შვედეთი-ინგლისის ამხანაგურ მატჩში სტივენ ჯერარდის იუბილე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე თამაშმა დაჩრდილა
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა გერმანიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ გათამამებულ შვედებთან ექსპერიმენტული შემადგენლობის დაპირისპირება გაბედა და თამაშის დასრულების შემდეგ ეს ალბათ ძალიანაც ინანა.

"ტრე კრუნურმა", უფრო სწორად, მისმა ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სტუმარს შავი დღე აყარა. ჰოჯსონმა ამით ნაკრების კაპიტან სტივენ ჯერარდს მეასე საიუბილეო შეხვედრით ტკბობის საშუალება არ მისცა.

შეხვედრა დაიწყო და სტუმრებმა მცირე ინიციატივა იგდეს ხელთ, თუმცა პირველი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. დებიუტანტმა რაჰემ სტერლინგმა მეტოქის ნახევარზე მარტინ ოლსონთან ბრძოლაში ბურთი დაკარგა. მასპინძლებმა რამდენიმე გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ზლატანი მონახეს, ვისი პირველი დარტყმაც სტივენ კოლკერმა (ასევე დებიუტანტმა) თავის თავზე მიიღო, მაგრამ ტოტენჰემელმა დამატებას უკვე ვეღარაფერი მოუხერხა - 1:0.

31-ე წუთზე კოლკერი და ჯო ჰარტი იმდენად ცუდად გაისარჯნენ, რომ მეორე გოლი აუცილებლად უნდა გასულიყო, მაგრამ მატიას რანეგის სიზუსტემ უმტყუნა.

მალე სტუმრებმაც შექმნეს საგოლე მომენტები. მაგალითად, გატანა მართებდა ტომ კლევერლის. 35-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ეშლი იანგმა მარცხენა ფლანგზე სისწრაფის წყალობით ჩამოიტოვა შვედი მცველი და დენი უელბეკს გადააწოდა, ვისაც ერთი მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია - 1:1.

სამ წუთში უკვე კოლკერმა გამოიყენა ჯერარდის საჯარიმო და მანაც ახლო მანძილიდან შეაგდო - 1-2.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გატანა ლეონ ოსმანსა და ჯერარდს შეეძლოთ, მაგრამ ორჯერვე დამაჯერებლად ითამაშა ანდრეას ისაკსონმა.

თამაშის ბოლო 13 წუთი მთლიანად იბრასი გამოდგა. მან ჯერ იდეალურად დაამუშავა მაღალი პასი მკერდით და ჰარტს ახლო კუთხეში შეუგდო (2:2), მერე 25-26 მეტრიდან ბრწყინვალე საჯარიმო გაიტანა (3:2), მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მთლად შედევრი შემოგვთავაზა, როცა ჰარტის მიერ თავით უაზროდ მოგერიებულ ბურთს საჯარიმოს გარედან მაკრატელა დარტყმით მიუჩინა ადგილი.

მატჩის შემდგომ

როი ჰოჯსონი (ინგლისი):

"ეს არ იყო ჯო ჰარტის საუკეთესო თამაში, მაგრამ საერთო ჯამში, მის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. ასე რომ, სანერვიულოც არაფერია. ის რომ ჩვენი გუნდის მეკარეა, ძალიან გაგვიმართლა.

ეს ფეხბურთია და მსგავსი რამეები ხდება. ახლა იოლი იქნებოდა ჰარტის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი, მაგრამ იქამდე განმეორებით მჭირდება ყველაფრის ნახვა, რათა დასკვნები გავაკეთო. ჩემი აზრით, ყველა გოლი გუნდური შეცდომების ბრალია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო იბრაჰიმოვიჩის მეოთხე ბურთი, რომელიც ნამდვილად განსაკუთრებულთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ.

70 წუთის განმავლობაში ჩემი ფეხბურთელები ნამდვილად კარგად თამაშობდნენ. წაგება არავის სიამოვნებს, მაგრამ დღეს ბევრმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო. ჩემი შტაბი კი აუცილებლად სასარგებლო დასკვნებს გამოიტანს ამ მარცხიდან.

2013 წელს ოპტიმისტურად ვუყურებთ".

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი):

"ინგლისელებთან ყოველთვის ასეა - თუკი გოლი გაგაქვს მათი ნაკრების კარში, მაშინ კარგი ფეხბურთელი გამოდიხარ. თუ არა, მაშინ პირიქით.

მახსოვს, ლიონელ მესი მათთვის 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - მხოლოდ მას მერე, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა.

შესაძლოა, ამის მერე ჩემზეც ასე ილაპარაკონ.

მეოთხე გოლის ეპიზოდში ჰარტი კარიდან შორს იყო გამოსული და ამიტომაც გადავწყვიტე პირდაპირ დარტყმა. უკვე ძირს დავარდნილმა დავინახე, რომ ბურთი მიზანში მიფრინავდა. მცველმა მოგერიება რომ სცადა, არა, არ ქნაო, კინაღამ ხმამაღლა დავიყვირე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა