საფეხბურთო ექსპერიმენტი, სამი მსაჯის ნაცვლად მოედანზე 5 მსაჯის ყოფნას რომ ითვალისწინებს მომავალ წელს გამოიცდება, რათა 2014 წლის მუნდიალისთვის დაინერგოს.

საფეხბურთო ექსპერიმენტი, სამი მსაჯის ნაცვლად მოედანზე 5 მსაჯის ყოფნას რომ ითვალისწინებს მომავალ წელს გამოიცდება, რათა 2014 წლის მუნდიალისთვის დაინერგოს.

"საუკეთესო მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამწლიან მოსამზადებელ პროგრამას 2011 წელს დაიწყებენ და ყოველმა მათგანმა მუშაობა როგორც 2 ასევე 4 ასისტენთან ერთად უნდა დაიწყოს"- უთხრა "ასოშეიტიდ პრესს" ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვალკმა.

"თუ ჩვენ გვინდა რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მომზადებული შევხვდეთ, ეს გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის უნდა მივიღოთ"-ამბობს ვალკი.

ვალკი ფიქრობს რომ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ, რომელიც ფეხბურთის წესებს ქმნის, ეს საკითხი მომავალი წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა განიხილოს. დაგეგმილია 2 წლიანი ექსპერიმენტის ჩატარება სხვადასხვა ტურნირებზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აღნიშნული ექსპერიმენტი თუ გაამართლებს , 2013 წელს კონფედერაციის თასზეც ჩატარდება.

ესქსპერიმენტი ლაინსმენების გარდა, ორივე კარის უკან კიდევ თითო მსაჯის დაყენებას ითვალისწინებს.

სამსაჯო სტანდარტების გაუმჯობესება ფიფას პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა წლევანდელ მუდნიალზე მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების შემდეგ განსაკუთრებით მოინდომა. დიდი როლი ითამაშა ასევე გასული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი-ოფში, საფრანგეთი-ირლანდიის მატჩში, ტიერი ანრის მიერ ხელის ორჯერ შეხებით გატანილმა გოლმაც, რომელიც მსაჯებმა ჩათვალეს.

"2014 წელს რაღაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ მსაჯები. შეუძლებელია ადგე და ერთ წელიწადში მექანიკურად დაამატო ორი ასიტენტი . მათ ერთად უნდა იმუშაონ"-ამბობს ვალკი.

ფეხბურთის წესების დამწესებელი ორგანიზაცია IFAB, რომლის წარმომადგენლები ფიფადან და ბრიტანეთიდან არიან, მოსალოდნელ სამსაჯო ცვლილებებზე მომავალ კვირას უელსის ქალაქ ნიუპორტში, ვალკთან ერთად იმსჯელებს.

გიორგი კუცია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა