სან ანტონიოში ერთმანეთს კონფერენციის ლიდერები - "სპურსი" და ჯერაც დაუმარცხებელი "ნიუ იორკი" დაუპირისპირდნენ
რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა, მაგრამ ძალიან ბევრ საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი.

სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან სან ანტონიოში ერთმანეთს ხვდებოდნენ კონფერენციის ლიდერები - "სპურსი" და ჯერაც დაუმარცხებელი "ნიუ იორკი". სწორედ "სან ანტონიოსთან" მატჩი უნდა ყოფილიყო საუკეთესო ტესტი მაიკ ვუდსონის გუნდის ამბიციებისა და ძალის შესამოწმებლად, მით უმეტეს, რომ "ნიუ იორკს" სან ანტონიოში ზედიზედ ცხრა მატჩი ჰქონდა წაგებული.

საინტერესო იყო ერთი მომენტი: "ნიქსი" წელს საშუალოდ მხოლოდ 87.8 ქულას უშვებს, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია, "სპურსის" ანალოგიური მაჩვენებელი კი 92.6 ქულას შეადგენს, რაც ასევე არ არის ცუდი შედეგი.

ასე რომ, აღნიშნულ მატჩში დაცვითი კალათბურთის მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით.

მაგრამ უკვე პირველივე მეოთხედმა აჩვენა, რომ ორივე გუნდს დაცვა დავიწყებული ჰქონდა: საწყის 12 წუთში მათი ჯამური მონაგარი 64 ქულა იყო. ერთხელ სტუმრებმა ხუთი ქულით მოახერხეს წინ გასვლა, მაგრამ ეს მაქსიმალური სხვაობა იყო. თავიდანვე ბრწყინვალედ ათამაშდა რეიმონდ ფელტონი, რომელმაც სასტარტო მეოთხედში ცხრა ქულა ჩაიწერა აქტივში.

მეორე მეოთხედში კარგად წარმოაჩინეს თავი "ნიქსის" რეზერვისტებმა. 6 წუთში სტივ ნოვაკმა და რაშიდ უოლასმა 14 ქულა დააგროვეს, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა პოპოვიჩის გუნდის სასტარტო შემადგენლობა და 12:4 გაქცევა მოაწყო, რამაც "სპურსს" პირველი ტაიმი ორი ქულით მოაგებინა.

ამასობაში, მესამე მეოთხედში გუნდებმა შედეგიანობას უკლეს. ბევრს აცილებდნენ ტიმ დანკანი და ტონი პარკერი, სტუმრებს კი ბოლო 6 წუთისა და 40 წამის განმავლობაში მხოლოდ სამი ზუსტი საჯარიმო და თამაშიდან ერთი ზუსტი ნასროლი დაუგროვდათ.

მეოთხე მეოთხედი ტიაგუ სპლიტერის შესანიშნავი სოლოთი დაიწყო. ბრაზილიელმა ზედიზედ 13 ქულა დააგროვა. ლეგიონერმა მარტომ მოუტანა "სპურსს" 12-ქულიანი უპირატესობა. ისე ჩანდა, რომ ამ დარტყმისგან სტუმრები გონს ვეღარ მოვიდოდნენ.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, "ნიუ იორკი" შემთხვევით არ არის რეგულარულის ლიდერი. ჯეისონ კიდისა და ფელტონის დუეტს ორი წუთი დასჭირდა ათი ქულის დასაგროვებლად და სანამ "სპურსი" ამ შოკიდან გამოდიოდა, "ნიქსმა" მალე მეორე სპურტი მოაწყო. იმავე კიდმა, ტაისონ ჩენდლერმა და ჯეი არ სმიტმა 15:2 გაქცევა განახორციელეს.

პოპოვიჩს ორი ტაიმ-აუტის აღება მოუწია, მაგრამ საფინალო სირენამდე 37 წამით ადრე, 95:102-დან მატჩის მოგება შეუძლებელი ჩანდა.

