მოსკოვის "სპარტაკის" თავკაცი უნაი ემერი 20 ნოემბერს მოსკოვში გასამართ შეხვედრაში გამარჯვებას იმედოვნებს
20 ნოემბერს მოსკოვის "სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს შინ "ბარსელონასთან" გამართავს.
www.sovsport.ru-ს ცნობით, კატალონიელებთან დაპირისპირებისთვის გუნდთან ერთად ემზადება მოსკოველთა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც, რომელიც მამის გარდაცვალების გამო გარკვეული დროით კლუბიდან გათავისუფლებული იყო.
ათამაშებს თუ არა მოსკოველთა თავკაცი უნაი ემერი ქართველს მომავალ მატჩში, წინასწარ ძნელი სათქმელია. ცნობილი ისაა, რომ "სპარტაკს" "ბარსასთან" ტრავმების გამო თავდამსხმელი არტიომ ძიუბა და ნახევარმცველი ეიდენ მაკგიდი ვერ დაეხმარებიან.
"ბარსელონამ" წინა ტურში "სელტიკთან" წააგო (1:2) და ჩვენთან წარუმატებლობაც მათ პლეი-ოფში გასვლის ამოცანას გაურთულებს, თუმცა ჩვენ ყველა შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვართ განწყობილნი.
გაითვალისწინეთ, რომ თავადაც გვინდა, ევროთასებზე ბრძოლა გავაგრძელოთ.
არაერთ გუნდს უთამაშია "ბარსელონასთან" ისევე, როგორც "სელტიკს", მაგრამ დამარცხებულა.
"ვალანსიაში" მუშაობის დროს კატალონიელთა წინააღმდეგ აგრესიულად ვთამაშობდით და ფრეს არაერთხელ მივაღწიეთ. ვფიქრობ, მათთან არცთუ ცუდი ბალანსი გვქონდა. მომავალი მატჩის წინ ამ გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ.
"სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგაში კარგად თამაშობს: "ფენერბაჰჩესთან" 2:1, შინ "ბენფიკასთან" - 2:1, სტუმრად "ბარსელონასთან" - 2:3. ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია განსხვავებულ ვითარებასა და მეტოქეს მოვერგოთ", - თქვა ბასკმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძეს ქართველების მხარდაჭერა სჭირდება!
უნაი ემერი გააკრიტიკეს - რა უნდოდა ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე?!
საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა