"კრასნოდარის" კაპიტანმა "ტერეკთან" საშინაო გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც მატჩის მიწურულს თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატა
"კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში, გროზნოს "ტერეკთან" საშინაო გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც მატჩის მიწურულს თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატა.

- "კრასნოდარმა" "ტერეკს" მხოლოდ განწყობით მოუგო. საერთოდ, გროზნოელები ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან და შინ მათ დამარცხებას ვერაფრით ვახერხებდით.

საწყენია, რომ მატჩის მიწურულს ჩვენი გუნდი მოეშვა და ბოლო 15 წუთში მოწინააღმდეგეს გოლის გატანის რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი მიეცა. ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში ნაადრევად დავიწყეთ.

მთლიანობაში კი, ვფიქრობ, ანგარიში ზუსტად ასახავს დღევანდელი თამაშის ხასიათს.

- იმის გათვალისწინებით, რომ "ტერეკი" თქვენთვის უხერხული მეტოქე იყო, გუნდის სათამაშო ტაქტიკაში ცვლილებები განახორციელეთ?

- ტაქტიკა იგივე იყო - პირველ ნომრად, შემტევი ფეხბურთის თამაში. სხვა საქმეა, რომ რაღაცები გამოგვივიდა, რამაც შედეგიც მოიტანა.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "კრასნოდარის" კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, მეკარე ნუკრი რევიშვილს.

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად