"მიხეილ მესხზე" სათადარიგო მოედნისა და ტრიბუნის მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება
"ლელო" წერდა, რომ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა გადაწყვეტილი ამბავია, რაზეც უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა ტრადიციულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ყველასათვის მოულოდნელი იყო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ორგანიზატორებს წინააღმდეგობა რომ არ გაუწია. არადა, ზაფხულში, როდესაც ლიგის აღდგენა გადაწყვეტილი გვეგონა, ბევრმა სწორედ ზვიად სიჭინავას მიაწერა ჩანაფიქრის ჩაშლა.

ამ დროს სიჭინავამ "ლელოსთან" ეს ხმები უარყო, რაც მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამაც დაადასტურა და მომხდარის რეალური მიზეზი უკვე დაასახელა. სიჭინავას კი პროფლიგის აღდგენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მეტიც, კლუბების ინიციატივა მოიწონა, რადგან ფედერაციას მასშტაბურ საფეხბურთო პროექტებზე გადართვის საშუალება გაგვიჩნდებაო.

როგორც შევიტყვეთ, სიჭინავა წლის ბოლომდე ორი სტადიონის მშენებლობის დასრულებას იმედოვნებს: ერთი მათგანი "მიხეილ მესხზე" სათადარიგო მოედნის დაგება და 5-ათასიანი ტრიბუნების მოწყობა იქნება.

მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ტრიბუნები კი მოედანს სამი მხრიდან დაფარავს.

ეს სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის იმ კლუბებს მოემსახურება, რომელთაც სტადიონის პრობლემა ჰქონდათ და აქამდე ამ მიზნით ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ან სხვა სტადიონს ქირაობდნენ - მაგალითად, "გაგრას", ცხინვალის "სპარტაკს" და ა.შ.

ამასობაში "მიხეილ მესხზე" ტრიბუნების ქვეშ მდებარე უქმად დარჩენილი საკმაოდ დიდი ტერიტორია აითვისეს და იქ უკვე ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე განყოფილება განთავსდა. მალე კი "მიხეილ მესხის" ტრიბუნებსა და სათადარიგო სტადიონს შორის ახალი შენობა ჩაიდგმება, სადაც განთავსდება ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ოფისები, საპატიო სტუმართა ვიპ-ლოჟა, 228-ადგილიანი პრეს-ლოჟა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

deda
აკადემიაზე ლაპარაკი აღარ არის? ეტყობა აღარ არის საჭირო და აქტუალური!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...