კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა დავით თავართქილაძის წერილით "დინამო" თბილისი" და თბილისის "დინამო" კომპრომისს უმიზნებენ"
რედაქციისაგან

"ლელოს" 16 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა დავით თავართქილაძის წერილი სათაურით "დინამო" თბილისი" და თბილისის "დინამო" კომპრომისს უმიზნებენ".

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახლანდელ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა ჟურნალისტის სუბიექტური პოზიციით.

რედაქცია წყვეტს ხსენებულ თემაზე პუბლიკაციებს და იმედოვნებს, რომ საერთო საქმის სასიკეთოდ ქართული სპორტის ორ უძველეს ბრენდს - "დინამოსა" და "ლელოს" შორის ურთიერთობას ზემოხსენებული დასანანი გაუგებრობით ჩრდილი არ მიადგება.

აუცილებელი განმარტება

დავით თავართქილაძე:

"დინამოს" ყოფილ დამფუძნებლებს კლუბის დაბრუნებაზე პრეტენზიები გაუჩნდათ - ამ თემასთან დაკავშირებით ჩემმა სტატიებმა კლუბის ხელმძღვანელობის განაწყენება გამოწვია.

ჟურნალისტის აზრი, რაგინდ არგუმენტირებული არ უნდა იყოს ის, მაინც სუბიექტურია, ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტი არ არის ამა თუ იმ მოვლენების უშუალო მონაწილე.

ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ჟურნალისტის ნამუშევარი არ გამოდგეს ყოვლისმომცველი და გააჩინოს კითხვები.

სწორედ ამიტომ, არასდროს მქონია იმის პრეტენზია, რომ ჩემი მოსაზრება აქსიომაა და მის გარშემო კამათი არ შეიძლება, ჟურნალისტიკა ამიტომაც არის საინტერესო და რთული ხელობა.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ამ კონკრეტულ და სხვა თემებზეც სიამოვნებით ვისაუბრებდი "დინამოს" პრეზიდენტთან თუ კლუბის სხვა რომელიმე ხელმძღვანელთან.

იმის თქმასაც არ მოვერიდები, რომ იყო დრო, როცა საქართველოში ძალიან ჭირდა ქალაქიდან ქალაქში მიმოსვლა, მაგრამ ჟურნალისტები მაინც გულით ემსახურებოდნენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, "დინამოს" და სხვა ქართული გუნდების ავან-ჩავანს შეძლებისდაგვარად აშუქებდნენ, ოღონდაც მაშინ არავის არ აინტერესებდა, რის ფასად გვიჯდებოიდა ეს ყველაფერი. ბეჭდვითი მედიაში არც ახლაა საქმე დალხინებულად.

შეცდომები "დინამოსაც" მოსვლია და ჟურნალისტებსაც მოგვდის, ამისგან დაზღვეული არავინაა, ამოსავალი წერტილი კი ჩემთვის და ალბათ ყველა ქართული კლუბისთვის ერთმანეთში პარტნიორული დამოკიდებულებაა.

შევიტყვე, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით მიუღებელი გამოდგა ჩემი წინა სტატია "დინამოზე", რომელიც 16 ნოემბერს "ლელოში" გამოქვეყნდა (იხილეთ ვრცლად), მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ჩემი მიზანი და სურვილი სულაც არ ყოფილა "დინამოს" ხელმძღვანელობის განაწყენება.

ადამიანურად შევწუხდი, რომ კონკრეტული პიროვნებების განაწყენება გამოვიწვიე. ამ საქმეში მე არც მომრიგებელი მოსამართლე ვარ, არც პროკურორი და არც ვინმეს ადვოკატი. ამ დავაში მტყუან-მართალის დადგენა ჟურნალისტიკის სფეროს სცილდება და ალბათ სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დავაზე ჟურნალისტმა არ უნდა წეროს.

"ლელოს" და "დინამოს" ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის და ეს პარტნიორობა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს კი არა, ქართულ ფეხბურთს ემსახურებოდა. იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

koba_72
ბატონო თავართქილაძე კარგია რომ მიხვდი რომ შენი სტატიები არაფრის მომცემი, მეტის საშინელება, იყო, თან ათასი ტყული გეწერა შიგნით!!! დაანებე დინამოს კბენას თავი და წერე იმ გუნდზე რომელშიც მუშაობ!!!! შეეშვი დინამოს თორემ ამოგვივა ყელში შენი ქმედებები!!!!
Walkabout
მართალია, მათ ადგილზე მეც გავნაწყენდებოდი... რაც შეეხება ჟურნალისტის სუბიექტურობას, მართალია რომ ყველა მოსაზრება თავისებურად სუბიექტურია, მაგრამ მე დინამოს ირგვლივ დაწერილ ბოლო სტატიებში სუბიექტურობაზე მეტად მიკერძოებულობა დავინახე...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა