XIII ტური საბედისწერო გამოდგა "პესკარას" მთავარი მწვრთნელისთვის, რომელმაც პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
XIII ტური საბედისწერო გამოდგა "პესკარას" მთავარი მწვრთნელისთვის, რომელმაც პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

44 წლის ჯოვანი სტროპამ "დელფინები" ზდენეკ ზემანისგან გადაიბარა და ერთობ ამბიციური მიზნებიც დაისახა, თუმცა რეალობა სხვაგვარი გამოდგა.

"პესკარამ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და მარტო იმიტომ არ იმყოფება გასავარდნ ზონაში, რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო რამდენიმე გუნდს ქულები აქვს დაკლებული. გასულ ტურში "პესკარა" "სიენას" ესტუმრა და მარცხი იწვნია, რის შემდეგაც სტროპამ შემდეგი განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ, სულ სხვა მოლოდინები მქონდა და რეალობა სხვაგვარი გამოდგა. ძალიან გაგვიჭირდა სერია A-ს გუნდებთან კონკურენციის გაწევა და სიმართლე გითხრათ, არც რეცეპტი ვიცი, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა.

ამიტომ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, პოსტის დატოვების შესახებ განცხადების დაწერას ვაპირებ, რომელსაც იმედია, დააკმაყოფილებენ".

"პესკარას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე დელი კარიმ დაადასტურა, რომ სტროპა გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება:

"სიენაში ყველაზე ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია და მის გათავისუფლებას არ ვაპირებდით, თუმცა მან თავად მიიღო გადაწყვეტილება.

ეს ვაჟკაცური ნაბიჯია, რომელიც უნდა დავაფასოთ. გაწეული სამუშაოსთვის სტროპას მადლობას ვუხდი და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ. თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს