კალიფორნიელებმა აშკარა პროგრესი განიცადეს
დღის ცენტრალურ მატჩში "სან ანტონიოსა" და "კლიპერსის" დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო არ იწვევდა ინტერესს, რომ ეს გუნდები დასავლეთი კონფერენციის ლიდერები არიან.

ისინი შარშანდელ პლეი ოფში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ პოპოვიჩის შეგირდებმა "მშრალი" ანგარიშით მოიგეს სერია.

მაგრამ ახლა საქმე სხვანაირადაა - კალიფორნიელებმა აშკარა პროგრესი განიცადეს, თან "კლიპერსის" დამრიგებელ დელ ნეგროს ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგოთა სკამი აქვს ლიგაში.

ამაში "სპურსი" თავად დარწმუნდა, როცა ტრადიციული შეცვლების დრო დადგა. პირველი მეოთხედის ათი ქულით მოგების შემდეგ მასპინძლებმა მეორე 12-წუთეული 14:29 დათმეს. ამაში დამნაშავენი "სან ანტონიოს" რეზერვისტები არიან. მაგალითად, ჯინობილი (მიუხედავად 15 ქულისა) და ნილი ამ თამაშს ვერ შეიტანენ თავიანთ აქტივში - ამ წყვილმა თამაშიდან 22-ჯერ ისროლა და მხოლოდ ექვსი ჩააგდო.

დიდი შესვენების შემდეგ "სპურსი" მეტოქეს გამოედევნა. საინტერესოა, რომ ლიდერის როლი ბოლო წუთებზე მეტ ბონერმა იტვირთა. მან ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც პარკერის შორეული ტყორცნაც დაემატა და სირენამდე ორი წუთით ადრე მასპინძლებმა ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

"სან ანტონიოს" ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ნილმა აქაც გააფუჭა ყველაფერი - 46 წამით ადრე მის მიერ სამი მეტრიდან ნასროლი მიზანს ასცდა.

შემდეგ შეტევაში "სპურსმა" ვერ შეძლო კრის პოლის შეჩერება, დასასრულს კი იმავე ნილმა სამქულიანიც ვერ მოათავსა კალათში.

ამ მოგებით "კლიპერსმა" დასავლეთში ლიდერობა მოიპოვა, რადგან 20 ნოემბერს "დენვერმა" მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა "მემფისი", რომელსაც აქამდე ზედიზედ რვა მატჩი ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, "გრიზლისი" შინ მოგებების შთაბეჭდავი სერიით იწონებდა თავს - 15 გამარჯვება.

შესაძლებელი იყო, მასპინძლებს ორივე სერია შეენარჩუნებინათ. სირენამდე ოთხი წუთით ადრე "მემფისი" ოთხი ქულით იყო წინ.

მაგრამ ამ დროს გუნდი დააღალატა ტონი ალენმა, რომელმაც მსაჯს დაუყვირა და სამართლიანად მიიღო ტექნიკური ჯარიმა. თუმცა პრობლემები აქედან არ დაწყებულა. ორი წუთით ადრე ჰოლინზის შეგირდები ისევ ოთხ ქულას იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გეიმ და კომპანიამ ვერც ერთი ქულა ვერ აიღო, თან სამი შეცდომა დაუშვა.

გალინარის ექვსი ქულის დახმარებით, "ნაგეტსმა" შეხვედრა 9:0 გაქცევით დაასრულა. მატჩის ბედი სწორედ იტალიელმა გადაწყვიტა, როცა სირენამდე 12 წამით ადრე ჩააგდო სამქულიანი და თავის გუნდს ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანა.

სან ანტონიო-კლიპერსი 87:92

28:18, 14:29, 21:24, 24:21

ს-ა: დანკანი (20+14 მოხსნა), ჯინობილი (15+5 მოხსნა+5 პასი), პარკერი (11+6 პასი), ბონერი (10).

კ: პოლი (19+8 პასი), გრიფინი (16+12 მოხსნა), ბარნსი (14+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯორდანი (13+5 მოხსნა), კროუფორდი (11).

მემფისი-დენვერი 92:97

26:27, 23:25, 21:17, 22:28

მ: გეი (22), გასოლი (16+6 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (12+13 მოხსნა), კონლი (11+8 პასი).

დ: გალინარი (26+5 მოხსნა), მაკგი (15+8 მოხსნა), ფარიდი (13+13 მოხსნა), ბრიუერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა