დევიდ ბექჰემის კარიერის ამერიკული ეტაპი პირველ დეკემბერს, MLS-ის ფინალის შემდეგ დასრულდება
დევიდ ბექჰემის კარიერის ამერიკული ეტაპი პირველ დეკემბერს, MLS-ის ფინალის შემდეგ დასრულდება, თუმცა ინგლისელი ფეხბურთის თამაშს ჯერ კიდევ აპირებს.

37 წლის ბექჰემმა "ემ-ელ-ეს"-ის ოფიციალურ საიტს შემდეგ რამ განუცხადა:

"მე "გელექსიში" შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მაგრამ მოთამაშის კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთი გამოწვევის მიღება მსურს და მხოლოდ შემდეგ ჩამოვკიდებ ბუცებს ლურსმანზე".

ბექჰემს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გამოწვევაზე საუბრობდა, მაგრამ ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და დევიდის ავსტრალიის ლიგაში თამაშის სურვილი დააფიქსირეს, თუმცა ინგლისელის პრესატაშემ ეს ცნობა უარყო და მას ტყუილი უწოდა.

დევიდ ბექჰემი, რომელთანაც ასოცირდებოდა MLS-ის ბოლოდროინდელი წარმატებები, "გელექსის" რიგებში თავის უკანასკნელ შეხვედრას "ჰიუსტონ დინამოსთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს შარშანაც ფინალში შეხვდნენ და მაშინ "გელექსიმ" 1:0 მოიგო (დონოვანი), დევიდმა კი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ამერიკული ტიტული მოიპოვა.

ბექჰემის ამერიკული დოსიე

სეზონი MLS-ში: 6 (2007-2012)

მატჩები რეგულარულ სეზონში: 98 (შესაძლო 176-დან).

გოლები რეგულარ-სეზონში: 15.

საგოლე გადაცემები რეგულარ-სეზონში: 40.

მატჩები პლეი ოფში: 18.

გოლები პლეი ოფში: 0.

საგოლე გადაცემები პლეი ოფში: 8

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: 7 (2012).

ყველაზე მეტი საგოლე პასი ერთ სეზონში: 15 (2011).

სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1 (2011)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა