 5-5 4

5. ლატვია 4 1 1 2 3-5 4

6. მალტა 3 0 0 3 1-6 0

შვილი მამას არ ჩამორჩა

ამხანაგური მატჩი

ხორვატია-ნორვეგია 2:1

ხორვატია: პლეტიკოშა – სტრინიჩი, შიმუნიჩი, შილდენფელდი, პრანიჩი (90. პოკრივაცი) – ვუკოიევიჩი (61. დუიმოვიჩი), მოდრიჩი (46. ილიჩევიჩი), მანძუკიჩი, სრნა (88. ბულიატი) – ედუარდო (61. ბილიჩი), კრანჩარი.

ნორვეგია: იარსტეინი – ჰანგელანდი (64. ველერი), დემიდოვი, რუუდი, რიისე – აბდელაუე (59. ჰუსეკლეპი), ჰენრიკსენი, იენსენი (46. გრინდჰეიმი), მოენი (85. რინდაროი) – ბრაატენი (65. კარეუ), პედერსენი.

გოლები: 0:1 აბდელაუე (21), 1:1 მანძუკიჩი (35), 2:1 კრანჩარი (50)

სანამ ზლატკო კრანჩარის მიერ გაწვრთნილი ჩერნოგორიის ნაკრები "უემბლიზე" ინგლისთან ფრისთვის გააფთრებით და წარმატებით იბრძოდა, დაახლოებით იმავე დროს მის ვაჟ ნიკოს ხორვატიის ნაკრების მაისურით გამარჯვების გოლი გაჰქონდა.

როგორც ხედავთ, სლავენ ბილიჩის გუნდმა უტეხი ხასიათი გამოავლინა და ნორვეგიას ამხანაგური თამაში შემოუტრიალა. ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ისრაელთან რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ოფიციალურ მატჩთან შედარებით, არაერთი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ.

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო