"მანჩესტერ იუნაიტედი" რომ მეკარის ძიებაშია ყველამ იცის, დანიელი მეკარე ანდერს ლინდერგარდი კი დარწმუნებულია, რომ ინგლისური გუნდის მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი სწორედ მას ეძებს....
"მანჩესტერ იუნაიტედი" რომ მეკარის ძიებაშია ყველამ იცის, დანიელი მეკარე ანდერს ლინდერგარდი კი დარწმუნებულია, რომ ინგლისური გუნდის მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი სწორედ მას ეძებს.

"იუნაიტედი" ახალი გოლკიპერის პოვნის აუცილებლობის წინაშე მას მერე დადგა, რაც 39 წლის ჰოლანდიელმა ედვინ ვან დერ სარმა მკაფიოდ არ თქვა გააგრძელებს ფეხბურთელის კარიერას თუ თავს დაანებებს. თუ გააგრძელებს, მაშინ შემდეგ სეზონში "იუნაიტედს" კვლავ ეყოლება მაღალი დონის მეკარე, თუ არა და...

ფერგიუსონი ვან დერ სარის შემცვლელს მთელს ევროპაში ეძებს და კანდიდატთა სიაში ერთი ხანია ზემოხსენებული ლინდერგარდიც ჰყავს შეყვანილი - 26 წლის დანიელი ნორვეგიულ "ალესუნდში" თამაშობს. ლინდეგარდი დანიის ნაკრების კარს ერთ თვეზე ოდნავ მეტია რაც იცავს - პირველად 2010 წლის 7 სექტემბერს ითამაშა.

როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, ამ მეკარის თამაშს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეთა მწვრთნელი ერიკ სტილი დაკვირვებით სწავლობს და ამის შესახებ თავად ლინდერგარდმაც, რასაკვირველია, კარგად უწყის. მან თქვა:

"პრესაში ჩემს გარშემო დიდი ხმაურია ატეხილი. ასახელებენ კლუბებს, რომელთაც, თითქოსდა ჩემი შეძენა სურთ და მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ მართალნიც არიან. დიახ, ის რომ ჩემით დაინტერესებულ კლუბთა შორის ერთ-ერთი "მანჩესტერ იუნაიტედია" სრული სიმართლე გახლავთ. მე პირადად ვიცი, რომ "იუნაიტედს" ჩემი თამაში მოსწონს, ეს მხოლოდ მას-მედიიდან არ შემიტყვია".

თუმცა, ინგლისური პრესა წერს, რომ ანდერს ლინდერგარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელთა ერთადერთი კანდიდატი სულაც არ არის. სერ ალექს ფერგიუსონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "შალკე 04"-ისა და გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მანჩესტერელებს სამიზნეში ჰყავთ ჰოლანდიელი მარტენ სტეკელენბერგიც, რომელსაც "აიაქსში" დიდხანს აღარავინ დატოვებს.

სტეკელენბერგმა ჟურნალ NuSport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა:

"მანჩესტერ იუნაიტედი, რასაკვირველია, ის კლუბია სადაც ყველას უნდა თამაში. თუ ჩვენი მწვრთნელი მარტინ იოლი მეტყვის, რომ მან "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ იცის, მაშინ მეც დავინტერესდები, მანამდე კი... რამდენადაც ჩემი აგენტი მეუბნება,

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"