ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან
"ჩავიხედე ჩემს სინდისში და თანამდებობაზე ვრჩები", - ასეთია ზვიად სიჭინავას პასუხი სპორტის ახალი მინისტრის შეთავაზებაზე.

ლევან ყიფიანმა სფფ-ის თავკაცს ურჩია, "სინდისში ჩაეხედა" და გადაწყვეტილება ისე მიეღო, თუმცა...

რატომ არ აპირებს გადადგომას, იყო თუ არა ყოფილი ხელისუფლების ფავორიტი, რომელი თანამდებობა მიაჩნია საქართველოში პრესტიჟულად და თუ "იცნობს" ლევან ყიფიანს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ექსკლუზიურად "კვირის პალიტრისთვის" ჰყვება.

- ცოტა ხნის წინ სპორტის ახალ მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდით. გარდა იმისა, რომ გირჩიათ, სინდისში ჩაგეხედათ და გადაწყვეტილება ისე მიგეღოთ, კიდევ რაზე ილაპარაკეთ?

- ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ბატონ მინისტრს მოვახსენეთ, რა გაკეთდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რა პროგრამები ამუშავდა, დაიგეგმა და რას ველით სახელმწიფოსგან. სფფ უეფა-ს წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენ გვევალება უეფასთან ურთიერთობა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ფეხბურთის კანონი და ა.შ.

ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში გამოიყოფა ფინანსური ჯგუფი, რომელთან ერთადაც განვიხილავთ, რა დაფინანსება გვექნება 2013 წელს, რა პრიორიტეტებზე გაკეთდება აქცენტი და სხვ.

- და რაც შეეხება სინდისს?

- პირველ დღეს, როცა ახალი მინისტრი ყველა ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ლევან ყიფიანმა გვითხრა, თქვენს სინდისში ჩაიხედეთ და სინდისთან იყავით მართალიო.

გარდა იმისა, რომ საკუთარ სინდისში "ჩავიხედე", კონსულტაცია ვეტერან ფეხბურთელებსა და ჩემს თანამშრომლებთანაც გავიარე და გადავწყვიტე, დავრჩე.

აღმასკომის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ მქონდა.

- თქვით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდით, მაგრამ ვადის ამოწურვამდე 50 წუთით ადრე განაცხადი მაინც შეიტანეთ. რატომ?

- ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ ზვიად სიჭინავა არ არის, არც თემურ ქეცბაია, ალექსანდრე ჩივაძე ან რევაზ არველაძე. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენს ფედერაციას უეფას წინაშე აქვს აღებული.

ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება: პლატინის ვიზიტი თბილისში, 2015 წლის სუპერთასის ფინალის მასპინძლობის უფლება, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე თამაშის მასპინძლობის შანსი და ა.შ, შემთხვევითი არ არის და იმის დამსახურებაა, რომ უეფასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- მართლაც მოგთხოვეს სფფ-ის იმ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერ წერილზე მოაწერა ხელი?

- ის წერილი ბატონმა კახა კალაძემ შემოიტანა და პირველი ვიყავი, ვინც ხელი მოაწერა. წერილი ქართულ ფეხბურთში დემეტრაძის დამსახურებას ეხებოდა და დღესაც რომ შემოიტანონ, უპრობლემოდ მოვაწერ ხელს.

სხვათა შორის, პირველი თქვენ მეკითხებით იმ წერილზე. აქამდე მეგონა, არავინ იცოდა. დიახ, მოვაწერე, მაგრამ ეს გუშინდელი დღეა, უკვე წინ წავედით და რატომ უნდა გავიხსენოთ?

პირადად ჩემთვის დრო ყოველთვის ერთნაირია - მთავრობები იცვლებიან, ქართული ფეხბურთი კი რჩება.

- რა მოგცათ სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე გატარებულმა ორმა წელიწადმა?

- დამიჯერეთ, ეს ჯადოსნური ადგილია და ბედის მადლობელი ვარ ამ პოსტისთვის. ეს არის თანამდებობა, რომლის მფლობელისაც ყველას შურს, რომელზეც ყველა ოცნებობს, რომელიც ილუზიებს აჩენს.

მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც საქართველოში შეიძლება მიაღწიო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაა, რადგან ქართველებისთვის ფეხბურთი სხვა რაღაც არის.

ეს ადგილი გუბერნატორსაც უნდოდა, მინისტრის მოადგილესაც, მინისტრსაც, პრემიერ-მინისტრსაც და ბევრ სხვას, რადგან ამაზე უკეთესი ადგილი საქართველოში არ არსებობს და არც იარსებებს.

ყოველთვის ვიტყვი, რომ საქართველოში ორი პრესტიჟული ადგილია: ქვეყნის პრეზიდენტობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა!

(იხილეთ სრულად)

რატი შელეგია

გაზეთი ”კვირის პალიტრა”

Walkabout
მართალია ეს კაცი ისეა ფეხბურთთან როგორც ვირი ტურნიკზე, მაგრამ მაინც არ უნდა გადადგეს...
dato
ვაჟბატონო ზვიად აბა ის გაიხსენეთ კლუბ გაგრაში რო დარეკეთ და თემურ ჩხაიძეს განთავისუფლება მოითხოვეთ იმის გამო რომ ხელი მოაწერა ბატ.ბიძინას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
bujanga
რა გინდა ამ კაცს ფეხბურთი გართობა გგონია მხოლოდ და ერთობა..აცალეთ..ჯერ ვალები ისტუმრა..მიხედავს აწი ფეხბურთსაც..
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს