ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლელა ჯავახიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია

ლელა ჯავახიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია

მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე რაუნდში ქართველმა მოჭადრაკემ კატერინა ლაგნოს მოუგო
უკრაინელი დიდოსტატი კატერინა ლაგნო ორგზის ევროპის ჩემპიონია (2005 და 2008 წწ.) და 2553 პუნქტით ქალთა მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია (რომ არაფერი ვთქვათ სხვა მიღწევებზე), რაც მის ძალასა და შესაძლებლობებზე მიუთითებს.

ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე რაუნდში მას საქართველოს ნაკრების წევრი, 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული, ევროპის გუნდური ჩემპიონატების მეორე და მესამე პრიზიორი ლელა ჯავახიშვილი დაუპირისპირდა.

პირველი პარტია ქართველმა დიდოსტატმა 26-ე სვლაზე ყაიმით დაასრულა, მეორეში კი შავი ფიგურებით უფრო შემართებით ითამაშა, ეტლების ენდშპილში 73-ე სვლაზე გადამწყვეტ მატერიალურ და პოზიციურ უპირატესობას მიაღწია, რის გამოც უკრაინელმა მეტოქემ წინააღმდეგობა შეწყვიტა და ქართველ კოლეგას მესამე რაუნდში, ანუ მერვედფინალში გასვლა მიულოცა.

მეორე ეტაპის პირველი ტურის შემდეგ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ნინო ხურციძე - ჩვენებურმა ჩინელ ჟაო სიუსთან 14 ნოემბერს შავი ფიგურებით წააგო.

მარცხის მიუხედავად, მან შეძლო ძალების მობილიზება და აზიელ მეტოქეს 15 ნოემბერს თეთრებით 39-ე სვლაზე სძლია და წონასწორობა აღადგინა.

16 საუკეთესოში მოსახვედრად 16 ნოემბერს ისინი ტაი-ბრეიკებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

უძლიერესის გამოსავლენად ჯერ ორ 25-წუთიან პარტიაში (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) მოსინჯავენ ძალებს. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ მეტოქეებს ორ-ორი 10-10 და 5-5-წუთიანი ორთაბრძოლები ელით. იმედია, ქართველი მოჭადრაკე ამ ბარიერსაც წარმატებით გადალახავს.

ჩემპიონატის მთავარი სენსაცია ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის - ჰოუ იფანის (ჩინეთი) მარცხი იყო: აზიელმა მოჭადრაკემ პირველი პარტია შავი ფიგურებით მოუგო პოლონელ მონიკა სოჩკოს, 15 ნოემბერს კი თეთრი ფიგურებით დანებდა მას და ისინიც ტაი-ბრეიკებში გაარკვევენ ურთიერთობას.

უკვე გაუწყეთ, რომ მე-2 რაუნდის მოულოდნელობა იყო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ასპარეზობის რეიტინგფავორიტის - ჰამფი კონერუს (ინდოეთი) წაგება 2008 წლის ევროპის ჩემპიონ ნატალია ჟუკოვასთან (უკრაინა).

ამ უკანასკნელმა 15 ნოემბერს, მეორე პარტიაშიც დაჯაბნა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოაშორა.

მეორე ეტაპის მე-2 ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - ანა უშენინა (უკრაინა), 0,5:0,5 (საერთო ანგარიში - 1:1), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) - ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0,5:0,5 (1:1), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) - ჰუან ძიანი (ჩინეთი) 0:1 (0,5:1,5), ოლგა გირია (რუსეთი) - მარი სებაგი (საფრანგეთი) 0:1 (0,5:1,5), ვალენტინა გუნინა (რუსეთი) - ალისა გალიამოვა (რუსეთი) 0:1 (0,5:1,5), ირინა კრუში (აშშ) - პია კრამლინგი (შვედეთი) 1:0 (1:1), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - ჰოან თან თრანგი (უნგრეთი) 1:0 (1,5:0,5), ელინა დანიელიანი (სომხეთი) - ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) 0,5:0,5 (0,5:1,5), მარიცა რობაინა არიბასი (კუბა) - მარია მუზიჩუკი (უკრაინა) 0,5:0,5 (0,5:1,5), ნატალია პოგონინა (რუსეთი) - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 1:0 (1,5:0,5), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - ანა ზატონსკიხი (აშშ) 0,5:1,5 (1:1), ჟუ ჩენი (ყატარი) - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 0:1 (0,5:1,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"