საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტების პირველი მატჩი ბოლო წამს გაშვებული არეკნით დათმო
17 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტების პირველ მატჩში იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მატჩის ბოლოს გაშვებული არეკნით 22:25 დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

"ბორჯღალოსნები" შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, რომელმაც დაახლოებით 28 მეტრი მანძილიდან ხელსაყრელი საჯარიმო ზუსტად შეასრულა - 3:0. სამიოდე წუთში მასპინძელთა სასარგებლოდ კიდევ ერთი ჯარიმა დაინიშნა. ამჯერად უფრო შორიდან, თუმცა "მეკოს" სიზუსტემ არც უღალატა და 6:0.

შეხვედრა მილტონ ჰეიგის შეგირდთა სცენარით წარიმართა, "ამომავალი მზის ქვეყნის" შვილები კი შერკინებაში ვერაფერს გვიპირისპირებდნენ. 13-ე წუთზე მორიგი საჯარიმოს დროსაც კვირიკაშვილმა ზუსტად დაჰკრა - 9:0.

სხვაობის შემცირების შანსი საჯარიმო დარტყმით იაპონელებს მიეცათ, თუმცა 19-ე წუთზე იუმუ გორომარუმ ვერ ივარგა - ანგარიში უცვლელია.

ამის შემდეგ კი მდგომარეობა მოედანზე ნელ-ნელა ჩვენთვის უარესობისკენ შეიცვალა. სტუმართა 15-მა ნომერმა ექვსი წუთის შემდეგ მაინც შეძლო ის, რაც მანამდე ვერ გააკეთა - ამჯერად უფრო ახლოდან, 29 მეტრიდან, კარის პირისპირ დანიშნული საჯარიმო ზუსტად დაჰკრა და 9:3.

იაპონელებმა საწყისი 15-წუთიანი ჩავარდნის შემდეგ ნელნელა ფხა გამოაჩინეს. 35 წუზე გორომარუმ მესამე ცდაზე ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 9:6 გახადა, იქამდე კი მსაჯმა მოედნიდან ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა.

ტაიმის მიწურულს იაპონელთა ჩათვლის მოედნიდან 6 მეტრში შერკინება დაინიშნა, ბურთს გორგოძე დაეუფლა, მაგრამ სამ იაპონელს შორის მოქცეულმა ბურთი დაკარგა. პასუხად იაპონელმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს მარცხენა ფრთაზე და ჰიროტოკი ონოძავამ ლელო დაგვიდო. გორომარუმ საკმაოდ რთული პოზიციიდან რეალიზაცია ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმიც აქ დასრულდა - 9:13.

შესვენების შემდეგ მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 12:13. მასვე მატჩის 50-ე წუთზე კვლავ მიეცა ჯარიმის შესრულების შანსი და "მეკო" კვლავაც 100% შედეგი აჩვენა! ამით საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა შეძლო - 15:13.

52-ე წუთზე მერაბმა კვლავ იყოჩაღა და საქართველოს ნაკრებს პირველი ლელოც მოუტანა. "ბორჯღალოსნებმა" შერკინებიდან შეტევა მარჯვენა ფლანგზე განავითარეს, რისი დასრულებაც "მეკომ" წარმატებით შეძლო და ზედ ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა - 22:13.

თითქოს ჩვენებს ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ქართველების ლელოს სტუმრებმა გორომარუს ზუსტი საჯარიმოთი მალებე უპასუხეს - 22:16. მომდევნო 10-15 წუთში კი იაპონელები გორომარუმ კიდევ ორი ზუსტი საჯარიმოთი ახიერა და ანგარიში გაათანაბრა - 22:22.

მატჩის ბედი ბოლო წუთზე იაპონელთა შესრულებულმა ზუსტმა არეკნმა გადაწყვიტა. კოსო ონომ მოულოდნელად დაჰკრა და თავისიანები გაახარა - 22:25. შეხვედრაც აქ დასრულდა.

შემოდგომის ტესტების მეორე მატჩს "ბორჯღალოსნები" 24 ნოემბერს, ფიჯის ნაკრებთან გამართავენ. იმედი ვიქონიოთ, საქართველოს ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი ამ წაგებიდან სწორე დასკვნებს გააკეთებს და გუნდს ძლიერ მეტოქესთან სათანადოდ განაწყობს.

შემოდგომის ტესტები

17.11. თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო-იაპონია 22:25 [ფოტორეპორტაჟი]

კვირიკაშვილი (ლ, რ, 5ჯ)

ონოძავა (ლ), ონო (ა), გორომარუ (5ჯ, რ)

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. გიორგი თხილაიშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.

იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიორში, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოძავა, 10. კოსი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოთა ჰორი, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ჰოტოში ონო, 5. ლუკ თომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მაიკლ ლიტჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.

16. ჰარუკი ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. ჰიორში იამასიტა, 19. მაიკლ ბროდჰურსტი, 20. ტიუ ჰოლანი, 21. აცუში ჰივასა, 22. იუ ტამურა, 23. გო არუგა.

მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)

NIKA
ტრაგედია არა,მაგრამ ძაან დასანანია.უზომოდ მეწყინა ეს წაგება,მითუმეტეს საწყენია,როცა წაგება ჩვენი შეცდომების დამსახურებაა ვიდრე მეტოქის კარგი თამაშის.ბურთის წინ დავარდნა ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლია.მე არ მინახავს სერიოზული ნაკრები რომელსაც ამდენი წინ თამაში აქვს ერთ თამაშში.დასახვეწია სათამაშო დისციპლინა და გვაკლია როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური სისწრაფე.მოკლედ არის უამრავზე უამრავი კომპონენტი რაზეც უნდა იმუშაოს ქართული რაგბის სამყარომ.განსაკუთრებით ინტენსიურად უნდა იმუშაონ ბავშვთა რაგბში.ბავშვებს რომლებიც მივლენ რაგბზე უნდა დახვდეთ პირველ რიგში მაღალკვალიფიციური სამწვრთნელო გუნდი რომლებიც სწორი მიმართულებით ავარჯიშებენ და გაზრდიან პროფესიონალ მორაგბეებად.ამავე დროს უნდა მივხედოთ ინფრასტრუქტურას.
barka
იაპონიასთან წაგება ტრაგედია არაა. ტრაგედია ისაა რომ 27000–იანი სტადიონი ნახევრამდეც ვერ გავავსეთ. ასე რაგბი ჩვენთან არ განვითარდება.ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ. იმედია ფიჯისთან თამაშზე მეტი მაყურებელი იქნება. ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში აუცილებელია პროგრესისათვის.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...