დანკანის, პარკერისა და ლეონარდის შორეული ტყორცნებიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს, ისიც სირენამდე ხუთი წამით ადრე.

სან ანტონიო-ნიუ იორკი 100:104

31:33, 26:22, 19:17, 24:32

ს-ა: პარკერი (19+6 მოხსნა+12 პასი), ლეონარდი (16+9 მოხსნა), დანკანი (14+14 მოხსნა+3 დაფარება), სპლიტერი (13), ჯინობილი (12), ჯექსონი (10+11 მოხსნა).

ნ-ი: ფელტონი (25+7 პასი), სმიტი (17+5 მოხსნა), კიდი (14+3 დაფარება), ჩენდლერი (13+11 მოხსნა), უოლასი (10), ენტონი (9+12 მოხსნა).

დღის გმირი ლებრონ ჯეიმსია

სათამაშო დღის გმირად შეიძლება მოინათლოს NBA-ის მოქმედი MVP - ლებრონ ჯეიმსი.

"დენვერთან" მატჩში ფლორიდელები ტრავმირებული დუეინ უეიდის გარეშე თამაშობდნენ, ამიტომაც "მეფეს" დამატებითი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა - "ჰიტის" გეგმებში არ შედიოდა ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში მესამე წაგება.

და ჯეიმსაც არ დააღალატა თავისი გუნდი. მისი სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავი იყო: 27 ქულა, 12 შედეგიანი პასი, 7 მოხსნა, 3 დაფარება და ერთი ჩაჭრა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ლებრონმა საჭირო დროს გამოიჩინა თავი - მატჩის ბოლოს.

მეოთხე მეოთხედში მან რვა ქულა დააგროვა, მათ შორის გადამწყვეტი საჯარიმოები ჩააგდო საფინალო სირენამდე 23.7 წამით ადრე. ამის შემდეგ, სხვაობა ექვსი ქულა გახდა და "ნაგეტსს" გადარჩენის მიზერული შანსი დარჩა.

დენვერი-მაიამი 93:98

20:28, 22:26, 24:25, 27:19

დ: მილერი (19+5 მოხსნა+7 პასი), მაკგი (18+6 მოხსნა), ფარიდი (16+20 მოხსნა), გალინარი (13), ჯ. ჰემილტონი (11), იგუოდალა (10+6 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (27+7 მოხსნა+12 პასი+3 დაფარება), ბატიე (18), ბოში (14), მილერი (12+5 მოხსნა).

რონდოს გარეშე ბოსტონი სხვა გუნდია

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რამდენს ნიშნავს "ბოსტონისთვის" რაჟონ რონდო. საკმარისია იმის თქმა, რომ მის გარდა, "სელტიქსის" დამრიგებელ დოკ რივერსს შემადგენლობაში ნომინალური პლეიმეიკერი არ ჰყავს.

რაჟონის გარეშე "ბრუკლინის" უკანა ხაზს ხელფეხი გაეხსნა.

მართალია, დერონ უილიამსი და ჯო ჯონსონი სიზუსტის დაბალი პროცენტით უტევდნენ, მაგრამ, ამასთან, თავის გამოჩენის ძალიან ბევრ შანსსაც იღებდნენ.

ლეანდრო ბარბოზასა და ჯეისონ ტერის მათ წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, უილიამსმა და ჯონსონმა ერთად 43 ქულა,12 შედეგიანი პასი და 11 მოხსნა დააგროვეს. "ნეტსმა" კი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.

ბრუკლინი-ბოსტონი 102:97

31:26, 28:24, 15:29, 28:18

ბრუ: უილიამსი (24+8 პასი), ლოპესი (24+6 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (19+8 მოხსნა), ჰემფრიზი (10+13 მოხსნა).

ბოს: პირსი (22+7 მოხსნა), ბარბოზა (17), გარნეტი (14+7 მოხსნა), ლი (13+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერი (10+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!