ორგანიზაცია "ქართული კალათბურთი" შექმნის ჯგუფს, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
19 ნოემბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა პრეზენტაცია საზოგადოება "ქართული კალათბურთის" დაფუძნებასთან დაკავშირებით.

ისაუბრეს ორგანიზაციის წევრებმა: მიხეილ ახვლედიანმა, გიორგი მარკოიშვილმა, ნუგზარ ჭეიშვილმა და ლევან მიქელაძემ.

შეხვედრა ყოფილმა კალათბურთელმა გიორგი მარკოიშვილმა გახსნა და წარმოგვიდგინა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ახვლედიანი, რომელმაც აღნიშნა:

"დღეს ჩვენს მსჯელობას ვერ გავშლით, ვილაპარაკებთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდებაზე, რომელიც არ არის თანხვედრაში როგორც საქართველოს სპორტის შესახებ კანონთან, ასევე ფიბა-ს წესდებასთან, ფიბა-ს ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოსთან და ზოგადად, არჩევნების ჩატარების დემოკრატიულ პრინციპებთან.

მაგალითად, 20 ნოემბერს მეიკლ ჯორდანს რომ მოუნდეს ფედერაციის პრეზიდენტობა, დამარცხდება.

ყრილობის დელეგატთა უმრავლესობა კერძო პირია. ისინი შეიძლება იყვნენ მეგობრები ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ლოიალური დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი.

გადავხედოთ სხვა ფედერაციებს - რაგბიში, ფეხბურთში, ჩოგბურთში ყველა დელეგატი იურიდიული პირია.

ვაპირებთ წერილის გაგზავნას, როგორც ფიბა-ში, ასევე საქართველოს სპორტის სამინისტროში და დაველოდებით კონკრეტულ პასუხს".

მიხეილ ახვლედიანმა ისიც დასძინა, რომ ორგანიზაცია "ქართული კალათბურთი" შექმნის ჯგუფს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში.

ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ვრცლად ილაპარაკა საზოგადოების წევრმა ლევან მიქელაძემ; აღნიშნა, რომ 2001 წლიდან 2009-მდე ყრილობის დელეგატთა რაოდენობა საგრძნობლად იცვლებოდა და დასვა კითხვა: "რის საფუძველზე ახდენდა გამგეობა დელეგატთა რაოდენობის ასეთ მნიშვნელოვან რიცხობრივ ცვალებადობას?"

შეხვედრაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, ზოგადად, რა პროექტი აქვს ახალდაფუძნებულ საზოგადოებას კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით? პასუხი ლევან მიქელაძემ გასცა:

"პროგრამა მზადაა, გვაქვს კონკრეტული გეგმა. ოღონდ მასზე ვრცლად მას შემდეგ ვილაპარაკებთ, რაც წესდებასთან დაკავშირებით მივიღებთ სრულ პასუხს, რადგან ესაა ხერხემალი, რომლითაც ქართული კალათბურთი იმართება".

საზოგადოება "ქართული კალათბურთი" საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისადმი გაგზავნილ ღია წერილში წერს:

"2001 წლის 16 ნოემბერს გამართული რიგით მე-4 ყრილობის ოქმში დაფიქსირებულია 93 დელეგატი, 2005 წლის 16 ნოემბერს რიგგარეშე მე-5 ყრილობის ოქმში - 54 დელეგატი, ხოლო 2009 წლის 11 ნოემბერს რიგით მე-6 ყრილობის ოქმში - 66 დელეგატი. რის საფუძველზე ახდენდა გამგეობა დელეგატთა რაოდენობის ასეთ მნიშვნელოვან რიცხობრივ ცვალებადობას?

რა კრიტერიუმებით ხდებოდა მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების მქონე "ცალკეული ფიზიკური პირების" წევრად მიღება გამგეობის მიერ და აღნიშნულია თუ არა ფიზიკური პირებისათვის დელეგატთა სტატუსის ავტომატურად მინიჭების ფაქტი?

მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის მიხედვით, წარადგინა თუ არა თავად არჩეულმა პრეზიდენტმა ბ-ნი ზაზა გოროზია, ბ-ნი ლევან ბეჟაშვილი და მოქმედი გამგეობის სხვა წევრები ყრილობის წინაშე კანდიდატებად? რა დამსახურებების გამო და რის საფუძველზე მოხდა მათი წარდგენა და არჩევა გამგეობის წევრებად?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
ლიპარტელიანის მუშაობა ნაწილობრივ მეც არ მომწონს მაგრამ ამათ რა პრეტენზიები აქვთ? მხოლოდ ის რომ წესდება არ არის გამართული? მაგას მერე პრეზიდენტობა რათ უნდა, ისე მოითხოვეთ და გამართავენ... მიშისტი რევანშის მომლოდინეები კიდევ გაჩუმდით, უთქვენოდ მოაგვარებენ და ნუ გადაგყავთ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში...
gg
აქამდე სად იკვნენ??? ლიპარტელიანს საქმე კარგად მიკავს, შედეგები არის.განსხვავებით სხვა უამრავი სახეობიდან, აეს რომ არა გვჩირდა ჩირიო არ გამოგვივიდეს..
Mam
ბესიკ ლიპარტელიანი არის საუკეთესო ადამიანი
jazo
კალათბურთში და სხვა სახეობებშიც პრობლემები რომ გვაქვს ამაზე ორი აზრი არ არსებობს. განსაკუთრებით მისახედია ბავშვთა კალათბურთი ამჟამად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 15 წ–დელებში ბავშვებს მონაწილეობაში სთხოვენ 100–100 ლარს თვეში საიდან მოიტანონ მათმა მშობლებმა? ლიპარტელიანს კი მოვუწოდებთ მიხედოს ამ საკითხს
giga
zaza აქამდე მარტო საერთაშორისო თვალსაზრისითვის, რომ ვაკეთებდით ყველაფერს იმიტომ საქმე ყველაფერში კარგად.ერთი დამისახელე სფერო სადაც კარგად გვაქვს საქმე...
zaza
იმას რც დღეს ქვეყანაში ხდება ყველა მიმართულებით, ერთი სახელი აქვს, ქაოსი. უკვე სპორტულ ფერერაციებსაც უტევენ და ყველაფრის უზურპაცია უნდათ მოახდინონ (ახალ ხელისუფლებას). მერწმუნეთ ეს პროცესები ძალიან ცუდად დამთავრდება ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო თვალსაზრისით.
gali
როგორც ყველგან, აქაც დაპირისპირებაა. ახალგაზრდებმა თავი უნდა შეიკაონ. სიბრძნე და გამოცდილება დროს და მოთმინებას მიაქვს. ერთი წელი დარჩა ჩემპიონატამდე და ნუ აურევთ დალაგებულ საქმეს. პრეტენზიები თითიდან გამოწოვილია
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა