ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აია ქუთაისში დაბრუნდა

აია ქუთაისში დაბრუნდა

კარგა ხანია, "აიას" ქუთაისში არ უთამაშია და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რიონისპირა ქალაქში დიდი რაგბი "აია"-"ლოკომოტივის" დაპირისპირებით დაბრუნდა. შეხვედრამ ადგილობრივ ქომაგებში დიდი ინტერესი გამოიწვია...

კარგა ხანია, "აიას" ქუთაისში არ უთამაშია და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რიონისპირა ქალაქში დიდი რაგბი "აია"-"ლოკომოტივის" დაპირისპირებით დაბრუნდა. შეხვედრამ ადგილობრივ ქომაგებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგების შემთხვევაში "აია" პრაქტიკულად ინაღდებდა პირველ ადგილს, რაც ქუთათურებს პლეი ოფის მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის საშუალებას მისცემდა. "ლოკომოტივს" კი მინიმუმ მეორე ადგილის გასანაღდებლად სჭირდებოდა გამარჯვება.

როგორც ფავორიტების დაპირისპირებას შეეფერება, მოედანზე ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. ქუთაისში მთელი დღე წვიმდა, თუმცა მატჩის დაწყების წინ გამოიდარა და შეხვედრის დასრულებამდე აღარ მოუწვიმია. სველ მოედანზე ხელდახელ სწრაფი თამაში ჭირდა და ორივე გუნდმა ძალისმიერ რაგბზე გააკეთა აქცენტი. `აიას" თავდაპირველი უპირატესობის შემდეგ თემურ ბენდიაშვილის გუნდიც გააქტიურდა. თბილისელები ძირითადად მოლით უტევდნენ და მასპინძლებს წესის დარღვევას აიძულებდნენ.

საწყის წუთებში კვინიხიძემ ორი საჯარიმო ზუსტად დაარტყა და სტუმრები დააწინაურა - 6:0 24-ე წუთზე ქუთაისელებმა მწვავე შეტევა წამოიწყეს და მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. სინაურიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა შეამციარა-3:6.

საპასუხო შეტევისას კვინიხიძეს საჯარიმოთივე შეეძლო სტატუს კვოს აღდგენა, მაგრამ ამჯერად დარტყმა გაუცუდდა. თუმცა, 30-ე წუთზე თბილისელთა სნაიპერმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 9:3. ტაიმის ბოლო წუთებმა მასპინძლების შეტევებში ჩაიარა. ქუთათურებს ლელომდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში აუტის მოგების შემდეგ ქუთათურები მოლით მიაწვნენ, შემდეგ მოლიდან სინაურიძე ბურთიანად გამოძვრა და ჩათვლის ხაზისკენ გაიქცა, თუმცა ლოკომოტიველებმა იმარჯვეს და ბოლო მომენტში შეაჩერეს.

მეორე ნახევრის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. 55-წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს საჯარიმოს დატრყმის უფლება და კვინიხიძემ კვლავ არ დააღალატა თანაგუნდელები - 12:3.

"აია" რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მდგომარეობის გამოწორებას სწრაფი, მრავალფაზიანი შეტევებით შეეცადა, თუმცა ხელდახელ თამაშისას ქუთათურები ცდებოდნენ, ხშირად გადამწყვეტ მომენტში ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ და ამის გამო რამდენიმე მწვავე შეტევაც ჩაეშალათ. \

72-ე წუთზე სინაურიძემ თითქმის ცენტრიდან ძალიან რთული საჯრიმო გაიტანა და საკუთარ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი დაუტოვა - 6:12.

ბოლო წუთებში რიონისპირელები ბევრს ეცადნენ ლელოს გატანას, ორჯერ მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზთან მისულებმა ბურთის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. ბოლო შეტევისას მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმაზე უარი თქვეს და ბურთი აუტში გადააგდეს, თუმცა ლოკომოტივმა თავი კარგად დაიცვა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

აია-ლოკომოტივი 6:12

აია: (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე (გოშაძე 54), აშვეთია,

სინაურიძე, აბრამიძე, შარვაშიძე, როხვაძე (გოგია74), (1-8) გურეშიძე (ჩხიკვაძე 65), სხულუხია, ხეჩიკოვი (ლომიძე 41), იობიძე, მეტრეველი (ძაგნიძე52), რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე (ცირეკიძე 52), 2ს: სინაურიძე

სინბინი: ლომიძე

ლოკომოტივი: (15-9) კობერიძე, ტუჩაშვილი, ქავთარაძე, ბერძენაშვილი, ჭურღულია, ღვინჯილია, კვინიხიძე, (1-8) გასვიანი, ზარიძე (ელოშვილი7 3), პეტრიაშვილი, ოზგებაშვილი (ნიშნიანიძე 21), გუჯარაიძე, ბერიშვილი, ჩიტიძე, მაისურაძე, 4ს: კვინიხიძე

სინბინი: ბერიშვილი

მსაჯი: უ.ნარიმანიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა

დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა